მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 15.08.2025
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111229063, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (40)

შემდგომი ცვლილებები (25)

წინა ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №158

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.

2. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

2​1. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, 2014 წლის 1 მარტამდე შეიძლება მომზადდეს, გამოიცეს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირების მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 23.12.2013 წ.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

ზ. ადეიშვილი

მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის)  შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გადაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.

2. წესის მიზანია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენასთან, მიღებასთან (გამოცემასთან), გადაგზავნასთან ან გადაცემასთან, აგრეთვე აღრიცხვასთან, სისტემატიზაციასთან და გამოქვეყნებასთან  დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება.

3. წესის მოქმედება ვრცელდება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ.

4. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – მაცნე) პორტალის მეშვეობით.

5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების  ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.

6. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (პროექტის) შედგენისათვის, მიღებისათის (გამოცემისათვის), გადაგზავნისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე აღრიცხვის, სისტემატიზაციის და გამოქვეყნებისათვის სავალდებულოა  სისტემის გამოყენება.

    მუხლი 2. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი

 1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, მაცნე  აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრს).

 2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით მაცნეს ვებგვერდზე.

 3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაცია

1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოსათვის (თანამდებობის პირისთვის). ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანომ (თანამდებობის პირმა) დადგენილი წესით უნდა გაიაროს რეგისტრაცია სისტემაში.

2. სისტემაში რეგისტრაციის დროს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) წარმომადგენელმა ამ წესის შესაბამისად უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №4).

3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. მაცნე პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.

4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ასახოს აღნიშნული ცვლილება სისტემაში.

5. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს .

    მუხლი 4. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა

1. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალების –  სისტემის მეშვეობით.

2. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენისას სისტემაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ნორმატიული აქტის სათაური;

ბ) ნორმატიული აქტის სახე;

გ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი);

დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).

3. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, მაცნეს ვებპორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ „11“ ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია „11“ ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.

4. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.

5. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა სისტემაში უნდა განხორციელდეს მისი სტრუქტურის შესაბამისად, კარებად (კოდექსში – წიგნებად), თავებად და მუხლებად (თუ ნორმატიული აქტი შედგება მხოლოდ პუნქტებისგან – პუნქტებად).

6. ტექსტის შემცველი დანართი ასევე უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად.

7. სქემების, ცხრილების, ნუსხების და სურათების შემცველი დანართი სისტემაში უნდა აიტვირთოს ცალკე დოკუმენტად, ნებისმიერ ფორმატში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.

    მუხლი 5. ნორმატიული აქტის (პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა

ნორმატიულიაქტის (პროექტის) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივიექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით.

    მუხლი 6. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება

1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნეს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.

2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.

3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

5. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას - მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს მაცნეს.

6. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნე აქვეყნებს ნორმატიული აქტის მისთვის გადაცემიდან/მიღებიდან 5 დღის ვადაში.

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.

8. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.

9. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

11. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად გადაეგზავნება სისტემის  მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა.

13. გამოქვეყნებისათვის გადმოგზავნილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის  ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014წ.

    მუხლი 7. ნორმატიული აქტის რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში

1. მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

3. ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.

4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუიგიგანსაზღვრულივადითარისმიღებული (გამოცემული));

ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;

ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.

6. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.

7. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).

8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.        

9.სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს (დანართი №2-ის შესაბამისად), მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს) (დანართი №3-ის შესაბამისად), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით.

    მუხლი 8. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია

1. მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.

2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.

3. მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად,  ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.

5.  მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. გამონაკლის შემთხვევებში, მაცნე ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში სხვა სახის შეცდომის გასწორებაც, თუ ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისი მიმართვისა და მტკიცებულების (კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საბოლოო და სათანადოდ დამოწმებული ტექსტის, ხელმოწერილი სხდომის ოქმისა და სხვა მტკიცებულებების) საფუძველზე სათანადოდ და ყოველ ეჭვს მიღმა დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.

5​1. მაცნე უფლებამოსილია დასაბუთებული უარი უთხრას ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის ტექსტის შესწორებაზე, თუ შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვერ დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.

6. მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.

 

დანართი №1

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა

             

№

           

ნორმატიული აქტის სახე

           

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი)

ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება

           

ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური

           

მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი

           

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

           

ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული))

           

ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

       

ნორმატიულ აქტში ცვლილების

შეტანის თარიღი

 

 

დანართი№2

ნორმატიული აქტის სახის ციფრობრივი კოდები

1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი

01

2

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება

02

3

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება

03

4

საქართველოს ორგანული კანონი

04

5

საქართველოს კანონი

05

6

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

06

7

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

07

8

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

08

9

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

09

10

საქართველოს მთავრობის დადგენილება

10

11

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება

11

12

ამოღებულია - 27.09.2016 წ., №177

 

13

ამოღებულია - 27.09.2016 წ., №177

 

14

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება

15

15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება

16

16

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება

17

17

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

18

18

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება

19

19

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება

58

20

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება

57

21

საქართველოს მინისტრის ბრძანება

22

22

გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება

61

23

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება

42

24

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება

43

25

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება

44

26

საქართველოს სტანდარტებისა და  მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება

45

27

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება

46

28

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება

48

29

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

54

30

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება

55

31

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება

59

32

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება

60

33

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება

25

34

სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი

40

35

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება

41

36

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება

62

 37

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება

63

38 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 64
39 საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება 65
40

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება

66
41

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება

67.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის  ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

29

2

ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

30

3

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება

31

4

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

32

5

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება

33

6

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება

34

7

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი

51

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიენიჭება კოდი - 35.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის  ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014წ.

 

დანართი №3

ნორმატიული აქტის  მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის)  ციფრობრივი კოდები

1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობისპირს ) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივიკოდი:

№

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

საქართველოს პარლამენტი

001

2

საქართველოს პრეზიდენტი

002

3

საქართველოს მთავრობა

003

4

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

004

5

ამოღებულია - 27.09.2016 წ., №177

 

6

ამოღებულია - 27.09.2016 წ., №177

 

7

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

008

8

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

009

9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

010

10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

011

11

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

012

12

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

070

13

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

069

14

 გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

073  

15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

022

16

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

023

17

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

024

18

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

19

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

026

20

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

027

21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

029

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

030

23

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

24

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

033

25

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

034

26

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

035

27

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

037

28

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი

038

29

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

047

30

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი

048

31

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

064

32

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

050

33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

051

34

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი

054

35

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

36

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე

065

37

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

066

38

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

067

39

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე

071

40

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

072

41

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

017

42

სხვა ადმინისტრაციული ორგანო

036

43

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე

046

44

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

074

45

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

 075

46 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი 076
47 საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 077
48 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 078
49

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

079.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.01.2014 წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის  ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015წ.
     საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017წ.
      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

№

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

056

2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

057

3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

058

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

059

5

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

060

6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

061

7

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

062

8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

063

3. მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:

№

მუნიციპალიტეტი

კოდი

1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

101

2

აჟარის მუნიციპალიტეტი

102

3

მესტიის მუნიციპალიტეტი

103

4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

104

5

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

105

6

ხობის მუნიციპალიტეტი

106

7

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

107

8

სენაკის მუნიციპალიტეტი

108

9

მარტვილის მუნიციპალიტეტი

109

10

აბაშის მუნიციპალიტეტი

110

11

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

111

12

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

112

13

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

113

14

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

114

15

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

115

16

ცაგერის მუნიციპალიტეტი

116

17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

117

18

ონის მუნიციპალიტეტი

118

19

ხონის მუნიციპალიტეტი

119

20

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

120

21

ვანის მუნიციპალიტეტი

121

22

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

122

23

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

123

24

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

124

25

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

125

26

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

126

27

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

127

28

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

128

29

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

129

30

საჩხერის მუნიციპალიტეტი

130

31

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

131

32

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

132

33

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

133

34

ქედის მუნიციპალიტეტი

134

35

შუახევის მუნიციპალიტეტი

135

36

ხულოს მუნიციპალიტეტი

136

37

ადიგენის მუნიციპალიტეტი

137

38

ახალციხის მუნიციპალიტეტი

138

39

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

139

40

ასპინძის მუნიციპალიტეტი

140

41

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

141

42

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

142

43

ხაშურის მუნიციპალიტეტი

143

44

ქარელის მუნიციპალიტეტი

144

45

თიღვის მუნიციპალიტეტი

145

46

ქურთის მუნიციპალიტეტი

146

47

ერედვის მუნიციპალიტეტი

147

48

გორის მუნიციპალიტეტი

148

49

კასპის მუნიციპალიტეტი

149

50

ახალგორის მუნიციპალიტეტი

150

51

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

151

52

დუშეთის მუნიციპალიტეტი

152

53

მცხეთის მუნიციპალიტეტი

153

54

თიანეთის მუნიციპალიტეტი

154

55

წალკის მუნიციპალიტეტი

155

56

დმანისის მუნიციპალიტეტი

156

57

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

157

58

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

158

59

მარნეულის მუნიციპალიტეტი

159

60

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

160

61

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

161

62

ახმეტის მუნიციპალიტეტი

162

63

თელავის მუნიციპალიტეტი

163

64

ყვარლის მუნიციპალიტეტი

164

65

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

165

66

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

166

67

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

167

68

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

168

69

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

169

70

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

71

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

72

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

73

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

74

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

75

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270

 

76

ამოღებულია - 28.12.2017წ., №270.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის  ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                   დანართი №4

მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა

№

სახელი, გვარი

მომხმარებლის სახელი

ელ.ფოსტა

თანამდებობა

უფლებები

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

შენიშვნა: უფლებების ველში ციფრით ჩაიწეროს შემდეგი უფლებებიდან ერთი ან რამდენიმე:

ა) პროექტის შედგენა;

ბ) ვიზირება;

გ) იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზაზე გადაგზავნა;

დ) მაცნეში გაგზავნა (საქმისწარმოების განმახორციელებელი თანამშრომლის უფლება);

ე) ხელმომწერის ფუნქცია (ხელმძღვანელი ან/და მოვალეობის შემსრულებელი).

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“, №158, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016225 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544716-15/