სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2001 ძალადაკარგული 13.10.2009
ნომერი
№168/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470060000.11.119.004749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 27/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.004.749

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №168/ნ

2001 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ

”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერისა და განადგურების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების უტილიზაციის მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდ ივიდუალური სამართლებრივი აქტით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 28 მაისის ბრძანება №158/ნ-სსმIII,№58,11.06.2002წ.,მუხ.541

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის ბრძანება №1/ნ-სსმIII,№5,17.01.2005წ.,მუხ.55

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №124/ნ-სსმIII,№64,10.05.2006წ.,მუხ.831

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

2. დაევალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ფარ მ აცევტულ დაწესებულებებში ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურებისათვის უტილიზაციის შესაბამისი კომისიების შექმნა, სათანადო დასკვნების მომზადებისა და ს ამინისტროში წარმოდგენის მიზნით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №124/ნ-სსმIII,№64,10.05.2006წ.,მუხ.831

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

3. (ამოღებულია).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №124/ნ-სსმIII,№64,10.05.2006წ.,მუხ.831

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

4. დამტკიცდეს:

ა) სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვებით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების ინსტრუქცია (დანართი №1);

ბ) ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების აქტის ფორმა (დანართი №2).

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ”სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 19 დეკემბრის №451/ო ბრძანება.

5​1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურება ხორციელდება ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპორტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანე ბის მე-7 დანართის შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის ბრძანება №1/ნ-სსმIII,№5,17.01.2005წ.,მუხ.55

6.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 28 მაისის ბრძანება №158/ნ-სსმIII,№58,11.06.2002წ.,მუხ.541

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის ბრძანება №1/ნ-სსმIII,№5,17.01.2005წ.,მუხ.55

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №124/ნ-სსმIII,№64,10.05.2006წ.,მუხ.831

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ

I. ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში სახელმწიფო შესყიდვით და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების  (შემდგომში – სამედიცინო საქონელი) ჩამოწერა-განადგურების წესებს.

2. სამკურნალო საშუალებები ექვემდებარება ჩამოწერა-განადგურებას, როდესაც მათი ვარგისიანობის ვადა გასულია ან მათი ხარისხი არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს.

II. ვადაგასულ და გაუვარგისებულ სამედიცინო საქონელზე აქტის შედგენის პირობები

3. დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც ხდება სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა, ბრძანებით ქმნის კომისიას, რომლის მიერ ჩამოწერას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა შეიტანება ნატურით ჩამოწერა-განადგურების აქტში – დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომლის №№1–14 გრაფების  გარკვევით შევსება სავალდებულოა, ხოლო №15 გრაფის – შხამების და კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ჩამოწერისა და მატერიალური ფასეულობების ვარგისიანობის ვადის გასვლამდე გაუვარგისების შემთხვევაში.

4. ლაბორატორიული კონტროლის ხარჯების ანაზღაურება ხდება სამკურნალო საშუალებების მფლობელი დაწესებულების მიერ.

5. აქტი შეივსება 5 ასლად, ადგილზე ფაქტობრივად არსებულ სამედიცინო საქონელზე, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით.

6. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის მიერ შედგენილი შესაბამისი დასკვნით, აქტის პირველ სამ ასლს სათანადო ახსნა-განმარტებით ბარათთან ერთად წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ხელმძღვანელები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის კომისიებს, რომლის საბოლოო დასკვნაც ინფორმაციის სახით ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას, მე-4 ასლი ილუქება აღწერილ მატერიალურ ფასეულობასთან ერთად, ხოლო მე-5 – გადაეცემა მატერიალურად პასუხისმგებელ პი რს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

III. მუდმივმოქმედი კომისიების მიერ აქტის განხილვა და დასკვნის მომზადება

7. (ამოღებულია).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შეისწავლის სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების კომისიის დასკვნას, აქტის მონაცემების სისწორეს, გაფასებას, საბოლოო შედეგების გაანგარიშებას (საჭიროების შემთხვევაში აგზავნის თავის წარმომადგენელს სამედიცინო საქონლის გაუვარგისების მიზეზის ადგილზე შესასწავლად), აკეთებს შესაბამის დასკვნას აქტის მე-2 გვერდზე, წარუდგენს დასამტკიცებლად მინისტრს, რის შემდეგ აქტის ერთი ასლი ჩამოწერა-განადგურებაზე წერილობით ნებართვასთან ერთად უბრუნდება კომისიას შესაბამისი რეაგირე ბისათვის.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

