საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (28)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (20)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2004 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
5. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის დადგენილება №85-სსმIII,№54,05.05.2005წ.,მუხ.586
6. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
7. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
8. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
9. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
10. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,
მუხ.1324
11. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №208-სსმIII,№135,21.11.2005წ.,
მუხ.1495
12. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,
მუხ.316
13. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,
მუხ.515
14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,
მუხ.909
15. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ.,
მუხ.1275
16. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,
მუხ.1609
17. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,
მუხ.84
18. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,
მუხ.223
19. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
20. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 0108, რუსთაველის პროსპექტი №30.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
მუხლი 3
1. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 4
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) (ამოღებულია);
ბ) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა;
გ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონთა წიგნისა და ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;
ვ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა;
ზ) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ1) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ი) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და შესრულების წარმართვა;
ლ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ნ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ნა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
პ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
ჟ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება;
რ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფა;
ს) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ტ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ქ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ქ1) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებების მომზადება;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება;
ყ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ყ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება;
ყ2) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
შ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 5
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;
გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
ე) ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;
ვ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
კ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ლ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
მ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ნ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ო) საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა;
პ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში:
პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
პ.გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჟ) ნოტარიატის სფეროში:
ჟ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება (ლეგალიზაცია);
ჟ.ბ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ტ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელების სფეროში:
ტ.ა) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ტ.ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ტ.გ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილ ფარგლებში;
უ) სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მართვის სფეროში:
უ.ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება;
უ.დ) კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება;
უ.ე) მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ვ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ზ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.თ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
უ.ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია.
ფ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის სფეროში:
ფ.ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების ჩაბარების პროცესის ორგანიზება კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
ფ.ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ქ) სასჯელაღსრულების სფეროში:
ქ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ქ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ღ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის წინასწარი გამოძიება;
ყ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ;
შ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში;
შ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება, წინადადებების შემუშავება საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ც) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ამ სფეროში სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;
ძ1) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
წ) კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730

თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 6
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
ნ) (ამოღებულია);
ო) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სპეციალურ წოდებებს;
ჟ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ს) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ტ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ყ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
წ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ხ) ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316

მუხლი 7
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის დადგენილება №85-სსმIII,№54,05.05.2005წ.,მუხ.586
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 8.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9.
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები;
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
4. სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით;
5. სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 10
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
მუხლი 11
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
გ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო;
ზ) საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური;
თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი;
ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
კ) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;
ლ) საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №208-სსმIII,№135,21.11.2005წ.,მუხ.1495

მუხლი 12
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა)მინისტრის ბიურო;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;
ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;
ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;
ვ1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო;
ზ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი.
თ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია);
კ) სააღსრულებო დეპარტამენტი;
ლ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი;
მ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ო) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
რ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ს) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ტ) სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი;
უ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ქ) იურიდიული სამსახური;
ღ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84

მუხლი 13
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები;
გ) სააღსრულებო ბიუროები;
დ) სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები;
ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები;
ვ) (ამოღებულია).

თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი 14
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 15
მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა;
ლ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატური მომზადება და საზოგადოებისათვის წარდგენ ა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 16
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
,ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება;
დ) შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით, საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 17
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა და განხორციელება;
დ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
მუხლი 18.
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 19
საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;
ბ) ევროპის სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
გ) ხელშეწყობა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაში;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებსა და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სამინისტროში შემოსულ წინადადებებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
ე) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ვ) ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; ამ სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება;
ზ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ი) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
კ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 20
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცანებია:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 201
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ამოცანებია:
ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.

მუხლი 21.
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ნოტარიატის სფეროში, კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
თ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ი) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
კ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
მ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
ნ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 22
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზ-ნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყ-ნის სასამართლოს მიერ;
ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
გ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების, მიუხედავად მათი ღირებულებისა, სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება);
ე) ამ მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება და სათანადო სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ვ) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებათა მომზადება;
ზ) კერძო სამართლის სფეროს რეფორმის მიზნით წინადადებათა შემუშავება და კერძო სამართლის რეფორმის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 23 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
მუხლი 24
სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 25
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და პრობაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კოორდინაცია და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 26
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტორინგი სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურების ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ი) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ლ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის, პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება;
ო) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულ-დიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
პ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისა და ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომზადება.

მუხლი 27
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან წარმოებადასრულებული დოკუმენტების მიღება და დამუშავება არსებული წესის შესაბამისად.

მუხლი 28 (ამოღებულია)

მუხლი 29 (ამოღებულია)

მუხლი 30
საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ე) სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) მოხელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ზ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
თ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზება და სტაჟირების გავლის კონტროლი;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებზე;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ლ) შიდასაუწყებო წესის შესაბამისად სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა;
მ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
მუხლი 31
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა.
დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემულ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ვ) სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება.

მუხლი 32
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადდებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
მუხლი 33
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ბ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.
მუხლი 331 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 332 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 333
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
გ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ);
დ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
მუხლი 334
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ვ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუმრების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 34
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+

ნ) მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის, ემიგრაციისა და იმიგრაციის საკითხთა განხილვა და გადაწყვეტა;

პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შეწყვეტის მასალების მომზადება;
პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.ბ) იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა;
პ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
პ.გ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჟ) ნოტარიატის სფეროში:
ჟ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი დოკუმენტების გაფორმება (ლეგალიზაცია);
ჟ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება (ლეგალიზაცია);
ჟ.ბ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ს) იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადების, შეკეთებისა და ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ტ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელების სფეროში:
ტ.ა) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ტ.ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ტ.გ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილ ფარგლებში;
უ) სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მართვის სფეროში:
უ.ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება;
უ.დ) კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება;
უ.ე) მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ვ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ზ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.თ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
უ.ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია.
ფ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის სფეროში:
ფ.ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების ჩაბარების პროცესის ორგანიზება კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
ფ.ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ქ) სასჯელაღსრულების სფეროში:
ქ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ქ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ღ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის წინასწარი გამოძიება;
ყ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ;
შ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში;
შ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება, წინადადებების შემუშავება საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ც) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ამ სფეროში სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;
ძ1) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
წ) კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 6
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
ნ) (ამოღებულია);
ო) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებს;
ო) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სპეციალურ წოდებებს;
ჟ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ს) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ტ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ყ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
წ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ხ) ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 7
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის დადგენილება №85-სსმIII,№54,05.05.2005წ.,მუხ.586
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 8.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9.
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები და სპეციალისტები.
დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები;
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
4. სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.
4. სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით;
5. სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
5. სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 10
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
მუხლი 11
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
გ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო;
ზ) საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური;
თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი;
ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
კ) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;
ლ) საქართველოს ეროვნული არქივი.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №208-სსმIII,№135,21.11.2005წ.,მუხ.1495
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
მუხლი 12
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა)მინისტრის ბიურო;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;
ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;
ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;
ვ1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო;
ზ) ნოტარიატის დეპარტამენტი;
ზ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი.
თ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია);
კ) სააღსრულებო დეპარტამენტი;
ლ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი;
მ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი;
ო) (ამოღებულია);
პ) სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი;
პ) (ამოღებულია);
ჟ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
რ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ს) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ტ) სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი;
უ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ქ) იურიდიული სამსახური;
ღ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 13
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები;
გ) სააღსრულებო ბიუროები;
დ) სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები;
ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები;
ვ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი 14
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 15
მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა;
ლ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატური მომზადება და საზოგადოებისათვის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 16
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
,ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება;
დ) შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით, საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 17
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა და განხორციელება;
დ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
მუხლი 18.
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 19
საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;
ბ) ევროპის სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
გ) ხელშეწყობა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაში;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებსა და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სამინისტროში შემოსულ წინადადებებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
ე) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ვ) ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; ამ სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება;
ზ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ი) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
კ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 20
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცანებია:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 201🔗
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ამოცანებია:
ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 21🔗
მუხლი 21.
ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ა) ნოტარიატის სფეროში, კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;
ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა და მისი გაუმჯობესებისათვის მითითებების მიცემა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
თ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ი) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
კ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
მ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
ნ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 22
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზ-ნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყ-ნის სასამართლოს მიერ;
ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
გ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების, მიუხედავად მათი ღირებულებისა, სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება);
ე) ამ მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება და სათანადო სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ვ) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებათა მომზადება;
ზ) კერძო სამართლის სფეროს რეფორმის მიზნით წინადადებათა შემუშავება და კერძო სამართლის რეფორმის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 23 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
მუხლი 24
სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 25
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და პრობაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კოორდინაცია და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 26
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტორინგი სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურების ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ი) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ლ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის, პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება;
ო) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულ-დიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
პ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისა და ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
მუხლი 27
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან წარმოებადასრულებული დოკუმენტების მიღება და დამუშავება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
მუხლი 28🔗
მუხლი 28 (ამოღებულია)
მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა;
ბ) უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღების, უცხოელი მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეების მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის, აგრეთვე საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება;
გ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
მუხლი 29🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
მუხლი 29 (ამოღებულია)
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ბ) (ამოღებულია);
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი;
დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ე) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა;
ვ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) თავისი კომპეტენციის ნაწილში სახელმწიფო რეესტრის მართვის სამსახურების საქმიანობის კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 30
საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ე) სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) მოხელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ზ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
თ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზება და სტაჟირების გავლის კონტროლი;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებზე;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ლ) შიდასაუწყებო წესის შესაბამისად სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა;
მ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
მუხლი 31
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა.
დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემულ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ვ) სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
მუხლი 32
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადდებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
მუხლი 33
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ბ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.
მუხლი 331 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 332 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 333🔗
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
გ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ);
დ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
მუხლი 334🔗
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ვ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუმრების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 34
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2004 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
5. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის დადგენილება №85-სსმIII,№54,05.05.2005წ.,მუხ.586
6. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
7. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
8. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
9. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
10. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
11. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №208-სსმIII,№135,21.11.2005წ.,მუხ.1495
12. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
13. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
15. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ.,მუხ.1275
16. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
17. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
18. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
19. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
20. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
21. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე, რომელიც კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი 0108, რუსთაველის პროსპექტი №30.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
მუხლი 3🔗
1. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 4🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) (ამოღებულია);
ბ) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა;
გ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონთა წიგნისა და ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;
ვ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა;
ზ) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ1) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ი) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია;
კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და შესრულების წარმართვა;
ლ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ნ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ნა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
პ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
ჟ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება;
რ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფა;
ს) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ტ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ქ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ქ1) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებების მომზადება;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება;
ყ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ყ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება;
ყ1) კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა;
ყ2) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
შ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
მუხლი 5🔗
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;
გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
ე) ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებისათვის უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით;
ვ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
კ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ლ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
მ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ნ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ო) საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა;
პ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სფეროში:
პ.ა) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
პ.გ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
პ.დ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჟ) ნოტარიატის სფეროში:
ჟ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება (ლეგალიზაცია);
ჟ.ბ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
ტ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელების სფეროში:
ტ.ა) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ტ.ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ტ.გ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობა კანონით დადგენილ ფარგლებში;
უ) სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მართვის სფეროში:
უ.ა) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოება;
უ.დ) კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრის წარმოება;
უ.ე) მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ვ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
უ.ზ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
უ.თ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
უ.ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია.
ფ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების წარდგენისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის სფეროში:
ფ.ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების ჩაბარების პროცესის ორგანიზება კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
ფ.ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ქ) სასჯელაღსრულების სფეროში:
ქ.ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ქ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ღ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის წინასწარი გამოძიება;
ყ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ;
შ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში;
შ) (ამოღებულია);
შ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება, წინადადებების შემუშავება საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.
შ1) (ამოღებულია);
ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ც) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ამ სფეროში სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;
ძ1) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
წ) კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 6🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
ნ) (ამოღებულია);
ო) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სპეციალურ წოდებებს;
ჟ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ს) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ტ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ყ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ძ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
წ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ხ) ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 7🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის დადგენილება №85-სსმIII,№54,05.05.2005წ.,მუხ.586
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 8.🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9.🔗
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და სპეციალისტები;
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს.
4. სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით;
5. სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
სამინისტროს სისტემა
მუხლი 10🔗
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) (ამოღებულია).
ბ) (ამოღებულია);
გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
მუხლი 11🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
გ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო;
ზ) საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური;
ზ) იურიდიული დახმარების სამსახური;
თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი;
ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
კ) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;
ლ) საქართველოს ეროვნული არქივი.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის დადგენილება 114-სსმIII,№142,04.12.2004წ.,მუხ.1286
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.334
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №208-სსმIII,№135,21.11.2005წ.,მუხ.1495
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №67-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.515
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილება №20-სსმIII,№20,13.02.2007წ.,მუხ.223
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
მუხლი 12🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა)მინისტრის ბიურო;
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;
ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;
ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;
ვ1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო;
ზ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი.
თ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტი;
ი) (ამოღებულია);
კ) სააღსრულებო დეპარტამენტი;
ლ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი;
ლ) (ამოღებულია);
მ) სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
ო) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;
რ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ს) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ტ) სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი;
უ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ქ) იურიდიული სამსახური;
ღ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 13🔗
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები;
გ) სააღსრულებო ბიუროები;
დ) სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებები;
ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი 14🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 15🔗
მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა;
ლ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატური მომზადება და საზოგადოებისათვის წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 16🔗
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
,ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება;
დ) შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის დავალებით, საქართველოს პროკურატურიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და წარდგინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 17🔗
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმვა და განხორციელება;
დ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
მუხლი 18.🔗
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №128-სსმIII,№94,12.08.2005წ.,მუხ.1065
მუხლი 19🔗
საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადება, დადება და შესრულების ორგანიზება;
ბ) ევროპის სამართალთან, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
გ) ხელშეწყობა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაში;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებსა და მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სამინისტროში შემოსულ წინადადებებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
ე) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;
ვ) ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; ამ სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება;
ზ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
ი) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
კ) (ამოღებულია).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 20🔗
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცანებია:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 201🔗
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ამოცანებია:
ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;
ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №170-სსმIII,№118,01.09.2006წ.,მუხ.1609
მუხლი 21.🔗
სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ნოტარიატის სფეროში, კანონით დადგენილ მინისტრის (სამინისტროს) უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ბ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
თ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ი) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
კ) პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პირების რეგისტრაცია;
ლ) ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
მ) კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა;
ნ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის დადგენილი წესით კონტროლი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 22🔗
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზ-ნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყ-ნის სასამართლოს მიერ;
ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
გ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების, მიუხედავად მათი ღირებულებისა, სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება);
ე) ამ მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება და სათანადო სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ვ) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებათა მომზადება;
ზ) კერძო სამართლის სფეროს რეფორმის მიზნით წინადადებათა შემუშავება და კერძო სამართლის რეფორმის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება №103-სსმIII,№73,16.06.2005წ.,მუხ.781
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის დადგენილება №120-სსმIII,№89,01.08.2005წ.,მუხ.1016
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №136-სსმIII,№96,21.07.2006წ., მუხ.1275
მუხლი 23 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
მუხლი 24🔗
სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 25
მუხლი 25 (ამოღებულია)🔗
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№103,19.07.2007წ.,მუხ.1120
ა) არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებისა და პრობაციის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების საქმიანობის კოორდინაცია და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 26🔗
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტორინგი სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურების ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ი) ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
ლ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი;
ნ) ავადმყოფთა დროული ჰოსპიტალიზაციის, აგრავაციის, პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზება;
ო) მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულ-დიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი;
პ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტინგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისა და ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხთა წინასწარი მომზადება.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის დადგენილება №180-სსმIII,№119,17.10.2005წ.,მუხ.1324
მუხლი 27🔗
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან წარმოებადასრულებული დოკუმენტების მიღება და დამუშავება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№28,11.03.2005წ.,მუხ.263
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
მუხლი 28 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 29 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №95-სსმIII,№65,11.05.2007წ., მუხ.730
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №119-სსმIII,№83,18.06.2007წ., მუხ.889
მუხლი 30🔗
საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტის პროექტის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება;
დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
ე) სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) მოხელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ზ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
თ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზება და სტაჟირების გავლის კონტროლი;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებზე;
კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ლ) შიდასაუწყებო წესის შესაბამისად სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა;
მ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.
მუხლი 31🔗
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
გ) სამართალშემოქმედებითი პროცესისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა.
დ) ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემულ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ვ) სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი მათი საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემას და წარმომადგენლობას სასამართლოში ამ აქტებთან დაკავშირებულ დავებზე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
მუხლი 32🔗
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედების სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადდებათა წარდგენა;
ე) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
მუხლი 33🔗
სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ბ) წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულების შესრულებისათვის.
მუხლი 331 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება 102-სსმIII,№128,09.11.2004წ.,მუხ.1140
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №38-სსმIII,№27,28.02.2006წ.,მუხ.316
მუხლი 332 (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის დადგენილება №93-სსმIII,№64,27.05.2005წ.,მუხ.675
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება №9-სსმIII,№9,24.01.2007წ.,მუხ.84
მუხლი 333🔗
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
გ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ);
დ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
მუხლი 334🔗
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ვ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუმრების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №98-სსმIII,№73,01.06.2006წ.,მუხ.909
სათათბირო ორგანოები
მუხლი 34🔗
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №70, 30.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1297181-20/