1. იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა მზადდება და მათი შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა დამზადდება და შეკეთდება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.
2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).
3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე რეგისტრაცია.
4. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ლიცენზიის გარეშე დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) ან/და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.04.2025 კანონი №448
- 15.05.2024 კანონი №4169
- 31.05.2023 კანონი №3100
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. იარაღის დამზადება და შეკეთება 1. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც განხორციელდება იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის დამზადება და შეკეთება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. 11. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ). 2. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე. 3. ლიცენზიის გარეშე იარაღისა და საბრძოლო მასალის შეკეთება ან/და დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 [მუხლი 15. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება 1. იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა მზადდება და მათი შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა დამზადდება და შეკეთდება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. 2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ). 3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე რეგისტრაცია. 4. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ლიცენზიის გარეშე დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) ან/და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდესსაქართველოს 20252008 წლის 127 ივლისიდან)]ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება