საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.05.2002 ძალადაკარგული 25.09.2008
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010230000.09(0).100.005305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 24/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.305

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №38

2002 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი”.

2. რეგლამენტი დაეგზავნოს კონტროლის პალატის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფილ იქნეს მისი თანამშრომლებზე გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ს. მოლაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

4. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

5. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336

6. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

7. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109

 

საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი

თავი I. ზოგადი დებულებანი, სამართლებრივი აქტები, სტრუქტურული ერთეულები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს კონტროლის პალატის უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, კონტროლის პალატის სტრუქტურას, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმებს.

2. რეგლამენტი მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

3. რეგლამენტის მოთხოვნები სავალდებულოა კონტროლის პალატის ყველა მოხელისათვის.

4. კონტროლის პალატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380048, ქეთევან წამებულის გამზირი N96.

    მუხლი 2. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი

1. კონტროლის პალატის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი რეგულირდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უნდა გამოიცეს კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტი, შესაბამისი წინადადება შემოაქვთ სტრუქტურულ ერთეულებს.

3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, იურიდიული და კრებსით-ანალიზური სამსახურების მიერ.

4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, წარდგინების, მიწერილობისა და შემოწმების (ცნობის) აქტის ტიპური ფორმა მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

    მუხლი 3. კონტროლის პალატის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედის კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.

2. კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტი;

ბ) (ამოღებულია);

გ) გენერალური ინსპექცია;

დ) (ამოღებულია);

ე) საქართველოს კონტროლის პალატის აპარატი;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) კრებსით-ანალიზური სამსახური;

თ) რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

კ) სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტი;

ლ) საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტი;

მ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

ნ) სოციალური სექტორის დეპარტამენტი;

ო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109

მუხლი 4. კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა

1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.

2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს, მათ ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

    მუხლი 5. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან თავმჯდომარის მოადგილეს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) წარადგენს სტრუქტურული ერთეულის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით, ქვემდებარეობით წარადგენს დასკვნებს და წინადადებებს;

ვ) წარუდგენს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის, მოხელეების პრემირების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ რეგლამენტითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებით, თავმჯდომარის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები. სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.

    მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო დეპარტამენტები (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტები)

კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ახორციელებენ რევიზია-შემოწმებებს მათთვის განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს და უზრუნველყოფენ გეგმის შესრულებასა და კონტროლს, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით აანალიზებენ დარგში მიმდინარე პროცესებს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რევიზია-შემოწმების პროცესში თანამშრომლობენ კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან, ასრულებენ თავმჯდომარის კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

    მუხლი 8. გენერალური ინსპექცია

ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო და ადმინისტრაციულ დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის რევიზიებსა და შემოწმებებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109

     მუხლი 10. კონტროლის პალატის აპარატი

ახორციელებს კონტროლის პალატის მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, პალატის ბიუჯეტის, ნაერთი ბალანსის და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას, პალატისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას, საქმისწარმოების ორგანიზებას, საარქივო საქმიანობის წარმართვას, მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას, ახორციელებს კონტროლის პალატის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; მონაწილეობს პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციაში; უწევს ორგანიზებას თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს, პალატის კოლეგიალური და სათათბირო ორგანოების სხდომების ჩატარებას, კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ოფიციალურ შეტყობინებებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს; ორგანიზებას უწევს კონტროლის პალატის სახელით მოწყობილ პრესკონფერენციებს, მუშაობს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

    მუხლი 11. იურიდიული სამსახური

ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას; მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების, კონტროლის პალატის ანგარიშის, თავმჯდომარის ბრძანებების, პრეზიდიუმის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ინფორმაციების და მასალების, „კონტროლის პალატის შესახებ” კანონით გათვალისწინებული მიწერილობისა და წარდგინების, თავმჯდომარის დავალებით საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნი მასალების სამართლებრივ უზრუნველყოფას; სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი მასალების რეალიზაციის პროცესის კონტროლს და თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად ანგარიშის წარმოდგენას; სასამართლო ორგანოებში კონტროლის პალატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 12. კრებსით-ანალიზური სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებისა და მათში შესატანი ცვლილებების, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებების ჩატარების თაობაზე პროექტების შედგენას და პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად მათ წარდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებების მომზადებას, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კონტროლის პალატის წლიური ანგარიშის მომზადებას, საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

     მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ახორციელებს ამ მიმართულებით კონტროლის პალატის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

     მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის საკადრო რესურსების მართვას, კონკურსის, ატესტაციის, საჯარო მოხელეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგების თანამედროვე სისტემის დანერგვას, კონტროლის პალატის პერსონალის მართვის ერთიანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მეთოდურ-პრაქტიკული და ორგანიზაციული სისტემის შექმნას და კოორდინირებას, აწყობს ტრენინგებს ზოგად სამომხმარებლო და ადმინისტრირების კომპიუტერული ტექნოლოგიების შესასწავლად, ატარებს დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, აანალიზებს სასწავლო პროცესების შედეგებს, ახდენს მიღწეული შედეგებისა და პრობლემების განზოგადოებას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

    მუხლი 21. თავმჯდომარის კომისიები

1. თავმჯდომარეს შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის ვადა.

2. კომისიის წევრად შეიძლება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევა.

თავი II. სარევიზიო საქმიანობის ზოგადი წესები

    მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული წლიური და კვარტალური რევიზია-შემოწმების გეგმებით.

2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმაში შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტიდან მოსული წინადადებები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 23. რევიზია-შემოწმების გეგმის მომზადების წესი

1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიური და კვარტალური გეგმების პროექტებს ადგენს კრებსით-ანალიზური სამსახური შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების გეგმების პროექტების საფუძველზე.

2. საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის მომდევნო წლისა და პირველი კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმების პროექტებს 15 ოქტომბრამდე უგზავნის ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავისი გეგმის პროექტები კრებსით-ანალიზურ სამსახურს.

3. კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები წარადგენენ კრებსით-ანალიზურ სამსახურში მეორე კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმის პროექტებს, შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტალისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.

4. კრებსით-ანალიზური სამსახურის ხელმძღვანელი კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმების საბოლოო პროექტებს ათანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს გეგმის პროექტების განხილვის დროს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის  ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 24. რევიზია-შემოწმების გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა

1. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიურ და კვარტალურ გეგმებს ამტკიცებს პრეზიდიუმი შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 15 დღით ადრე.

2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების არგუმენტირებული წინადადებების საფუძველზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება

1. არაგეგმური რევიზია-შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება ან გადამოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების გადაწყვეტილებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაგეგმური რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ დაუყოვნებლივ მიეწოდება საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 26. რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი

1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ამ რეგლემენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”, ”თ”, ”კ”, ”ლ”, ”მ” და ”ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

2. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კრებსით-ანალიზური სამსახური.

3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში კრებსით-ანალიზურ სამსახურში პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინონ ინფორმაცია რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური რევიზია-შემოწმების შესახებ.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

თავი III. რევიზია-შემოწმების ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების რეალიზაციის წესი

    მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები

1. კონტროლის პალატა საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეებს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეთა მოადგილეებს, პალატის სარევიზიო დეპარტამენტების უფროსების მოადგილეებს, სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მთავარ კონტროლიორებს, წამყვან კონტროლიორებს, კონტროლიორებს, გენერალური ინსპექციის მთავარ ინსპექტორებს, წამყვან ინსპექტორებს, ინსპექტორებს, იურიდიული სამსახურის მთავარ იურისტ-კონტროლიორებს, წამყვან იურისტ-კონტროლიორებს და იურისტ-კონტროლიორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და გავლილი ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ტესტირება.

3. რევიზია-შემოწმების მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები.

4. რევიზია-შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სარევიზიო პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, რევიზია-შემოწმების ვადას 30 კალენდარული დღით აგრძელებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. განსაკუთ-რებული აუცილებლობის შემთხვევაში, რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების შესახებ თანხმობის გაცემის თხოვნით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო სტრუქუტურული ერთეულების ხელმძღვანელები მოტივირებული მოხსენებითი ბარათით მიმართავენ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს რევიზიის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ათი კალენდარული დღით ადრე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. რევიზიის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109

    მუხლი 28. ბრძანება რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ და პროგრამა

1. რევიზია-შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.

2. ბრძანებაში აღინიშნება სარევიზიო ჯგუფი და ჯგუფის ხელმძღვანელი, სარევიზიო ობიექტის დასახელება, რევიზიის ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის ან საკითხების დასახელება), სარევიზიო პერიოდი, რევიზიის ვადა და საფუძველი.

3. ბრძანება რევიზია-შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, კრებსით-ანალიზური და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელების მიერ.

4. რევიზია-შემოწმების პროგრამა დგება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მიერ სარევიზიო ჯგუფთან ერთად. პროგრამას ამტკიცებს (ვიზირებულს იურიდიული სამსახურის მიერ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. რევიზია-შემოწმების პროგრამაში ან სარევიზიო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე რევიზია-შემოწმების შეჩერება, შეწყვეტა, ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. ბრძანების პროექტი ვიზირებისთვის კრებსით-ანალიზურ სამსახურს უნდა წარედგინოს რევიზია-შემოწმების დაწყებამდე, ან მიმდინარე რევიზია-შემოწმების ვადის ამოწურვამდე, როგორც წესი, არანაკლებ 4 დღით ადრე, იურიდიულ სამსახურს – 3 დღით ადრე, თავმჯდომარეს ხელმოსაწერად – 2 დღით ადრე.

7. რევიზია-შემოწმების დაწყებამდე ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია სარევიზიო ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, პროგრამა და რევიზიის პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 29. შემხვედრი წესით ჩასატარებელი შემოწმება

შემხვედრი შემოწმება ტარდება პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, ძირითადი შემოწმებიდან გამომდინარე და მხოლოდ ძირითადი შემოწმების დროს დასმული საკითხების ფარგლებში, ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე.

    მუხლი 30. რევიზია-შემოწმების აქტი (ცნობა)

1. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული კომპლექსური რევიზიის დროს დგება „კომპლექსური რევიზიის აქტი,” ხოლო თემატური შემოწმების ან კომპლექსური რევიზიის დროს ცალკეულ საკითხთა რევიზიის შედეგების სხვა ორგანოებში გადაგზავნის შემთხვევაში, „თემატური შემოწმების აქტი.”

2. კომპლექსური რევიზიის და თემატური შემოწმების აქტში უნდა აისახოს რევიზია-შემოწმების შედეგები პროგრამაში ჩამოთვლილ საკითხთა მიხედვით, უნდა დაფიქსირდეს ყველა დარღვევა შესაბამისი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელების, დარღვეული მუხლის, მუხლის ნაწილის თუ პუნქტის მითითებით. აქტის ბოლოს, უფლებამოსილ პირთა ხელმოწერამდე, განმარტებული უნდა იყოს აქტის გასაჩივრების ორგანო, ვადა და წესი.

3. რევიზია-შემოწმების აქტის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, თავფურცელი შესრულებული უნდა იყოს კონტროლის პალატის გერბიან ბლანკზე, უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატის სარეგისტრაციო ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი.

4. რევიზია-შემოწმების აქტს ხელს აწერს სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები, რომლებიც პერსონალურად აგებენ პასუხს რევიზიის შედეგების უტყუარობაზე.

5. შემოწმებულ ობიექტს რევიზია-შემოწმების აქტი გასაცნობად წარედგინება სარევიზიო ჯგუფის მიერ ხელმოწერის შემდეგ, რევიზიის ვადის ამოწურვამდე. აქტის ჩაბარება დასტურდება ობიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ობიექტის მარეგისტრირებელი დანაყოფის აღნიშვნით. ობიექტის ხელმძღვანელობა აქტს ეცნობა და ხელს აწერს ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აქტში დაფიქსირებულ ფაქტებზე სრულად ან ნაწილობრივ არდათანხმების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობა აქტზე აკეთებს შესაბამის მინაწერს და სარევიზიო ჯგუფს წარუდგენს წერილობით განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს რევიზიის მასალებს. რევიზიის შედეგებზე შემოწმებული ობიექტის შენიშვნებს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა. განხილვის შედეგებზე ობიექტს ეცნობება წერილობით და აისახება რევიზია-შემოწმების შესახებ მოხსენებით ბარათში.

6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტი უარს აცხადებს აქტის მიღებაზე, მასზე ხელმოწერაზე და შესაბამისი განმარტების წარმოდგენაზე, სარევიზიო ჯგუფის მიერ დგება სათანადო ცნობა. ცნობა დგება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია რევიზიის ჩატარება ან დაწყებული რევიზიის დასრულება.

7. დანაშაულის ნიშნების შემცველი რევიზია-შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის ვიზირების შემდეგ.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი

1. რევიზია-შემოწმების აქტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ გაცნობისა და ხელმოწერისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ან ამ რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაფორმებიდან არაუმეტეს 20 დღის ვადაში სტრუქტურული ერთეული ამზადებს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.

2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით; წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადებები დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და რეაგირების შესახებ.

3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. რევიზია-შემოწმების მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის და იურიდიული სამსახურის მიერ. მოხსენებითი ბარათი სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში რევიზია-შემოწმების აქტი იურიდიულ სამსახურს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.

 4. მოხსენებითი ბარათი ცნობისათვის ეგზავნება გენერალურ ინსპექციას და კრებსით-ანალიზურ სამსახურს.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

     მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება

შემოწმებული ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

თავი IV. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი

    მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი

1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს 1 კვირით ადრე.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდიუმი უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა პირველ პუნქტში მითითებული წესის დაუცველად (სხდომის შესახებ 1 კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადება). ამასთანავე, პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში პრეზიდიუმი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

4. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

5. პრეზიდიუმის წევრებს სხდომის დღის წესრიგის პროექტი თანდართული დოკუმენტებით მიეწოდებათ სხდომამდე 3 კალენდარული დღით ადრე.

6. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტი დგება პრეზიდიუმის სამდივნოს მიერ და მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.

7. პრეზიდიუმის სხდომას, პრეზიდიუმის წევრების გარდა, ესწრებიან კონტროლის პალატის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსები, პრეზიდიუმის მდივანი, თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, კონკრეტულ საკითხებზე კი სარევიზიო ჯგუფის წევრები.

8. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.

9. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.

10. პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

11. პრეზიდიუმის სხდომის ოქმს აფორმებს პრეზიდიუმის სამდივნო.

12. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული, პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთად, სხდომის ჩატარებიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება პრეზიდიუმის წევრების მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.

13. პრეზიდიუმის დადგენილება, ხელმოწერილი უნდა იქნეს თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.

14. რევიზია-შემოწმების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.

15. პრეზიდიუმის დავალებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კონტროლის პალატის აპარატი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება

1. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს ამზადებს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთობლივად. დადგენილების პროექტი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, იურიდიული სამსახურის, ხოლო რევიზიის შედეგების განხილვის შემთხვევაში, აგრეთვე სარევიზიო ჯგუფის წევრების მიერ.

2. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს განსახილველი საკითხის შინაარსი, რევიზიით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და შესრულების ვადები.

3. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერის არანაკლებ №14 შრიფტით და 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.

4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, სარევიზიო ჯგუფის მონაწილეობით.

5. პრეზიდიუმის დადგენილებებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტები, როგორც წესი, წინასწარ განიხილება კონტროლის პალატის ოპერატიულ თათბირზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    თავი V. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის და მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული მოხსენებების მომზადების წესი

    მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები მთავრობის ანგარიშის სისრულისა და სიზუსტის შესახებ, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და კანონიერების თაობაზე.

3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურში წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ – მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე.

4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში

1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქმიანობის ანგარიშები უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 37. მოხსენებებისა და ანგარიშის მომზადება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებებს და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური.

2. კრებსით-ანალიზური სამსახური, არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 აპრილისა, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა, ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.

3. კრებსით-ანალიზური სამსახური არა უგვიანეს 1 მაისისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ საერთო ანგარიშის პროექტს.

4. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებები და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    თავი VI. თათბირების ჩატარების წესი

    მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი

1. კონტროლის პალატაში ოპერატიული თათბირი, როგორც წესი, ტარდება კვირაში ერთხელ. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.

2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი მრჩეველი, თათბირის მდივანი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე. პრეზიდიუმის დღის წესრიგის საკითხების წინასწარი განხილვისას თათბირს ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები. თათბირზე სხვა პირთა მოწვევის საკითხს საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.

4. ოპერატიულ თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, პრეზიდიუმის სხდომაზე გასატანი საკითხები, ისახება უახლოესი მომავლის ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები.

5. თათბირის ოქმს აფორმებს კონტროლის პალატის აპარატი და არა უგვიანეს მეორე დღისა წარუდგენს ხელმოსაწერად სხდომის თავმჯდომარეს.

6. თათბირის ოქმიდან ამონაწერი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნებათ დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.

7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს კონტროლის პალატის აპარატი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის  ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271

    მუხლი 38​1. საქმისწარმოება

1. პალატაში მომზადებული დოკუმენტები თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, როგორც წესი, წარედგინება კანცელარიის მეშვეობით.

2. მოხსენებითი ბარათი, რომელიც არ ეხება რევიზია-შემოწმების შედეგებს, თავმჯდომარის და მისი მოადგილეების სახელზე იწერება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. თავმჯდომარის სახელზე მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის მიერ. მოხსენებით ბარათს უნდა ჰქონდეს სათაური და მისი რეგისტრაცია კანცელარიაში უნდა მოხდეს ხელმოწერისა და ვიზირებისას, ან უფლებამოსილი პირის მიერ რეზოლუციის გაფორმებისთანავე.

3. კონტროლის პალატიდან კორესპოდენციის გაგზავნა ხდება მხოლოდ თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების ხელმოწერით.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    თავი VII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 39. კონტროლის პალატების პრეზიდიუმები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების რევიზია-შემოწმების ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების, პრეზიდიუმზე განსახილველად საკითხების მომზადებისა და განხილვის პროცედურა ხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის საფუძველზე, მათი შიდა სტრუქტურისა და საშტატო თანამდებობათა გათვალისწინებით, რისთვისაც გამოიცემა შესაბამისი კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.

3. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 40. რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები და მონიტორინგი დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად

1. კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები.

2. რევიზია-შემოწმების შედეგად შემოწმებულ ობიექტებში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების ხელმძღვანელები და მათი კურატორი მოადგილეები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

    მუხლი 41. მოქალაქეთა და დოკუმენტაციის მიღების წესი

1. კონტროლის პალატაში მოქმედებს მოქალაქეთა მიღების ერთიანი წესი – ორშაბათობით 15.00-დან 18.00 სთ-მდე.

2. კონტროლის პალატაში მოქალაქეთა მიღების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა დოკუმენტაციის შემოსვლის უზრუნველსაყოფად ფუნქციობს სპეციალური მისაღები.

    მუხლი 42. კონტროლის პალატის სიმბოლიკა

1. კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

2. კონტროლის პალატა იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება კონტროლის პალატის ბლანკებსა და შესასვლელის აბრაზე.

4. კონტროლის პალატას აქვს ემბლემა, რომელიც მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.

5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „ფინანსური კონტროლი.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №38, 20.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 010230000.09(0).100.005305 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1354936-7/