1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით:
ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს;
ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ.ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100);
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს.
3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს:
ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1267
- 31.05.2023 კანონი №3100
- 27.09.2013 კანონი №1360
- 24.04.2012 კანონი №6058
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 141 . იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით: ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს; ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში; ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას; ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ; ბ.ე) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100); 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს: ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-703(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-12, მე-141, მე-19, 22-ე და 24-ე მუხლებზე, ასევე “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და მეორე მუხლებზე, ასევე
- საქმე №ბს-1189(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2022
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონის მე-12 და 141 მუხლებით დადგენილ იქნა ცალკეულ იარაღთა ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრის აუცილებლობა, თუმცა აღნიშნული მუხლებისა და „იარაღის შესახებ“ კანონის 24-ე…
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
რომ პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანისათვის ნებართვის საჭიროება გამომდინარეობს 2005 წლის 24 ივნისის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13, მე-14, 22-ე, 2003 წლის 8 მაისის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი, მე-141 მუხლის „ბ“ და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტებიდან (იხ. ს.ფ. ტ.3). თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის ს. ბ-ის არგუმენტაცია, რომელიც გაიზიარეს ქვემდგომმა სასამართლოებმა, მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ლიბერალურ მიდგომას იყენებს იარაღის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებასთან მიმართებით.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2019
…სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობის კრიტერიუმს დაადგენდა, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს,,ვ----------2“-ს მიმართ დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქციის დაკავების დროისათვის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლების დამტკიცების შესახებ, არც იმ დროს და არც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონი, არ ითვალისწინებდა.
- საქმე №080310017001979523 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
…სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობის კრიტერიუმს დაადგენდა, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს,,ვ--------ი -2“-ს მიმართ დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქციის დაკავების დროისათვის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლების დამტკიცების შესახებ, არც იმ დროს და არც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონი, არ ითვალისწინებდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება