1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება.
2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იარაღზე;
ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) და სასიგნალო იარაღზე;
გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე;
დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე;
ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის, სასიგნალო იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.
4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება.
5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
6. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1026 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1026
- 04.04.2025 კანონი №448
- 31.05.2023 კანონი №3100
- 14.05.2014 კანონი №2427
- 24.04.2012 კანონი №6058
- 08.11.2011 კანონი №5201
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება 1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ხორციელდება. 2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს: ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იარაღზე; ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა) და სასიგნალო იარაღზე; გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე; [ გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღზე, პნევმატურ იარაღსა და სასიგნალო იარაღზე; (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე; ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის, სასიგნალო იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება. 4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 6. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-106-99(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2013
ფაქტობრივი: მოქმედი კანონმდებლობით (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 2005 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის მე-2, 24-ე მუხლები,,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-14, მე-19, 22-ე მუხლები) მოსარჩელის მიერ დეკლარირებული საქონლისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა ნებადართული არ არის და მისი სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება აკრძალულია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება