თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.05.2011 ბოლო ცვლილება 27.02.2017
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
370060000.35.132.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110524068, 30/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 20 მაისი

ქ. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის 2011 წლის 05 აპრილის №66 განკარგულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ტერიტორიული ზონები, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია ჯავახიშვილის, პუშკინის, სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში და აღნიშნული ქუჩების ორივე მხარეს მდებარე ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით რომელიმე შენობა-ნაგებობაში აკრძალული არ არის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20 12 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

მუხლი 2. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა

     გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობებისა, ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა დასაშვებია თვითმმართველ ქ. ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20-ნომრიან სასტუმროებში და/ან სამორინეებში, ხოლო შენობა-ნაგებობათა მრავალფუნქციურობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთი სასტუმროსა და/ან სამორინისათვის განკუთვნილ ფართში.

      თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20 12 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №45 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

    მუხლი 3. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა

აკრძალულია ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა შენობა-ნაგებობაში, თუ ისინი არ მდებარეობენ წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიულ ზონაში ან წინამდებარე დადგენილების მეორე მუხლით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შენობა-ნაგებობებში.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №45 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.

მუხლი 3​1. თამაშობები, რომელზეც არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილება

წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ლატარიის ბილეთების გაყიდვა/ გავრცელებაზე და მისი რეგულირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.06.2011წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

    მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან იმ პირების მიმართ, რომლებსაც ლატარია, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო ან/და ბინგო მოწყობილი აქვთ ქ. ბათუმში, ალექსანდრე პუშკინისა და პეტრე ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიულ ზონაში ან ქალაქ ბათუმის მთელ ტერიტორიაზე მდებარე არანაკლებ 20- ნომრიან სასტუმროებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან 2013 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20 12 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          გ. კირთაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.06.2011წ.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №53 - ვებგვერდი, 10.10.2011 წ.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 05.04.2012წ.

4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 21 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

5. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №45 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.

6. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულ ო ს 2012 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 24.12.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალისა და ტერიტორიული ზონების განსაზღვრის შესახებ, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა“, №22, 20.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.132.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1337957-6/