 

IV. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ჩამოწერილი სამკურნალო საშუალებების განადგურება

9. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების მიერ, წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ, სამკურნალო საშუალებების განადგურება ხდება ადგილზე, შესაბამისი კომისიის წარმომადგენლის თანდასწრებით, აქტზე სათანადო აღნიშვნებით და ხელმოწერით, რის საფუძველზე ბუხჰალტერია ახდენს საბალანსო ანგარიშიდან მის ჩამოწერას.

V. დაწესებულებების  ხელმძღვანელების და მუდმივმოქმედი კომისიების პასუხისმგებლობა

10. დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და კომისიის წევრები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა აქტისა და კომისიის დასკვნების შედგენაში, პასუხისმგებლები არიან მონაცემების სისწორეზე.

11. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა გაუვარგისებაში უშუალოდ დამნაშავე პირის დადგენის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 


„დანართი №2

სამედიცინო ან ფარმაცევტული

დაწესებულება ____________

 

 

ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების

ჩამოწერა-განადგურების

 

ა ქ ტ ი  №

 

კომისიამ შემადგენლობით __________________________________________

 

განვახორციელეთ ______ მდგომარეობით ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების აღწერა, სახეზე აღმოჩნდა:

 

№

სამკურნალო საშუალებების დასახელება

ერთეულის ზომა

რაოდენობა

ღირებულება

 

 

 

 

შესასყიდი ფასი

გასაყიდი ფასი

 

 

 

 

ერთეულის ფასი

ჯამი

ერთეულის ფასი

ჯამი

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

სულ

 

                                                                                                                       (გაგრძელება)

სერია გა-მოშვების თარიღი

ვარგისია-ნობის ვადა

მიღების თარიღი, დოკუმენტის №

მომწოდე-

ბელი

დაფინანსების წყარო (ჰუმანი-ტარული გრანტი,

სახელმწიფო შესყიდვა…..)

გაუვარგისების მიზეზები (ვადის გასვლა, სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება,

გაუვარგისება, მტვრევა……)

საკონტროლო-

ანალიზური ლაბორატორიის დასკვნის № და თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

---------------------------------------

კომისიის თავმჯდომარე --------------------

 

 

სულ შესასყიდი თანხა სიტყვიერად

 

-----------------------------------------------

კომისიის წევრები: ---------------------------

                                    ---------------------------

                                     ---------------------------

 

 

სულ გასაყიდი თანხა სიტყვიერად ------------------------------------------------------

 

 

დაწესებულების მთავარი ბუ ღ ალტერი -----------------------------------------------

 

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები ს კომისიის დასკვნა ---------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

200 წლის ”------” ”----------------”                             კომისიის თავმჯდომარე --------------------

 

კომისიის წევრები: ---------------------------

                                  ---------------------------

                                  ---------------------------

                                  ---------------------------

                                  ---------------------------

              -----------------------------------------------------------------------------------------

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომისიის დასკვნა: ---------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

200 წლის ”------” ”----------------”                              კომისიის თავმჯდომარე --------------------

კომისიის წევრები: ---------------------------

                                   ---------------------------

                                  ---------------------------

                                   ---------------------------

                                   ---------------------------

აღნიშვნები, ჩამოწერილი ფასეულობების განადგურების შესახებ ------------ (დაჩეჩქვით, დამტვრევით, გაუვნებლობით, დაწევით, კანალიზაციაში გადაღვრით, ნაგავში გადაყრით ….)

 

კომისიის თავმჯდომარე :

კომისიის წევრები:

 

200 წლის ”------” ”----------------” ~.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №21/ნ-სსმIII,№10,23.01.2008წ.,მუხ.124

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ“, №168/ნ, 20.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 470060000.11.119.004749 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1334158-4/