საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.09.2007 ძალადაკარგული 17.09.2009
ნომერი
№1081
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.010883
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 138, 04/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.010.883

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1081

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III, №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

თავი I

მუხლი 1. ნორმატიული აქტების  ნუსხა,  რომლითაც ხელმძღვანელობენ სახაზინო სამსახურის მოხელეები (გარდა ტექნიკური საქმიანობით დაკავებული თანამშრომლებისა):

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (ყოველწლიური);

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი და  საქართველოს საბაჟო კოდექსი (ზოგადი დებულებანი);

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს კანონი ,,საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“;

კ) საქართველოს კანონი ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“;

ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანება ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ნ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილება ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“;

ო) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“;

პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანება ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“;

ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანება ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;

რ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

    მუხლი 2. პროფესიათა ჩამონათვალი (გარდა ტექნიკური საქმიანობით  დაკავებული თანამშრომლებისა)

1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

2. უმაღლესი ტექნიკური განათლება;

3. უმაღლესი იურიდიული განათლება; 

4. საქართველოს ფინანთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად შესაძლებელია მიღებულ იქნეს პრეტენდენტი სახელმწიფო მართვის მოხელის განათლებით.

თავი II

მუხლი 3. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის, აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის, საოპერაციო დეპარტამენტისა და საანგარიშსწორებო ცენტრის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტებისა და საანგარიშსწორებო ცენტრის უფროსები:

ა) უმაღლესი განათლება, მეორე მუხლში ჩამოთვლილი პროფესიებიდან ერთ-ერთი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლები 3 წლის გამოცდილება;

გ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

2. დეპარტამენტებისა და საანგარიშსწორებო ცენტრის უფროსის მოადგილეები:

ა) უმაღლესი განათლება, მეორე მუხლში ჩამოთვლილი პროფესიებიდან ერთ-ერთი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლები 3 წლის გამოცდილება;

გ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

3. დეპარტამენტებისა და საანგარიშსწორებო ცენტრის სამმართველოს უფროსები:

ა) უმაღლესი განათლება, მეორე მუხლში ჩამოთვლილი პროფესიებიდან ერთ-ერთი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლები 2 წლის გამოცდილება;

გ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

    მუხლი 4. დეპარტამენტებისა და საანგარიშსწორებო ცენტრის სპეციალისტები

მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება, მეორე მუხლში ჩამოთვლილი პროფესიებიდან ერთ-ერთი;

ბ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

თავი III

მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება, მეორე მუხლში ჩამოთვლილი პროფესიებიდან ერთ-ერთი;

ბ) მუშაობის არანაკლები 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 20 იანვრის №8 ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

 

მუხლი 6. საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული ან სახელმწიფო მართვის მოხელის განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 20 იანვრის №8 ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

2. მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 20 იანვრის №8 ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

 

მუხლი 7. ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი ტექნიკური, ეკონომიკური ან სახელმწიფო მართვის მოხელის განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლები 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

2. მთავარი ბუღალტერი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლები 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

3. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

თავი IV

(ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

 

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

 

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

თავი V

მუხლი 11. ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ხელმძღვანელობა

1. ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინის უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება;

გ) პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

2. ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (ყოველწლიური), ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

 

მუხლი 12. ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების განყოფილება

1. საგადახდო დავალებების განყოფილების უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

2. მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

3. მთავარი ბუღალტერი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) ბუღალტრად მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

4. მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანების ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანების ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 ივლისი ს ბრძანება №603 - სსმ III , №102, 17.07.2008 წ., მუხ.1140

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1081, 28.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.010883 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1418275-1/