მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (40)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (37)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №158
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.
2. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
21. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, 2014 წლის 1 მარტამდე შეიძლება მომზადდეს, გამოიცეს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირების მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 23.12.2013 წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გადაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენასთან, მიღებასთან (გამოცემასთან), გადაგზავნასთან ან გადაცემასთან, აგრეთვე აღრიცხვასთან, სისტემატიზაციასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება.
3. წესის მოქმედება ვრცელდება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ.
4. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – მაცნე) პორტალის მეშვეობით.
5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.
6. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (პროექტის) შედგენისათვის, მიღებისათის (გამოცემისათვის), გადაგზავნისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე აღრიცხვის, სისტემატიზაციის და გამოქვეყნებისათვის სავალდებულოა სისტემის გამოყენება.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზით, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია, ნორმატიული აქტი (ნორმატიული აქტის პროექტი) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნოს მართვის იმ სხვა ავტომატური საშუალების გამოყენებით, რომელსაც მაცნე თავის საქმიანობაში იყენებს ან ტექნიკურად თავსებადია მასთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
მუხლი 2. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, მაცნე აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრს).
2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით მაცნეს ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაცია
1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოსათვის (თანამდებობის პირისთვის). ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანომ (თანამდებობის პირმა) დადგენილი წესით უნდა გაიაროს რეგისტრაცია სისტემაში.
2. სისტემაში რეგისტრაციის დროს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) წარმომადგენელმა ამ წესის შესაბამისად უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №4).
3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. მაცნე პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, მათ შორის, სისტემაში რეგისტრირებული პირის გათავისუფლების ან/და წვდომის სხვა საფუძვლით შეზღუდვის ან გაუქმებისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
5. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
მუხლი 4. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა
1. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალების – სისტემის მეშვეობით.
2. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენისას სისტემაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სათაური;
ბ) ნორმატიული აქტის სახე;
გ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).
3. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, მაცნეს ვებპორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ „11“ ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია „11“ ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.
4. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.
5. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა სისტემაში უნდა განხორციელდეს მისი სტრუქტურის შესაბამისად, კარებად (კოდექსში – წიგნებად), თავებად და მუხლებად (თუ ნორმატიული აქტი შედგება მხოლოდ პუნქტებისგან – პუნქტებად).
6. ტექსტის შემცველი დანართი ასევე უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად.
7. სქემების, ცხრილების, ნუსხების და სურათების შემცველი დანართი სისტემაში უნდა აიტვირთოს ცალკე დოკუმენტად, ნებისმიერ ფორმატში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
მუხლი 5. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა
1. ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით.
2. სამართლებრივი ექსპერტიზისთვის უნდა გაიგზავნოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტის პროექტი. ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივი დასკვნა უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
მუხლი 6. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნეს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.
2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
5. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას - მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს მაცნეს.
6. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნე აქვეყნებს ნორმატიული აქტის მისთვის გადაცემიდან/მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.
8. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
9. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.
10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად ეგზავნება სისტემის მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა. გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი ნორმატიული აქტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
13. გამოქვეყნებისათვის გადმოგზავნილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.

მუხლი 7. ნორმატიული აქტის რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში
1. მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
3. ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.
4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));
ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;
ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.
6. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.
7. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).
8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
9. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს (დანართი №2-ის შესაბამისად), მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს) (დანართი №3-ის შესაბამისად), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით.
მუხლი 8. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია
1. მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.
2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.
3. მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.
5. მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. გამონაკლის შემთხვევებში, მაცნე ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში სხვა სახის შეცდომის გასწორებაც, თუ ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისი მიმართვისა და მტკიცებულების (კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საბოლოო და სათანადოდ დამოწმებული ტექსტის, ხელმოწერილი სხდომის ოქმისა და სხვა მტკიცებულებების) საფუძველზე სათანადოდ და ყოველ ეჭვს მიღმა დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
51. მაცნე უფლებამოსილია დასაბუთებული უარი უთხრას ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის ტექსტის შესწორებაზე, თუ შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვერ დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
6. მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.
