თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.05.2011 ბოლო ცვლილება 27.02.2017
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
370060000.35.132.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110524068, 30/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის 2011 წლის 05 აპრილის №66 განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა

თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია პეტრე ბაგრატიონის, ალექსანდრე სულაბერიძის, მამია ვარშანიძისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და ამავე ზონის ტერიტორიაზე აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე დადგენილებით ან/და სხვა ნორმატიული აქტებით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

    მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა

გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა დასაშვებია თვითმმართველი ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ უშუალოდ სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

    მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

აკრძალულია  ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა შენობა-ნაგებობაში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში ან/და არ მიეკუთვნებიან წინამდებარე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.

მუხლი 3​1. თამაშობები, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილება:

წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე, ასევე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბილეთების გაყიდვა/გავრცელებაზე და მათი რეგულირება ხდება საქართველოს კანომდებლობით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.06.2011წ.

    მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების 1-ლი და მე–2 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან იმ პირების მიმართ, რომლებიც ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მოწყობას განახორციელებენ ქ. ბათუმში, ალექსანდრე პუშკინისა და პეტრე ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში ან ქალაქ ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული პირები ვალდებულნი არიან 2013 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილების 1-ლი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ან 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აიღონ სამორინეს მოწყობის ნებართვა.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          გ. კირთაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.06.2011წ.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“, №22, 20.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.132.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1337957-3/