1. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება;
ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი;
ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით;
თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება;
ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება;
კ) თევზჭერის ელექტროიარაღი.
11. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს:
ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს;
ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის;
გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება;
დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება;
ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4304
- 31.05.2023 კანონი №3100
- 24.04.2012 კანონი №6058
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა 1. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი; ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით; თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება.შეესაბამება; ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება; კ) თევზჭერის ელექტროიარაღი. 11. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს: ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს; ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის; გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება; დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება; ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია. 2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-703(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა შეძენილი ნივთების გადაცემაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე კანონის მე-12 მუხლი. წერილში აღნიშნული იყო, რომ ტექნიკური მახასიათებლები საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული არ არის, რის გამოც, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო აღნიშნული საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევის შესაძლებლობას.
- საქმე №ბს-1189(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
…მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება…
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
ფაქტობრივი: მოქმედი კანონმდებლობით (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის მე-2, 24-ე მუხლები,,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-14, მე-19, 22-ე მუხლები) მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება აკრძალულია.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
მიუხედავად აღნიშნულისა, უარი ეფუძნება ხსენებული კანონის მე-12 მუხლს და განმარტებულია, რომ რადგან სახელმწიფოს მიერ დღემდე დადგენილი არ არის აეროზოლური მოწყობილობების შესახებ სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად არ ჩაითვლება, რის გამოც ვერ განხორციელდებოდა პროდუქციის განბაჟება.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
მიუხედავად აღნიშნულისა, უარი ეფუძნება ხსენებული კანონის მე-12 მუხლს და განმარტებულია, რომ რადგან სახელმწიფოს მიერ დღემდე დადგენილი არ არის აეროზოლური მოწყობილობების შესახებ სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად არ ჩაითვლება, რის გამოც ვერ განხორციელდებოდა პროდუქციის განბაჟება.
- საქმე №010100118002252760 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება