საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.305
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №38
2002 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი”.
2. რეგლამენტი დაეგზავნოს კონტროლის პალატის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფილ იქნეს მისი თანამშრომლებზე გაცნობა.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ს. მოლაშვილი
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი
თავი I. ზოგადი დებულებანი, სამართლებრივი აქტები, სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს კონტროლის პალატის უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, კონტროლის პალატის სტრუქტურას, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმებს.
2. რეგლამენტი მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
3. რეგლამენტის მოთხოვნები სავალდებულოა კონტროლის პალატის ყველა მოხელისათვის.
4. კონტროლის პალატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380048, ქეთევან წამებულის გამზირი N96.
მუხლი 2. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი
1. კონტროლის პალატის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი რეგულირდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უნდა გამოიცეს კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტი, შესაბამისი წინადადება შემოაქვთ სტრუქტურულ ერთეულებს.
3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოების მიერ.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, წარდგინების, მიწერილობისა და შემოწმების (ცნობის) აქტის ტიპური ფორმა მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 3. კონტროლის პალატის სისტემა და სტურუქტურული ერთეულები
1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები.
2. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები:
ა) I დეპარტამენტი;
ბ) II დეპარტამენტი;
გ) III დეპარტამენტი;
დ) IV დეპარტამენტი;
ე) V დეპარტამენტი;
ვ) დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტი;
ზ) აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტი;
თ) რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ი) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
კ) შიდა კონტროლის ინსპექცია;
ლ) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო;
ნ) კონტროლის პალატის აპარატი.
მუხლი 4. კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა
1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს, მათ ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 5. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან თავმჯდომარის მოადგილეს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარადგენს სტრუქტურული ერთეულის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით, ქვემდებარეობით წარადგენს დასკვნებს და წინადადებებს;
ვ) წარუდგენს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის, მოხელეების პრემირების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულების ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ რეგლამენტითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებით, თავმჯდომარის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები. სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტები (I, II, III, IV, V, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს)
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ახორციელებენ რევიზია-შემოწმებებს მათთვის განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს და უზრუნველყოფენ გეგმის შესრულებასა და კონტროლს, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით აანალიზებენ დარგში მიმდინარე პროცესებს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რევიზია-შემოწმების პროცესში თანამშრომლობენ კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან, ასრულებენ თავმჯდომარის კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებებს.
მუხლი 7. რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებებისა და პრეზიდიუმის დადგენილებების პროექტების შემუშავებას და შესრულებას. ატარებს რევიზიებს სამოქმედო სფეროს ფარგლებში.
მუხლი 8. შიდა კონტროლის ინსპექცია
ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის შემოწმებებს.
მუხლი 9. სპეციალურ დავალებათა სამმართველო
თავმჯდომარის დავალებით ატარებს რევიზიებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მომართვის საფუძველზე, ასევე ასრულებს თავმჯდომარის სპეციალურ დავალებებს.
მუხლი 10. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო
ამყარებს ურთიერთობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშუქებს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ამზადებს და წარმართავს პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს.
მუხლი 11. კონტროლის პალატის აპარატი
1. საქართველოს კონტროლის პალატის აპარატი (შემდგომში _ პალატის აპარატი) არის საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ერთიანი რეგლამენტით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს ორგანიზაციულ, სამართლებრივ, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკურ და სხვა მომსახურებას.
2. პალატის აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. პალატის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) თავმჯდომარის სამდივნო;
ბ) პროტოკოლის განყოფილება;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
დ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) კადრების სამმართველო;
ვ) პრეზიდიუმის სამდივნო;
ზ) კანცელარია;
თ) საფინანსო სამმართველო;
ი) სამეურნეო სამმართველო.
მუხლი 12. თავმჯდომარის სამდივნო
კონტროლზე აჰყავს თავმჯდომარის მიერ გაცემული ოპერატიული დავალებები და მოახსენებს მათი შესრულების შესახებ; ამუშავებს თავმჯდომარის სახელზე შემოსულ დოკუმენტაციას და ახდენს ყველა იმ დოკუმენტის ვიზირებას, რომელიც ხელმოსაწერად და დასამტკიცებლად წარედგინება თავმჯდომარეს; აკონტროლებს თავმჯდომარის კვირის სამუშაო გრაფიკის მიმდინარეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს მის შესრულებას; სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს მასალებს თავმჯდომარის მოხსენებებისათვის; უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კონტროლის პალატის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან მიიღოს ოპერატიული ინფორმაცია; ასრულებს და აკონტროლებს თავმჯდომარის ოპერატიულ დავალებებს.
მუხლი 13. პროტოკოლის განყოფილება
არეგულირებს თავმჯდომარესთან, მის მოადგილეებთან და კონტროლის პალატის სხვა ხელმძღვანელებთან მოქალაქეთა მიღებას; ადგენს თავმჯდომარის კვირის სამუშაო გრაფიკს და უზრუნველყოფს მის შესრულებას; საქართველოსა და უცხოეთიდან ოფიციალურ პირთა მიღების აღრიცხვას; ოფიციალური დელეგაციების დახვედრა-გაცილებებს, მათ განთავსებას, ტრანსპორტით მომსახურებასა და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიებას; კონტროლის პალატის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების უცხო ქვეყნებში მივლინებისას მათთვის შესაბამისი ვიზების, სამგზავრო ბილეთების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; სამეურნეო და საფინანსო სამმართველოებთან ერთად ეწევა კონტროლის პალატის შენობაში ან სხვა ტერიტორიაზე (თუკი ღონისძიება ტარდება კონტროლის პალატის სახელით) სტუმრების მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
მუხლი 14. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მონიტორინგს; საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას; ადგენს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებსა და მათში შესატან ცვლილებებს, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებათა ჩატარების თაობაზე პროექტებს, რომლებსაც წარადგენს პრეზიდიუმის სხდომებზე განსახილველად; ამზადებს კონტროლის პალატის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით; ამზადებს კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად; აგვარებს საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.
მუხლი 15. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
მონაწილეობს სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადასაგზავნი მასალების მომზადებაში; ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების სამართლებრივ უზრუნველყოფას, კონტროლის პალატის ანგარიშის სამართლებრივ უზრუნველყოფას, თავმჯდომარის ბრძანებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილებების სამართლებრივ უზრუნველყოფას; აკონტროლებს სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილ მასალების რეალიზაციის პროცესს და პერიოდულად წარმოადგენს ანგარიშს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით; დეპარტამენტის იურისტებთან ერთად წარმოადგენს კონტროლის პალატას სასამართლოში; შეიმუშავებს და ამზადებს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებსა და დასკვნებს.
მუხლი 16. კადრების სამმართველო
წარმართავს ატესტაცია-კონკურსთან დაკავშირებულ პროცედურებს, უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის (თანამდებობის) აღწერილობის მომზადებას, სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების წარდგენას თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსა და საგადასახადო სამსახურის სტრუქტურებში, საკადრო რეზერვის ფორმირებას; ამზადებს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროში წარსადგენად. უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას. ამზადებს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საკადრო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის საკადრო რეზერვის შესავსებად, პროფესიონალიზმის, კომპეტენციის ამაღლებისა და პიროვნული ჩვევების გამომუშავების მიზნით დანერგილია სტაჟირების ინსტიტუტი.
მუხლი 17. პრეზიდიუმის სამდივნო
ადგენს პრეზიდიუმის დღის წესრიგს და ათანხმებს თავმჯდომარესთან; ამზადებს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, პრეზიდიუმის სხდომის ოქმებს, ატარებს სხდომაზე მოწვეულ პირთა რეგისტრაციას; უზრუნველყოფს პრეზიდიუმის მასალების პრეზიდიუმის წევრებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას სხდომამდე 3 დღით ადრე, პრეზიდიუმის დადგენილების დანიშნულებისამებრ დაგზავნას, პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების მომზადებასა და პრეზიდიუმის დადგენილების შესრულებაზე მონიტორინგს; პრეზიდიუმის მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზს; აღრიცხავს და აანალიზებს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების კოლეგიური ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და უწევს მათ მეთოდურ დახმარებას.
მუხლი 18. კანცელარია
წარმართავს კონტროლის პალატაში ერთიან საქმისწარმოებას. უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად შემოსული დოკუმენტების მიღებას, პირველად დამუშავებას, რეგისტრაციას, დახარისხებას, ყველა სახის დოკუმენტის დანიშნულებისამებრ გადაცემას. ამზადებს თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და მოადგილეების სახელზე შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციების პროექტებს. უზრუნველყოფს რეზოლუციის შესაბამისად ამ დოკუმენტების დროულ და დანიშნულებისამებრ გადაცემას. წარმართავს კონტროლის პალატიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, მათ ოპერატიულ დაგზავნას, შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლის ორგანიზაციებს, დოკუმენტების კონტროლზე აყვანასა და კონტროლიდან მოხსნას. ამოწმებს შესრულების მიმდინარეობას, ახდენს შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას, ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას, შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას; ახორციელებს „საქმისწარმოების ერთიანი წესით” განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 19. საფინანსო სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვას, ხარჯთა ნუსხის შედგენას და ფინანსურ უზრუნველყოფას, კონტროლის პალატის სისტემაში “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა აღსრულებას; ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 20. სამეურნეო სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის სამეურნეო საქმისწარმოებას, კონტროლის პალატის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, კონტროლის პალატის მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობის განმტკიცებასა და დაცვას.
მუხლი 21. თავმჯდომარის კომისიები
1. თავმჯდომარეს შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის ვადა.
2. კომისიის წევრად შეიძლება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევა.
თავი II. სარევიზიო საქმიანობის ზოგადი წესები
მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული პერსპექტიული (წლიური) და მიმდინარე (კვარტალური) სამუშაო გეგმებით.
2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმაში აუცილებლად შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადებები.
3. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შედგენის დროს აუცილებლად განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების წინადადებები.
მუხლი 23. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის მომზადების წესი
1. კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების პროექტებს ადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
2. საქართველოს კონტროლის პალატის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო I-V დეპარტამენტების მომდევნო წლის და პირველი კვარტ ა ლის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმების პროექტებს 1 ნოემბრამდე დაუგზავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავიანთი გეგმების პროექტები საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები წარადგენენ საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტებს შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტლისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.
4. საქართველოს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კონსულტაციების, სამუშაო გეგმების პროექტების შეჯერებისა და კოორდინირების შემდეგ, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის საბოლოო პროექტს ათანხმებს დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს სამუშაო გეგმის პროექტების განხილვისას.
მუხლი 24. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა
1. საქართველოს კონტროლის პალატის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმები განიხილება პრეზიდიუმზე შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 10 დღით ადრე.
2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს წინადადებების საფუძველზე.
მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება
არაგეგმური რევიზია და შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.
მუხლი 26. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი
1. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელობას.
2. საქართველოს კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 25 დღის ვადაში საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში წარადგინონ დეტალური ანალიზი სამუშაო გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური შემოწმებების შესახებ.
თავი III. რევიზია-შემოწმების ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების რეალიზაციის წესი
მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები
1. კონტროლის პალატა საკონტროლო საქმიანობას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. რევიზია-შემოწმების (შემდგომში შემოწმება) მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები – შესაბამის ტერიტორიაზე
3. შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
მუხლი 28. ბრძანება შემოწმების ჩატარების შესახებ და შემოწმების პროგრამა
1. შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის დასახელება), შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.
4. ბრძანება შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოების მიერ.
5. შემოწმების პროგრამას ადგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სარევიზიო დარგში და ამტკიცებს (ვიზირებულს დეპარტამენტის იურისტის მიერ) შესაბამისი დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. შემოწმების პროგრამაში ან ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე შემოწმების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.
7. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, შემოწმების პროგრამა და შემოწმების პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.
მუხლი 29. შემხვედრი წესით ჩასატარებელი შემოწმება
შემხვედრი შემოწმება ტარდება პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, ძირითადი შემოწმებიდან გამომდინარე და მხოლოდ ძირითადი შემოწმების დროს დასმული საკითხების ფარგლებში, ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე.
მუხლი 30. შემოწმების აქტი (ცნობა)
1. შემოწმების დამთავრებისთანავე უნდა შედგეს აქტი (ცნობა) შემოწმების შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, აგრეთვე, გაცნობის შემდეგ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და სხვა პასუხისმგებელი პირები.
2. სარევიზიო ჯგუფის წევრები პერსონალურად აგებენ პასუხს შემოწმების შედეგების უტყუარობაზე.
3. შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში ეცნობა და ხელს აწერს შემოწმების აქტს. თუ მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ ფაქტებს, აქტზე აკეთებენ სათანადო მინაწერს და აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებს წარუდგენენ ახსნა-განმარტებას, რომელიც უნდა დაერთოს შემოწმების მასალებს. გაცნობისათვის შემოწმების აქტი (ცნობა) უნდა ჩაბარდეს შემოწმებული ობიექტის მარეგისტრირებელ დანაყოფს.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს აქტს, უნდა გაფორმდეს შესაბამისი ცნობა (აქტი), ხოლო შემოწმების აქტი ითვლება დასრულებულად.
5. შემოწმებული ობიექტის მხრიდან შემოწმების შედეგებზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, საკითხს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა.
6. შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზირების შემდეგ.
მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი
1. შემოწმების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად წერს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით. წარმოდგენილი უნდა იყოს ღონისძიებები და წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების შესახებ.
3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები, განიხილავენ და ვიზას აძლევენ იურისტი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე.
4. მოხსენებითი ბარათი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტება (თუ ასეთი არის) წარედგინება შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.
მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება
შესამოწმებელი ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებული ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
თავი IV. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი
მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. მომავალი სხდომა ცხადდება ერთი კვირით ადრე.
2. პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
4. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს პრეზიდიუმის სამდივნო, რომელსაც ყოველი თვის პირველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირზე განიხილავს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.
6. პრეზიდიუმის დადგენილებების პროექტი წარედგინება პრეზიდიუმის სამდივნოს პრეზიდიუმის სხდომამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
7. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი პრეზიდიუმის სხდომამდე 7 კალენდარული დღით ადრე ვიზირებისათვის გადაეცემა პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს და ურიგდებათ პრეზიდიუმის წევრებს – 3 კალენდარული დღით ადრე.
8. პრეზიდიუმის სხდომას პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებიან პრეზიდიუმის მდივანი, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსები, თავმჯდომარის თანაშემწე, კონკრეტულ საკითხებზე კი ჯგუფის წევრები.
9. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.
10. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.
11. პრეზიდიუმის სხდომის ოქმს აფორმებს პრეზიდიუმის სამდივნო.
12. პრეზიდიუმის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი ერთეული სხდომის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება ერთეულის ხელმძღვანელის, თავმჯდომარის მოადგილისა და პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
13. პრეზიდიუმის დადგენილება სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში ხელმოწერილი უნდა იქნეს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
14. ჩატარებული რევიზია-შემოწმებების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.
მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება
1. შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ შემოწმების შედეგების პრეზიდიუმის სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად 5 დღის ვადაში ამზადებს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, რომელიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.
2. დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს შემოწმებით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებანი, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და ვადები.
3. დადგენილების პროექტს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, მთავარი იურისტი და ვიზირდება შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ.
4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილესთან ან ერთეულის ხელმძღვანელთან, ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების, შემოწმებული ობიექტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
თავი V. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის და მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული მოხსენებების მომზადების წესი
მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის კანონიერების თაობაზე.
3 კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები აფხაზეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 25 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის სახელზე.
მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში
1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.
2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა საკითხები.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქმიანობის ანგარიშები უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
მუხლი 37. მოხსენებისა და ანგარიშის მომზადება
1. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენების და კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის მოსამზადებლად თავმჯდომარის ბრძანებით ყოველწლიურად იქმნება სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით.
2. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.
3. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს 1 მაისამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის საერთო ანგარიშს.
4. მთავრობის ანაგრიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენება და საქმიანობის ანაგრიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმზე.
თავი VI. თათბირების ჩატარების წესი
მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატაში, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს 10.00 საათზე ტარდება ოპერატიული თათბირი. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.
2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები საორგანიზაციო საკითხებში, თათბირის მდივანი. თათბირს ასევე ესწრება აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, იგეგმება უახლოესი მომავლის ამოცანები.
5. თათბირის ოქმს აფორმებს საოქმო განყოფილება და იმავე დღეს წარადგენს ხელმოსაწერად.
6. თათბირის ოქმი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნება თათბირის ყველა მონაწილეს, ხოლო ოქმიდან ამონაწერი დავალების შემსრულებელ პასუხისმგებელ პირებს.
7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს თავმჯდომარის სამდივნო, აგრეთვე, თავმჯდომარის დავალებით, შიდა კონტროლის ინსპექცია.
თავი VII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 39. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმები
1. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალური შემადგენლობას ამტკიცდებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.
მუხლი 40. შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები
1. კონტროლის პალატის მიერ შემოწმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარებაზე ზედამხედველობა ეკისრებათ საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებს. კონტროლის პალატის კუთვნილი თანხების (სპეცსახსრების) განაწილების წესი რეგულირდება თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 41. მოქალაქეთა და დოკუმენტაციის მიღების წესი
1. კონტროლის პალატაში მოქმედებს მოქალაქეთა მიღების ერთიანი წესი – ორშაბათობით 15.00-დან 18.00 სთ-მდე.
2. კონტროლის პალატაში მოქალაქეთა მიღების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა დოკუმენტაციის შემოსვლის უზრუნველსაყოფად ფუნქციობს სპეციალური მისაღები.
მუხლი 42. კონტროლის პალატის სიმბოლიკა
1. კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
2. კონტროლის პალატა იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება კონტროლის პალატის ბლანკებსა და შესასვლელის აბრაზე.
4. კონტროლის პალატას აქვს ემბლემა, რომელიც მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.
5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „სახელმწიფო და კონტროლი”.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.305
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №38
2002 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი”.
2. რეგლამენტი დაეგზავნოს კონტროლის პალატის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და უზრუნველყოფილ იქნეს მისი თანამშრომლებზე გაცნობა.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ს. მოლაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844
3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
4. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
5. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336
6. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
7. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109
8. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 10 ივლისის ბრძანება №82-ორგ-სსმIII,№94,14.07.2006წ.,მუხ.1249
9. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №121-ორგ-სსმIII,№126,14.09.2006წ.,მუხ.1673
10.საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ბრძანება №15-ორგ-სსმIII,№27,01.03.2007წ.,მუხ.329
საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი
თავი I. ზოგადი დებულებანი, სამართლებრივი აქტები, სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს კონტროლის პალატის უფლებამოსილებათა განხორციელების წესებს, პროცედურას, კონტროლის პალატის სტრუქტურას, რევიზია-შემოწმების მომზადებისა და ჩატარების ფორმებს.
2. რეგლამენტი მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ”, „ნორმატიული აქტების შესახებ” და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
3. რეგლამენტის მოთხოვნები სავალდებულოა კონტროლის პალატის ყველა მოხელისათვის.
4. კონტროლის პალატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380048, ქეთევან წამებულის გამზირი N96.
მუხლი 2. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი🔗
მუხლი 2. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი
1. კონტროლის პალატის ნორმატიული აქტების მომზადების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი რეგულირდება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც უნდა გამოიცეს კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტი, შესაბამისი წინადადება შემოაქვთ სტრუქტურულ ერთეულებს.
3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, იურიდიული და კრებსით-ანალიზური სამსახურების მიერ.
3. კონტროლის პალატის სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, პროექტის შემომტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მთავარი იურისტის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოების მიერ.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, წარდგინების, მიწერილობისა და შემოწმების (ცნობის) აქტის ტიპური ფორმა მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
მუხლი 3. კონტროლის პალატის სტრუქტურა და შემადგენლობა🔗
1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც შედის კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატი და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
2. კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) გენერალური ინსპექცია;
დ) (ამოღებულია);
ე) საქართველოს კონტროლის პალატის აპარატი;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) კრებსით-ანალიზური სამსახური;
თ) რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
კ) სამართალდაცვის, თავდაცვისა და სასამართლო სექტორის დეპარტამენტი;
ლ) საფინანსო-ეკონომიკური სექტორის დეპარტამენტი;
მ) სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;
ნ) სოციალური სექტორის დეპარტამენტი;
ო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
პ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სამდივნო.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 10 ივლისის ბრძანება №82-ორგ-სსმIII,№94,14.07.2006წ.,მუხ.1249
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №121-ორგ-სსმIII,№126,14.09.2006წ.,მუხ.1673
მუხლი 3. კონტროლის პალატის სისტემა და სტურუქტურული ერთეულები
1. კონტროლის პალატა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები.
2. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები:
ა) I დეპარტამენტი;
ბ) II დეპარტამენტი;
გ) III დეპარტამენტი;
დ) IV დეპარტამენტი;
ე) V დეპარტამენტი;
ვ) დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტი;
ზ) აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტი;
თ) რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ი) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;
კ) შიდა კონტროლის ინსპექცია;
ლ) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო;
ნ) კონტროლის პალატის აპარატი.
მუხლი 4. კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა
1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ხელმძღვანელობენ კონტროლის პალატის საქმიანობის განსაზღვრულ მიმართულებებს, მათ ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 5. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი🔗
მუხლი 5. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან თავმჯდომარის მოადგილეს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარადგენს სტრუქტურული ერთეულის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით, ქვემდებარეობით წარადგენს დასკვნებს და წინადადებებს;
ვ) წარუდგენს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის, მოხელეების პრემირების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულების ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ რეგლამენტითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებით, თავმჯდომარის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები. სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად.
მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო დეპარტამენტები (ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში მოცემული დეპარტამენტები)🔗
მუხლი 6. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტები (I, II, III, IV, V, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს)
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ახორციელებენ რევიზია-შემოწმებებს მათთვის განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს და უზრუნველყოფენ გეგმის შესრულებასა და კონტროლს, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით აანალიზებენ დარგში მიმდინარე პროცესებს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, რევიზია-შემოწმების პროცესში თანამშრომლობენ კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან, ასრულებენ თავმჯდომარის კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებებს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 7. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
მუხლი 8. გენერალური ინსპექცია🔗
ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო და ადმინისტრაციულ დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის რევიზიებსა და შემოწმებებს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 7 ივლისის ბრძანება №41-სსმIII,№73,21.07.2003წ.,მუხ.665
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109
მუხლი 10. კონტროლის პალატის აპარატი🔗
ახორციელებს კონტროლის პალატის მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, პალატის ბიუჯეტის, ნაერთი ბალანსის და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას, პალატისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას, საქმისწარმოების ორგანიზებას, საარქივო საქმიანობის წარმართვას, მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას, ახორციელებს კონტროლის პალატის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; მონაწილეობს პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციაში; უწევს ორგანიზებას თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს, პალატის კოლეგიალური და სათათბირო ორგანოების სხდომების ჩატარებას, კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ოფიციალურ შეტყობინებებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს; ორგანიზებას უწევს კონტროლის პალატის სახელით მოწყობილ პრესკონფერენციებს, მუშაობს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
მუხლი 11. იურიდიული სამსახური🔗
ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას; მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების, კონტროლის პალატის ანგარიშის, თავმჯდომარის ბრძანებების, პრეზიდიუმის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ინფორმაციების და მასალების, „კონტროლის პალატის შესახებ” კანონით გათვალისწინებული მიწერილობისა და წარდგინების, თავმჯდომარის დავალებით საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის, სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნი მასალების სამართლებრივ უზრუნველყოფას; სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი მასალების რეალიზაციის პროცესის კონტროლს და თითოეულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად ანგარიშის წარმოდგენას; სასამართლო ორგანოებში კონტროლის პალატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადებას, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 12. კრებსით-ანალიზური სამსახური🔗
ახორციელებს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებისა და მათში შესატანი ცვლილებების, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებების ჩატარების თაობაზე პროექტების შედგენას და პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად მათ წარდგენას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებების მომზადებას, საქართველოს პარლამენტში წარსადგენად კონტროლის პალატის წლიური ანგარიშის მომზადებას, საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო🔗
უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ახორციელებს ამ მიმართულებით კონტროლის პალატის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №121-ორგ-სსმIII,№126,14.09.2006წ.,მუხ.1673
მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური🔗
ახორციელებს კონტროლის პალატის საკადრო რესურსების მართვას, კონკურსის, ატესტაციის, საჯარო მოხელეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგების თანამედროვე სისტემის დანერგვას, კონტროლის პალატის პერსონალის მართვის ერთიანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მეთოდურ-პრაქტიკული და ორგანიზაციული სისტემის შექმნას და კოორდინირებას, აწყობს ტრენინგებს ზოგად სამომხმარებლო და ადმინისტრირების კომპიუტერული ტექნოლოგიების შესასწავლად, ატარებს დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, აანალიზებს სასწავლო პროცესების შედეგებს, ახდენს მიღწეული შედეგებისა და პრობლემების განზოგადოებას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 21 მარტის ბრძანება №20-ორგ-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.336
მუხლი 141. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სამდივნო🔗
უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომების ჩატარების ორგანიზებას, კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან (ერთეულებთან) ერთობლივად ამზადებს პრეზიდიუმზე განსახილველ საკითხებზე პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, ადგენს პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგს და გასაცნობად აქვეყნებს დადგენილი წესით, აწარმოებს პრეზიდიუმის სხდომის ოქმს, უზრუნველყოფს დადგენილების ვიზირებას პრეზიდიუმის წევრების მიერ და სხდომის თავმჯდომარესთან ხელმოსაწერად წარდგენას, დადგენილების რეალიზაციის მიზნით ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებას, ახორციელებს მონიტორნიგს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შერულებაზე, ასრულებს საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 10 ივლისის ბრძანება №82-ორგ-სსმIII,№94,14.07.2006წ.,მუხ.1249
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 16. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 17. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 18. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
მუხლი 21. თავმჯდომარის კომისიები🔗
მუხლი 7. რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; უზრუნველყოფს ამ მიმართულებით საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებებისა და პრეზიდიუმის დადგენილებების პროექტების შემუშავებას და შესრულებას. ატარებს რევიზიებს სამოქმედო სფეროს ფარგლებში.
მუხლი 8. შიდა კონტროლის ინსპექცია
ახორციელებს კონტროლის პალატაში საფინანსო დარღვევათა პრევენციას და სავალდებულო აუდიტს, საჯარო სახსრების მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზედამხედველობს კონტროლის პალატის მოხელეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის კანონმდებლობით განსაზღვრული წესების, მათ შორის, სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოქმედებათა აკრძალვის და სხვა ნორმების დაცვას; კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით ატარებს ცალკეულ ადმინისტრაციულ, საფინანსო და სხვა სახის შემოწმებებს.
მუხლი 9. სპეციალურ დავალებათა სამმართველო
თავმჯდომარის დავალებით ატარებს რევიზიებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მომართვის საფუძველზე, ასევე ასრულებს თავმჯდომარის სპეციალურ დავალებებს.
მუხლი 10. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიურო
ამყარებს ურთიერთობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშუქებს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ამზადებს და წარმართავს პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს.
მუხლი 11. კონტროლის პალატის აპარატი
1. საქართველოს კონტროლის პალატის აპარატი (შემდგომში _ პალატის აპარატი) არის საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ერთიანი რეგლამენტით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს ორგანიზაციულ, სამართლებრივ, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკურ და სხვა მომსახურებას.
2. პალატის აპარატს საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. პალატის აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) თავმჯდომარის სამდივნო;
ბ) პროტოკოლის განყოფილება;
გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;
დ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ე) კადრების სამმართველო;
ვ) პრეზიდიუმის სამდივნო;
ზ) კანცელარია;
თ) საფინანსო სამმართველო;
ი) სამეურნეო სამმართველო.
მუხლი 12. თავმჯდომარის სამდივნო
კონტროლზე აჰყავს თავმჯდომარის მიერ გაცემული ოპერატიული დავალებები და მოახსენებს მათი შესრულების შესახებ; ამუშავებს თავმჯდომარის სახელზე შემოსულ დოკუმენტაციას და ახდენს ყველა იმ დოკუმენტის ვიზირებას, რომელიც ხელმოსაწერად და დასამტკიცებლად წარედგინება თავმჯდომარეს; აკონტროლებს თავმჯდომარის კვირის სამუშაო გრაფიკის მიმდინარეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს მის შესრულებას; სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს მასალებს თავმჯდომარის მოხსენებებისათვის; უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კონტროლის პალატის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულიდან მიიღოს ოპერატიული ინფორმაცია; ასრულებს და აკონტროლებს თავმჯდომარის ოპერატიულ დავალებებს.
მუხლი 13. პროტოკოლის განყოფილება
არეგულირებს თავმჯდომარესთან, მის მოადგილეებთან და კონტროლის პალატის სხვა ხელმძღვანელებთან მოქალაქეთა მიღებას; ადგენს თავმჯდომარის კვირის სამუშაო გრაფიკს და უზრუნველყოფს მის შესრულებას; საქართველოსა და უცხოეთიდან ოფიციალურ პირთა მიღების აღრიცხვას; ოფიციალური დელეგაციების დახვედრა-გაცილებებს, მათ განთავსებას, ტრანსპორტით მომსახურებასა და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიებას; კონტროლის პალატის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების უცხო ქვეყნებში მივლინებისას მათთვის შესაბამისი ვიზების, სამგზავრო ბილეთების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; სამეურნეო და საფინანსო სამმართველოებთან ერთად ეწევა კონტროლის პალატის შენობაში ან სხვა ტერიტორიაზე (თუკი ღონისძიება ტარდება კონტროლის პალატის სახელით) სტუმრების მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
მუხლი 14. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის დაგეგმვას, კოორდინაციასა და მონიტორინგს; საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს, საინფორმაციო მომსახურებას; ადგენს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტებსა და მათში შესატან ცვლილებებს, აგრეთვე, არაგეგმური რევიზია-შემოწმებათა ჩატარების თაობაზე პროექტებს, რომლებსაც წარადგენს პრეზიდიუმის სხდომებზე განსახილველად; ამზადებს კონტროლის პალატის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით; ამზადებს კონტროლის პალატის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად; აგვარებს საქართველოს კონტროლის პალატასა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატებს შორის ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.
მუხლი 15. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
მონაწილეობს სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადასაგზავნი მასალების მომზადებაში; ახორციელებს პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების სამართლებრივ ექსპერტიზას, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული კონტროლის პალატის მოხსენების სამართლებრივ უზრუნველყოფას, კონტროლის პალატის ანგარიშის სამართლებრივ უზრუნველყოფას, თავმჯდომარის ბრძანებების სამართლებრივ უზრუნველყოფას, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილებების სამართლებრივ უზრუნველყოფას; აკონტროლებს სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილ მასალების რეალიზაციის პროცესს და პერიოდულად წარმოადგენს ანგარიშს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით; დეპარტამენტის იურისტებთან ერთად წარმოადგენს კონტროლის პალატას სასამართლოში; შეიმუშავებს და ამზადებს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებსა და დასკვნებს.
მუხლი 16. კადრების სამმართველო
წარმართავს ატესტაცია-კონკურსთან დაკავშირებულ პროცედურებს, უზრუნველყოფს სამუშაო ადგილის (თანამდებობის) აღწერილობის მომზადებას, სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებას, სახელმწიფო მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების წარდგენას თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსა და საგადასახადო სამსახურის სტრუქტურებში, საკადრო რეზერვის ფორმირებას; ამზადებს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროში წარსადგენად. უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას. ამზადებს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტებს საკადრო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის საკადრო რეზერვის შესავსებად, პროფესიონალიზმის, კომპეტენციის ამაღლებისა და პიროვნული ჩვევების გამომუშავების მიზნით დანერგილია სტაჟირების ინსტიტუტი.
მუხლი 17. პრეზიდიუმის სამდივნო
ადგენს პრეზიდიუმის დღის წესრიგს და ათანხმებს თავმჯდომარესთან; ამზადებს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, პრეზიდიუმის სხდომის ოქმებს, ატარებს სხდომაზე მოწვეულ პირთა რეგისტრაციას; უზრუნველყოფს პრეზიდიუმის მასალების პრეზიდიუმის წევრებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას სხდომამდე 3 დღით ადრე, პრეზიდიუმის დადგენილების დანიშნულებისამებრ დაგზავნას, პრეზიდიუმზე განსახილველი მასალების მომზადებასა და პრეზიდიუმის დადგენილების შესრულებაზე მონიტორინგს; პრეზიდიუმის მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზს; აღრიცხავს და აანალიზებს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების კოლეგიური ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს და უწევს მათ მეთოდურ დახმარებას.
მუხლი 18. კანცელარია
წარმართავს კონტროლის პალატაში ერთიან საქმისწარმოებას. უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად შემოსული დოკუმენტების მიღებას, პირველად დამუშავებას, რეგისტრაციას, დახარისხებას, ყველა სახის დოკუმენტის დანიშნულებისამებრ გადაცემას. ამზადებს თავმჯდომარის, პირველი მოადგილისა და მოადგილეების სახელზე შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციების პროექტებს. უზრუნველყოფს რეზოლუციის შესაბამისად ამ დოკუმენტების დროულ და დანიშნულებისამებრ გადაცემას. წარმართავს კონტროლის პალატიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, მათ ოპერატიულ დაგზავნას, შესასრულებელი დოკუმენტების კონტროლის ორგანიზაციებს, დოკუმენტების კონტროლზე აყვანასა და კონტროლიდან მოხსნას. ამოწმებს შესრულების მიმდინარეობას, ახდენს შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას, ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას, შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას; ახორციელებს „საქმისწარმოების ერთიანი წესით” განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 19. საფინანსო სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვას, ხარჯთა ნუსხის შედგენას და ფინანსურ უზრუნველყოფას, კონტროლის პალატის სისტემაში “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა აღსრულებას; ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 20. სამეურნეო სამმართველო
უზრუნველყოფს კონტროლის პალატის სამეურნეო საქმისწარმოებას, კონტროლის პალატის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას, კონტროლის პალატის მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობის განმტკიცებასა და დაცვას.
მუხლი 21. თავმჯდომარის კომისიები
1. თავმჯდომარეს შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის ვადა.
2. კომისიის წევრად შეიძლება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოწვევა.
თავი II. სარევიზიო საქმიანობის ზოგადი წესები
მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული პერსპექტიული (წლიური) და მიმდინარე (კვარტალური) სამუშაო გეგმებით.
2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმაში აუცილებლად შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადებები.
3. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შედგენის დროს აუცილებლად განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და კომისიების წინადადებები.
მუხლი 23. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის მომზადების წესი
1. კონტროლის პალატის საკონტროლო საქმიანობის პერსპექტიული და მიმდინარე სამუშაო გეგმების პროექტებს ადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
2. საქართველოს კონტროლის პალატის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო I-V დეპარტამენტების მომდევნო წლის და პირველი კვარტალის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმების პროექტებს 1 ნოემბრამდე დაუგზავნის აღმოსავლეთისა და დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავიანთი გეგმების პროექტები საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები წარადგენენ საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტებს შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტლისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.
4. საქართველოს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კონსულტაციების, სამუშაო გეგმების პროექტების შეჯერებისა და კოორდინირების შემდეგ, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის საბოლოო პროექტს ათანხმებს დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს სამუშაო გეგმის პროექტების განხილვისას.
მუხლი 24. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა
1. საქართველოს კონტროლის პალატის წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმები განიხილება პრეზიდიუმზე შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 10 დღით ადრე.
2. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს წინადადებების საფუძველზე.
მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება
არაგეგმური რევიზია და შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.
მუხლი 26. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი
1. კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, დეპარტამენტების, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელობას.
2. საქართველოს კონტროლის პალატის სამუშაო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.
3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 25 დღის ვადაში საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში წარადგინონ დეტალური ანალიზი სამუშაო გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური შემოწმებების შესახებ.
მუხლი 22. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობის გეგმა🔗
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა წარიმართება პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული წლიური და კვარტალური რევიზია-შემოწმების გეგმებით.
2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმაში შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტიდან მოსული წინადადებები.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 23. რევიზია-შემოწმების გეგმის მომზადების წესი🔗
1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიური და კვარტალური გეგმების პროექტებს ადგენს კრებსით-ანალიზური სამსახური შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების გეგმების პროექტების საფუძველზე.
2. საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის მომდევნო წლისა და პირველი კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმების პროექტებს 15 ოქტომბრამდე უგზავნის ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ დეპარტამენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 15 ნოემბრამდე წარუდგინონ თავისი გეგმის პროექტები კრებსით-ანალიზურ სამსახურს.
3. კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში და კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები წარადგენენ კრებსით-ანალიზურ სამსახურში მეორე კვარტალის რევიზია-შემოწმების გეგმის პროექტებს, შესაბამისად, 15 თებერვალს, მესამე კვარტალისას – 15 მაისს, მეოთხე კვარტალისას – 15 აგვისტოს.
4. კრებსით-ანალიზური სამსახურის ხელმძღვანელი კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმების საბოლოო პროექტებს ათანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და სარევიზიო დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რის შესახებაც მოახსენებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს გეგმის პროექტების განხილვის დროს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ივლისის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№77,30.07.2004წ.,მუხ.687
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 24. რევიზია-შემოწმების გეგმის პრეზიდიუმზე განხილვა🔗
1. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების წლიურ და კვარტალურ გეგმებს ამტკიცებს პრეზიდიუმი შესაბამის საანგარიშო პერიოდამდე 15 დღით ადრე.
2. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის კორექტირება (საკითხის ამოღება, გადატანა ან დამატება) დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების არგუმენტირებული წინადადებების საფუძველზე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება🔗
1. არაგეგმური რევიზია-შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება ან გადამოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების გადაწყვეტილებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაგეგმური რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ დაუყოვნებლივ მიეწოდება საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 26. რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი🔗
1. კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და ამ რეგლემენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა”, ”თ”, ”კ”, ”ლ”, ”მ” და ”ნ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.
2. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კრებსით-ანალიზური სამსახური.
3. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვალდებულნი არიან საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან 15 დღის, ხოლო საანგარიშო წლის დასრულებიდან 30 დღის ვადაში კრებსით-ანალიზურ სამსახურში პრეზიდიუმის მიერ დადგენილი ფორმით წარადგინონ ინფორმაცია რევიზია-შემოწმების გეგმის შესრულებისა და ჩატარებული არაგეგმური რევიზია-შემოწმების შესახებ.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
თავი III. რევიზია-შემოწმების ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების რეალიზაციის წესი
მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები🔗
1. კონტროლის პალატა საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეებს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეების მოადგილეებს, პალატის სარევიზიო დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სარევიზიო სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მთავარ კონტროლიორებს, წამყვან კონტროლიორებს, კონტროლიორებს, გენერალური ინსპექციის უფროსს და მოადგილეებს, ამავე ინსპექციის მთავარ ინსპექ-ტორებს, წამყვან ინსპექტორებს და ინსპექტორებს, იურიდიული სამსახურის უფროსს და მოადგილეებს, ამავე სამსახურის სარევიზიო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს, ამავე სამმართველოს მთავარ იურისტ-კონტროლიორებს, წამყვან იურისტ-კონტროლიორებს და იურისტ-კონტროლიორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და გავლილი ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ტესტირება.
3. რევიზია-შემოწმების მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები.
4. რევიზია-შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სარევიზიო პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, რევიზია-შემოწმების ვადას 30 კალენდარული დღით აგრძელებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. განსაკუთ-რებული აუცილებლობის შემთხვევაში, რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების შესახებ თანხმობის გაცემის თხოვნით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო სტრუქუტურული ერთეულების ხელმძღვანელები მოტივირებული მოხსენებითი ბარათით მიმართავენ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს რევიზიის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ათი კალენდარული დღით ადრე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. რევიზიის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანება №73-ორგ-სსმIII,№83,21.06.2006წ.,მუხ.1109
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №121-ორგ-სსმIII,№126,14.09.2006წ.,მუხ.1673
მუხლი 28. ბრძანება რევიზია-შემოწმების ჩატარების შესახებ და პროგრამა🔗
1. რევიზია-შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
2. ბრძანებაში აღინიშნება სარევიზიო ჯგუფი და ჯგუფის ხელმძღვანელი, სარევიზიო ობიექტის დასახელება, რევიზიის ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის ან საკითხების დასახელება), სარევიზიო პერიოდი, რევიზიის ვადა და საფუძველი.
3. ბრძანება რევიზია-შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, კრებსით-ანალიზური და იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელების მიერ.
4. რევიზია-შემოწმების პროგრამა დგება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის მიერ სარევიზიო ჯგუფთან ერთად. პროგრამას ამტკიცებს (ვიზირებულს იურიდიული სამსახურის მიერ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
5. რევიზია-შემოწმების პროგრამაში ან სარევიზიო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე რევიზია-შემოწმების შეჩერება, შეწყვეტა, ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.
6. ბრძანების პროექტი ვიზირებისთვის კრებსით-ანალიზურ სამსახურს უნდა წარედგინოს რევიზია-შემოწმების დაწყებამდე, ან მიმდინარე რევიზია-შემოწმების ვადის ამოწურვამდე, როგორც წესი, არანაკლებ 4 დღით ადრე, იურიდიულ სამსახურს – 3 დღით ადრე, თავმჯდომარეს ხელმოსაწერად – 2 დღით ადრე.
7. რევიზია-შემოწმების დაწყებამდე ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია სარევიზიო ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, პროგრამა და რევიზიის პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 29. შემხვედრი წესით ჩასატარებელი შემოწმება🔗
მუხლი 27. რევიზია-შემოწმების ორგანიზება და ვადები
1. კონტროლის პალატა საკონტროლო საქმიანობას ახორციელებს თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. რევიზია-შემოწმების (შემდგომში შემოწმება) მოცულობას, ვადას და ადგილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეები – შესაბამის ტერიტორიაზე
3. შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
მუხლი 28. ბრძანება შემოწმების ჩატარების შესახებ და შემოწმების პროგრამა
1. შემოწმება ტარდება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების თავმჯდომარეების მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე.
2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, შესამოწმებელი ობიექტის დასახელება, შემოწმების ფორმა (თემატური შემოწმების შემთხვევაში – საკითხის დასახელება), შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.
4. ბრძანება შემოწმების შესახებ ვიზირებული უნდა იყოს თავმჯდომარის მოადგილის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოების მიერ.
5. შემოწმების პროგრამას ადგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სარევიზიო დარგში და ამტკიცებს (ვიზირებულს დეპარტამენტის იურისტის მიერ) შესაბამისი დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. შემოწმების პროგრამაში ან ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე შემოწმების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.
7. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს წარუდგინოს ბრძანება, შემოწმების პროგრამა და შემოწმების პროცესში მხარეების უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი.
მუხლი 29. შემხვედრი წესით ჩასატარებელი შემოწმება
შემხვედრი შემოწმება ტარდება პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, ძირითადი შემოწმებიდან გამომდინარე და მხოლოდ ძირითადი შემოწმების დროს დასმული საკითხების ფარგლებში, ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე.
მუხლი 30. შემოწმების აქტი (ცნობა)
1. შემოწმების დამთავრებისთანავე უნდა შედგეს აქტი (ცნობა) შემოწმების შედეგების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, აგრეთვე, გაცნობის შემდეგ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და სხვა პასუხისმგებელი პირები.
2. სარევიზიო ჯგუფის წევრები პერსონალურად აგებენ პასუხს შემოწმების შედეგების უტყუარობაზე.
3. შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში ეცნობა და ხელს აწერს შემოწმების აქტს. თუ მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ ფაქტებს, აქტზე აკეთებენ სათანადო მინაწერს და აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებს წარუდგენენ ახსნა-განმარტებას, რომელიც უნდა დაერთოს შემოწმების მასალებს. გაცნობისათვის შემოწმების აქტი (ცნობა) უნდა ჩაბარდეს შემოწმებული ობიექტის მარეგისტრირებელ დანაყოფს.
4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელობა ხელს არ აწერს აქტს, უნდა გაფორმდეს შესაბამისი ცნობა (აქტი), ხოლო შემოწმების აქტი ითვლება დასრულებულად.
5. შემოწმებული ობიექტის მხრიდან შემოწმების შედეგებზე პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, საკითხს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა.
6. შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზირების შემდეგ.
მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი
1. შემოწმების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად წერს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით. წარმოდგენილი უნდა იყოს ღონისძიებები და წინადადებები არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების შესახებ.
3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები, განიხილავენ და ვიზას აძლევენ იურისტი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილე.
4. მოხსენებითი ბარათი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტება (თუ ასეთი არის) წარედგინება შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.
მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება
შესამოწმებელი ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებული ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
მუხლი 30. რევიზია-შემოწმების აქტი (ცნობა)🔗
1. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული კომპლექსური რევიზიის დროს დგება „კომპლექსური რევიზიის აქტი,” ხოლო თემატური შემოწმების ან კომპლექსური რევიზიის დროს ცალკეულ საკითხთა რევიზიის შედეგების სხვა ორგანოებში გადაგზავნის შემთხვევაში, „თემატური შემოწმების აქტი.”
11. რევიზია-შემოწმება ტარდება პირველადი დოკუმეტების (დედნების) ან/და სათანადო წესით დამოწმებული ასლების საფუძველზე. რევიზია-შემოწმების აქტს (ცნობას) ერთვის შესაბამისი დოკუმენტების ობიექტის მიერ დამოწმებული ასლები.
2. კომპლექსური რევიზიის და თემატური შემოწმების აქტში უნდა აისახოს რევიზია-შემოწმების შედეგები პროგრამაში ჩამოთვლილ საკითხთა მიხედვით, უნდა დაფიქსირდეს ყველა დარღვევა შესაბამისი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელების, დარღვეული მუხლის, მუხლის ნაწილის თუ პუნქტის მითითებით. აქტის ბოლოს, უფლებამოსილ პირთა ხელმოწერამდე, განმარტებული უნდა იყოს აქტის გასაჩივრების ორგანო, ვადა და წესი.
3. რევიზია-შემოწმების აქტის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, თავფურცელი შესრულებული უნდა იყოს კონტროლის პალატის გერბიან ბლანკზე, უნდა ჰქონდეს კონტროლის პალატის სარეგისტრაციო ნომერი, შედგენის თარიღი და ადგილი. აქტის მოცულობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერის არანაკლებ 14 შრიფტით და 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 100 გვერდს.
4. რევიზია-შემოწმების აქტს ხელს აწერს სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები, რომლებიც პერსონალურად აგებენ პასუხს რევიზიის შედეგების უტყუარობაზე. რევიზია-შემოწმების აქტში არ შეიძლება შეფასება მიეცეს ფაქტებს, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი რევიზია-შემოწმების პროცესში.
5. შემოწმებულ ობიექტს რევიზია-შემოწმების აქტი გასაცნობად წარედგინება სარევიზიო ჯგუფის მიერ ხელმოწერის შემდეგ, რევიზიის ვადის ამოწურვამდე. აქტის ჩაბარება დასტურდება ობიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ობიექტის მარეგისტრირებელი დანაყოფის აღნიშვნით. ობიექტის ხელმძღვანელობა აქტს ეცნობა და ხელს აწერს ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აქტში დაფიქსირებულ ფაქტებზე სრულად ან ნაწილობრივ არდათანხმების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობა აქტზე აკეთებს შესაბამის მინაწერს და სარევიზიო ჯგუფს წარუდგენს წერილობით განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს რევიზიის მასალებს. რევიზიის შედეგებზე შემოწმებული ობიექტის შენიშვნებს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა. განხილვის შედეგებზე ობიექტს ეცნობება წერილობით და აისახება რევიზია-შემოწმების შესახებ მოხსენებით ბარათში. რევიზია-შემოწმების თაობაზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში დაუშვებელია მონაწილეობა მიიღონ აქტის შემდგენი სარევიზიო ჯგუფის წევრებმა. მათ ეცნობებათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
51. რევიზია-შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და შედეგებზე, შემოწმებული ობიექტის გარდა, უნდა ეცნობოს ყველა იმ იური-დიულ თუ ფიზიკურ პირს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს რევიზია-შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე და რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ დაინტერესებულ მხარეს. სარევიზიო ჯგუფმა მითითებულ პირებს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიმართ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები და დოკუმენტური მტკიცებულებები.
6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტი ან სხვა დაინტერესებული მხარე უარს აცხადებს აქტის მიღებაზე, მასზე ხელმოწერაზე ან შესაბამისი განმარტებების წარმოდგენაზე, სარევიზიო ჯგუფის მიერ დგება სათანადო ცნობა. ცნობა დგება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია რევიზიის ჩატარება ან დაწყებული რევიზიის დასრულება.
7. დანაშაულის ნიშნების შემცველი რევიზია-შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის ვიზირების შემდეგ.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №121-ორგ-სსმIII,№126,14.09.2006წ.,მუხ.1673
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ბრძანება №15-ორგ-სსმIII,№27,01.03.2007წ.,მუხ.329
მუხლი 31. მოხსენებითი ბარათი🔗
1. რევიზია-შემოწმების აქტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ გაცნობისა და ხელმოწერისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ან ამ რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაფორმებიდან არაუმეტეს 20 დღის ვადაში სტრუქტურული ერთეული ამზადებს მოხსენებით ბარათს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
2. მოხსენებით ბარათში მოკლედ უნდა იყოს გაანალიზებული რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სათანადო შეფასებებითა და დასკვნებით; წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადებები დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და რეაგირების შესახებ.
3. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შემოწმებული ობიექტის ახსნა-განმარტებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. რევიზია-შემოწმების მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სარევიზიო ჯგუფის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის და იურიდიული სამსახურის მიერ. მოხსენებითი ბარათი სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის და მოთხოვნის შემთხვევაში რევიზია-შემოწმების აქტი იურიდიულ სამსახურს წარედგინება ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
4. მოხსენებითი ბარათი ცნობისათვის ეგზავნება გენერალურ ინსპექციას და კრებსით-ანალიზურ სამსახურს.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება🔗
შემოწმებული ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №51-ორგ-სსმIII,№98,05.09.2003წ.,მუხ.844
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
თავი IV. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი
მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი🔗
1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს 1 კვირით ადრე.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდიუმი უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა პირველ პუნქტში მითითებული წესის დაუცველად (სხდომის შესახებ 1 კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადება). ამასთანავე, პრეზიდიუმის სამდივნო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში პრეზიდიუმი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
4. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
5. პრეზიდიუმის წევრებს სხდომის დღის წესრიგის პროექტი თანდართული დოკუმენტებით მიეწოდებათ სხდომამდე 3 კალენდარული დღით ადრე.
6. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტი დგება პრეზიდიუმის სამდივნოს მიერ და მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.
7. პრეზიდიუმის სხდომას, პრეზიდიუმის წევრების გარდა, ესწრებიან კონტროლის პალატის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსები, პრეზიდიუმის მდივანი, თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, კონკრეტულ საკითხებზე კი სარევიზიო ჯგუფის წევრები.
8. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.
9. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.
10. პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
მუხლი 33. კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს – პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. მომავალი სხდომა ცხადდება ერთი კვირით ადრე.
2. პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. პრეზიდიუმზე განსახილველი საკითხი შემოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
4. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს პრეზიდიუმის სამდივნო, რომელსაც ყოველი თვის პირველ ორშაბათს ოპერატიულ თათბირზე განიხილავს შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება პრეზიდიუმის სხდომაზე.
6. პრეზიდიუმის დადგენილებების პროექტი წარედგინება პრეზიდიუმის სამდივნოს პრეზიდიუმის სხდომამდე 10 კალენდარული დღით ადრე.
7. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი პრეზიდიუმის სხდომამდე 7 კალენდარული დღით ადრე ვიზირებისათვის გადაეცემა პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს და ურიგდებათ პრეზიდიუმის წევრებს – 3 კალენდარული დღით ადრე.
8. პრეზიდიუმის სხდომას პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებიან პრეზიდიუმის მდივანი, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსები, თავმჯდომარის თანაშემწე, კონკრეტულ საკითხებზე კი ჯგუფის წევრები.
9. პრეზიდიუმის სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახურულ სხდომას ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები და ის პირები, რომელთა დასწრებას განსაზღვრავს პრეზიდიუმი.
10. პრეზიდიუმზე დამსწრე პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული. მოწვეულ პირთა რეგისტრაცია ევალება პრეზიდიუმის სამდივნოს.
11. პრეზიდიუმის სხდომის ოქმს აფორმებს პრეზიდიუმის სამდივნო.
12. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული, პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთად, სხდომის ჩატარებიდან არაუმეტეს 15 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება პრეზიდიუმის წევრების მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
13. პრეზიდიუმის დადგენილება, ხელმოწერილი უნდა იქნეს თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
14. რევიზია-შემოწმების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.
15. (ამოღებულია).
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 10 ივლისის ბრძანება №82-ორგ-სსმIII,№94,14.07.2006წ.,მუხ.1249
მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება🔗
1. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს ამზადებს საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეული პრეზიდიუმის სამდივნოსთან ერთობლივად. დადგენილების პროექტი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის, იურიდიული სამსახურის, ხოლო რევიზიის შედეგების განხილვის შემთხვევაში, აგრეთვე სარევიზიო ჯგუფის წევრების მიერ.
2. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს განსახილველი საკითხის შინაარსი, რევიზიით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და შესრულების ვადები.
3. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერის არანაკლებ №14 შრიფტით და 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.
4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან, სარევიზიო ჯგუფის მონაწილეობით.
5. პრეზიდიუმის დადგენილებებისა და სხდომის დღის წესრიგის პროექტები, როგორც წესი, წინასწარ განიხილება კონტროლის პალატის ოპერატიულ თათბირზე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით🔗
1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები მთავრობის ანგარიშის სისრულისა და სიზუსტის შესახებ, ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და კანონიერების თაობაზე.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები და კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზურ სამსახურში წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ – მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში🔗
1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, კონტროლის პალატები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
12. პრეზიდიუმის შედეგებიდან გამომდინარე, საკითხის გამომტანი ერთეული სხდომის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში ამზადებს დადგენილებას, რომელიც ვიზირდება ერთეულის ხელმძღვანელის, თავმჯდომარის მოადგილისა და პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ. აღნიშნული პროცედურის შესრულებას უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
13. პრეზიდიუმის დადგენილება სხდომის ჩატარებიდან 7 დღის ვადაში ხელმოწერილი უნდა იქნეს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მიერ და დაეგზავნოს შესაბამის ადრესატებს, რასაც უზრუნველყოფს პრეზიდიუმის სამდივნო.
14. ჩატარებული რევიზია-შემოწმებების შედეგების თაობაზე მიღებული პრეზიდიუმის დადგენილების კონტროლიდან მოხსნა ხდება პრეზიდიუმის დადგენილებით.
მუხლი 34. პრეზიდიუმის დადგენილების პროექტის მომზადება
1. შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ შემოწმების შედეგების პრეზიდიუმის სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად 5 დღის ვადაში ამზადებს პრეზიდიუმის დადგენილების პროექტს, რომელიც, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ინტერვალით ნაბეჭდ 10 გვერდს.
2. დადგენილების პროექტში უნდა აღინიშნოს შემოწმებით გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები, შეფასებები, გასატარებელი ღონისძიებანი, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები და ვადები.
3. დადგენილების პროექტს ხელს აწერენ ჯგუფის ხელმძღვანელი, წევრები, მთავარი იურისტი და ვიზირდება შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ.
4. პრეზიდიუმის სხდომაზე საკითხის განხილვამდე დადგენილების პროექტი განიხილება წინასწარ თათბირზე შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილესთან ან ერთეულის ხელმძღვანელთან, ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების, შემოწმებული ობიექტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
თავი V. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის და მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებული მოხსენებების მომზადების წესი
მუხლი 35. კონტროლის პალატის მოხსენება მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
1. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.
2. კონტროლის პალატის მოხსენება წარმოადგენს საანგარიშო წლისა და ექვსი თვის ანალიზს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელშიც ასახულია ძირითადი მონაცემები ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზების მდგომარეობის, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის კანონიერების თაობაზე.
3 კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები აფხაზეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 25 აპრილამდე, ხოლო ექვსი თვის შესრულების შესახებ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა ინფორმაცია უნდა წარადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის სახელზე.
მუხლი 36. კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიში
1. „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის პალატა წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.
2. კონტროლის პალატის ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი წლის საქმიანობის ანალიზს, რომელშიც ასახულია ყველა სტატისტიკური ინფორმაცია, განზოგადებულია მნიშვნელოვან შემოწმებათა მასალები, დარღვევა-ნაკლოვანებები, ტენდენციები, გატარებული ღონისძიებები და სხვა საკითხები.
3. კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულები, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატები განვლილი წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
4. კონტროლის პალატის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქმიანობის ანგარიშები უნდა წარმოადგინონ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის სახელზე.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 37. მოხსენებებისა და ანგარიშის მომზადება🔗
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებებს და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებს საქართველოს კონტროლის პალატის კრებსით-ანალიზური სამსახური.
2. კრებსით-ანალიზური სამსახური, არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 აპრილისა, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისა, ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.
3. კრებსით-ანალიზური სამსახური არა უგვიანეს 1 მაისისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ საერთო ანგარიშის პროექტს.
4. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენებები და კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი🔗
1. კონტროლის პალატაში ოპერატიული თათბირი, როგორც წესი, ტარდება კვირაში ერთხელ. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.
2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი მრჩეველი, თათბირის მდივანი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე. პრეზიდიუმის დღის წესრიგის საკითხების წინასწარი განხილვისას თათბირს ესწრებიან პრეზიდიუმის წევრები. თათბირზე სხვა პირთა მოწვევის საკითხს საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. ოპერატიულ თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, პრეზიდიუმის სხდომაზე გასატანი საკითხები, ისახება უახლოესი მომავლის ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები.
5. თათბირის ოქმს აფორმებს კონტროლის პალატის აპარატი და არა უგვიანეს მეორე დღისა წარუდგენს ხელმოსაწერად სხდომის თავმჯდომარეს.
6. თათბირის ოქმიდან ამონაწერი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნებათ დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს კონტროლის პალატის აპარატი.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №88-ორგ-სსმIII,№115,30.09.2005წ.,მუხ.1271
მუხლი 381. საქმისწარმოება🔗
1. პალატაში მომზადებული დოკუმენტები თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, როგორც წესი, წარედგინება კანცელარიის მეშვეობით.
2. მოხსენებითი ბარათი, რომელიც არ ეხება რევიზია-შემოწმების შედეგებს, თავმჯდომარის და მისი მოადგილეების სახელზე იწერება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ. თავმჯდომარის სახელზე მოხსენებითი ბარათი ვიზირებული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის კურატორი მოადგილის მიერ. მოხსენებით ბარათს უნდა ჰქონდეს სათაური და მისი რეგისტრაცია კანცელარიაში უნდა მოხდეს ხელმოწერისა და ვიზირებისას, ან უფლებამოსილი პირის მიერ რეზოლუციის გაფორმებისთანავე.
3. კონტროლის პალატიდან კორესპოდენციის გაგზავნა ხდება მხოლოდ თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების ხელმოწერით.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 39. კონტროლის პალატების პრეზიდიუმები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში🔗
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, შესაბამისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების რევიზია-შემოწმების ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების, პრეზიდიუმზე განსახილველად საკითხების მომზადებისა და განხილვის პროცედურა ხორციელდება საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის საფუძველზე, მათი შიდა სტრუქტურისა და საშტატო თანამდებობათა გათვალისწინებით, რისთვისაც გამოიცემა შესაბამისი კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება.
3. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 40. რევიზია-შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები და მონიტორინგი დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად🔗
1. კონტროლის პალატის მიერ რევიზია-შემოწმების შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები.
2. რევიზია-შემოწმების შედეგად შემოწმებულ ობიექტებში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების ხელმძღვანელები და მათი კურატორი მოადგილეები.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
მუხლი 41. მოქალაქეთა და დოკუმენტაციის მიღების წესი🔗
მუხლი 37. მოხსენებისა და ანგარიშის მომზადება
1. მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენების და კონტროლის პალატის საქმიანობის ანგარიშის მოსამზადებლად თავმჯდომარის ბრძანებით ყოველწლიურად იქმნება სამუშაო ჯგუფი, როგორც წესი საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით.
2. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს მომდევნო წლის 5 აპრილისა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს ბიუჯეტის წლის შესრულების შესახებ, ხოლო არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ მოხსენების პროექტს.
3. სამუშაო ჯგუფი არა უგვიანეს 1 მაისამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს კონტროლის პალატის საქმიანობის საერთო ანგარიშს.
4. მთავრობის ანაგრიშთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოხსენება და საქმიანობის ანაგრიში განიხილება და მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმზე.
თავი VI. თათბირების ჩატარების წესი
მუხლი 38. ოპერატიული თათბირის ჩატარების წესი
1. კონტროლის პალატაში, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს 10.00 საათზე ტარდება ოპერატიული თათბირი. თათბირს ატარებს პალატის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი მოადგილე.
2. ოპერატიულ თათბირს ესწრებიან: თავმჯდომარის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები საორგანიზაციო საკითხებში, თათბირის მდივანი. თათბირს ასევე ესწრება აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
3. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატებში ოპერატიული თათბირის ჩატარების დღე, საათი და დამსწრეთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. თათბირზე იხილება კონტროლის პალატის საქმიანობის მიმდინარე საკითხები, კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები, იგეგმება უახლოესი მომავლის ამოცანები.
5. თათბირის ოქმს აფორმებს საოქმო განყოფილება და იმავე დღეს წარადგენს ხელმოსაწერად.
6. თათბირის ოქმი, არა უგვიანეს მეორე დღისა, ეგზავნება თათბირის ყველა მონაწილეს, ხოლო ოქმიდან ამონაწერი დავალების შემსრულებელ პასუხისმგებელ პირებს.
7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს თავმჯდომარის სამდივნო, აგრეთვე, თავმჯდომარის დავალებით, შიდა კონტროლის ინსპექცია.
თავი VII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 39. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმები
1. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების პერსონალური შემადგენლობას ამტკიცდებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
2. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების პრეზიდიუმების დადგენილებები.
მუხლი 40. შემოწმების შედეგად გამოვლენილი თანხები
1. კონტროლის პალატის მიერ შემოწმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილ თანხებს ამოიღებს საგადასახადო სამსახური.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისა და სახელმწიფო ფონდების სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარებაზე ზედამხედველობა ეკისრებათ საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატების ხელმძღვანელებს. კონტროლის პალატის კუთვნილი თანხების (სპეცსახსრების) განაწილების წესი რეგულირდება თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 41. მოქალაქეთა და დოკუმენტაციის მიღების წესი
1. კონტროლის პალატაში მოქმედებს მოქალაქეთა მიღების ერთიანი წესი – ორშაბათობით 15.00-დან 18.00 სთ-მდე.
2. კონტროლის პალატაში მოქალაქეთა მიღების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა დოკუმენტაციის შემოსვლის უზრუნველსაყოფად ფუნქციობს სპეციალური მისაღები.
მუხლი 42. კონტროლის პალატის სიმბოლიკა🔗
მუხლი 42. კონტროლის პალატის სიმბოლიკა
1. კონტროლის პალატას აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
2. კონტროლის პალატა იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება კონტროლის პალატის ბლანკებსა და შესასვლელის აბრაზე.
4. კონტროლის პალატას აქვს ემბლემა, რომელიც მტკიცდება თავმჯდომარის ბრძანებით.
5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „ფინანსური კონტროლი.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 15 თებერვლის ბრძანება №12-ორგ-სსმIII,№22,25.02.2005წ.,მუხ.216
5. კონტროლის პალატას აქვს ბეჭდვითი ორგანო – ყოველკვარტალური ჟურნალი – „სახელმწიფო და კონტროლი”.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.05.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010230000.09(0).100.005305.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 11 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2008.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №38, 20.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 010230000.09(0).100.005305 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1354936/