დანართი №1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
|
ნორმატი ული აქტის სახე |
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირ ის) სახელწოდება |
ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური |
მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი |
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი |
ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული) |
ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი |
ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი |
დანართი №2
ნორმატიული აქტის სახის ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
|
№ |
ნორმატიული აქტის სახე |
კოდი |
|
1 |
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
01 |
|
2 |
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება |
02 |
|
3 |
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
03 |
|
4 |
საქართველოს ორგანული კანონი |
04 |
|
5 |
საქართველოს კანონი |
05 |
|
6 |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
06 |
|
7 |
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი |
07 |
|
8 |
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
08 |
| 81 | საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება | 75 |
|
9 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
09 |
|
10 |
საქართველოს მთავრობის დადგენილება |
10 |
|
11 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
11 |
|
12 |
ამოღებულია - 27.09.2016, №177 |
|
|
13 |
ამოღებულია - 27.09.2016, №177 |
|
|
14 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
15 |
|
15 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
16 |
|
16 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
17 |
|
17 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
18 |
|
18 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
19 |
|
19 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
58 |
|
20 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
57 |
|
21 |
საქართველოს მინისტრის ბრძანება |
22 |
|
22 |
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
61 |
|
23 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
42 |
|
24 |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
43 |
|
25 |
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება |
44 |
|
26 |
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება |
45 |
|
27 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება |
46 |
|
28 |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
48 |
|
29 |
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
54 |
|
30 |
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
55 |
|
31 |
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
59 |
|
32 |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
60 |
|
33 |
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
25 |
|
34 |
სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი |
40 |
|
35 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
41 |
|
36 |
(ამოღებულია - 01.03.2022, №811) |
|
|
37 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
63 |
|
38 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
64 |
|
39 |
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
65 |
|
40 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
66 |
|
41 |
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
67 |
|
42 |
ამოღებულია - 09.02.2022, №807 |
|
|
43 |
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება |
69 |
|
44 |
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
70 |
|
45 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება |
71 |
|
46 |
(ამოღებულია - 01.03.2022, №811) |
|
| 47 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
73 |
| 48 | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება | 74 |
| 49 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება | 76 |
| 50 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 77 |
| 51 | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება | 78 |
| 52 | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება | 79 |
| 53 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება | 80 |
| 54 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება | 81 |
|
55 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება |
82 |
|
56 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება |
83 |
| 57 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება | 84 |
| 58 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება | 85 |
| 59 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება |
86 |
| 60 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება | 87. |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
|
№ |
ნორმატიული აქტის სახე |
კოდი |
|
1 |
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია |
29 |
|
2 |
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
30 |
|
3 |
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
31 |
|
4 |
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
32 |
|
5 |
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
33 |
|
6 |
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
34 |
|
7 |
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
51. |
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიენიჭება კოდი - 35.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი , 10.07.2014 წ .
დანართი №3
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივიკოდი:
|
№ |
ნორმატიული აქტის მიმღები ( გამომცემი ) ორგანო ( თანამდებობის პირი ) |
კოდი |
|
1 |
საქართველოს პარლამენტი |
001 |
|
2 |
საქართველოს პრეზიდენტი |
002 |
| 21 | საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი | 087 |
|
3 |
საქართველოს მთავრობა |
003 |
|
4 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
004 |
|
5 |
ამოღებულია - 27.09.2016, №177 |
|
|
6 |
ამოღებულია - 27.09.2016, №177 |
|
|
7 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
008 |
|
8 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
009 |
|
9 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
010 |
|
10 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
011 |
|
11 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
012 |
|
12 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
070 |
|
13 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
069 |
|
14 |
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე |
073 |
|
15 |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
022 |
|
16 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
023 |
|
17 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
024 |
|
18 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
19 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
026 |
|
20 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
027 |
|
21 |
ამოღებულია - 24.08.2018, №322 |
|
|
22 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
030 |
|
23 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
24 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
033 |
|
25 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
034 |
|
26 |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
035 |
|
27 |
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი |
037 |
|
28 |
ამოღებულია - 24.08.2018, №322 |
|
|
29 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
047 |
|
30 |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი |
048 |
|
31 |
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი |
064 |
|
32 |
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი |
050 |
|
33 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი |
051 |
|
34 |
ამოღებულია - 24.08.2018, №322 |
|
|
35 |
ამოღებულია - 28.12.2018, №270 |
|
|
36 |
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე |
065 |
|
37 |
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
066 |
|
38 |
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
067 |
|
39 |
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე |
071 |
|
40 |
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
072 |
|
41 |
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
017 |
|
42 |
სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
036 |
|
43 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე |
046 |
|
44 |
(ამოღებულია - 01.03.2022, №811) |
|
|
45 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
075 |
|
46 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
076 |
|
47 |
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
077 |
|
48 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო |
078 |
|
49 |
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
079 |
|
50 |
ამოღებულია - 09.02.2022, №807 |
|
|
51 |
მოქალაქეობის საკითხთა კომისია |
081 |
|
52 |
საქართველოს გენერალური პროკურორი |
082 |
|
53 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე |
083 |
|
54 |
(ამოღებულია - 01.03.2022, №811) |
|
| 55 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
085 |
| 56 | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 086 |
| 57 | საქართველოს კულტურის მინისტრი | 088 |
| 58 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი | 089 |
| 59 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი | 090 |
| 60 | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი | 091 |
| 61 | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი | 092 |
| 62 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი | 093 |
| 63 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი | 094 |
| 64 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი | 095 |
| 65 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო | 096 |
| 66 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი | 097 |
| 67 | საქართველოს სპორტის მინისტრი | 098 |
| 68 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე | 099 |
| 69 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი |
100 |
| 70 | საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი | 101 |
| 71 | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე | 102. |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №689 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
|
№ |
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) |
კოდი |
|
1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
056 |
|
2 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
057 |
|
3 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
058 |
|
4 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
059 |
|
5 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
060 |
|
6 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
061 |
|
7 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
062 |
|
8 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
063. |
3. მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
|
№ |
მუნიციპალიტეტი |
კოდი |
|
1 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
101 |
|
2 |
აჟარის მუნიციპალიტეტი |
102 |
|
3 |
მესტიის მუნიციპალიტეტი |
103 |
|
4 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
104 |
|
5 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
105 |
|
6 |
ხობის მუნიციპალიტეტი |
106 |
|
7 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
107 |
|
8 |
სენაკის მუნიციპალიტეტი |
108 |
|
9 |
მარტვილის მუნიციპალიტეტი |
109 |
|
10 |
აბაშის მუნიციპალიტეტი |
110 |
|
11 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
111 |
|
12 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
112 |
|
13 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
113 |
|
14 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
114 |
|
15 |
ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
115 |
|
16 |
ცაგერის მუნიციპალიტეტი |
116 |
|
17 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
117 |
|
18 |
ონის მუნიციპალიტეტი |
118 |
|
19 |
ხონის მუნიციპალიტეტი |
119 |
|
20 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
120 |
|
21 |
ვანის მუნიციპალიტეტი |
121 |
|
22 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
122 |
|
23 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
123 |
|
24 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
124 |
|
25 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
125 |
|
26 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
126 |
|
27 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
127 |
|
28 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
128 |
|
29 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
129 |
|
30 |
საჩხერის მუნიციპალიტეტი |
130 |
|
31 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
131 |
|
32 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
132 |
|
33 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
133 |
|
34 |
ქედის მუნიციპალიტეტი |
134 |
|
35 |
შუახევის მუნიციპალიტეტი |
135 |
|
36 |
ხულოს მუნიციპალიტეტი |
136 |
|
37 |
ადიგენის მუნიციპალიტეტი |
137 |
|
38 |
ახალციხის მუნიციპალიტეტი |
138 |
|
39 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
139 |
|
40 |
ასპინძის მუნიციპალიტეტი |
140 |
|
41 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
141 |
|
42 |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
142 |
|
43 |
ხაშურის მუნიციპალიტეტი |
143 |
|
44 |
ქარელის მუნიციპალიტეტი |
144 |
|
45 |
თიღვის მუნიციპალიტეტი |
145 |
|
46 |
ქურთის მუნიციპალიტეტი |
146 |
|
47 |
ერედვის მუნიციპალიტეტი |
147 |
|
48 |
გორის მუნიციპალიტეტი |
148 |
|
49 |
კასპის მუნიციპალიტეტი |
149 |
|
50 |
ახალგორის მუნიციპალიტეტი |
150 |
|
51 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
151 |
|
52 |
დუშეთის მუნიციპალიტეტი |
152 |
|
53 |
მცხეთის მუნიციპალიტეტი |
153 |
|
54 |
თიანეთის მუნიციპალიტეტი |
154 |
|
55 |
წალკის მუნიციპალიტეტი |
155 |
|
56 |
დმანისის მუნიციპალიტეტი |
156 |
|
57 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
157 |
|
58 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
158 |
|
59 |
მარნეულის მუნიციპალიტეტი |
159 |
|
60 |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
160 |
|
61 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
161 |
|
62 |
ახმეტის მუნიციპალიტეტი |
162 |
|
63 |
თელავის მუნიციპალიტეტი |
163 |
|
64 |
ყვარლის მუნიციპალიტეტი |
164 |
|
65 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
165 |
|
66 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
166 |
|
67 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
167 |
|
68 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
168 |
|
69 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
169 |
|
70 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
71 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
72 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
73 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
74 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
75 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270 |
|
|
76 |
ამოღებულია - 28.12.2017, №270. |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
დანართი №4
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა
|
№ |
სახელი, გვარი |
მომხმარებლის სახელი |
ელფოსტა |
თანამდებობა |
უფლებები |
|
1 |
|||||
|
2 |
შენიშვნა: უფლებების ველში ციფრით ჩაიწეროს შემდეგი უფლებებიდან ერთი ან რამდენიმე:
ა) პროექტის შედგენა;
ბ) ვიზირება;
გ) იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზაზე გადაგზავნა;
დ) მაცნეში გაგზავნა (საქმისწარმოების განმახორციელებელი თანამშრომლის უფლება);
ე) ხელმომწერის ფუნქცია (ხელმძღვანელი ან/და მოვალეობის შემსრულებელი).
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №158
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.
2. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
21. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, 2014 წლის 1 მარტამდე შეიძლება მომზადდეს, გამოიცეს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირების მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 23.12.2013 წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
ზ. ადეიშვილი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გადაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენასთან, მიღებასთან (გამოცემასთან), გადაგზავნასთან ან გადაცემასთან, აგრეთვე აღრიცხვასთან, სისტემატიზაციასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება.
3. წესის მოქმედება ვრცელდება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ.
4. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – მაცნე) პორტალის მეშვეობით.
5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.
6. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (პროექტის) შედგენისათვის, მიღებისათის (გამოცემისათვის), გადაგზავნისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე აღრიცხვის, სისტემატიზაციის და გამოქვეყნებისათვის სავალდებულოა სისტემის გამოყენება.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზით, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია, ნორმატიული აქტი (ნორმატიული აქტის პროექტი) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნოს მართვის იმ სხვა ავტომატური საშუალების გამოყენებით, რომელსაც მაცნე თავის საქმიანობაში იყენებს ან ტექნიკურად თავსებადია მასთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
მუხლი 2. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, მაცნე აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრს).
2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით მაცნეს ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაცია
1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოსათვის (თანამდებობის პირისთვის). ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანომ (თანამდებობის პირმა) დადგენილი წესით უნდა გაიაროს რეგისტრაცია სისტემაში.
2. სისტემაში რეგისტრაციის დროს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) წარმომადგენელმა ამ წესის შესაბამისად უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №4).
3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. მაცნე პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, მათ შორის, სისტემაში რეგისტრირებული პირის გათავისუფლების ან/და წვდომის სხვა საფუძვლით შეზღუდვის ან გაუქმებისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
5. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
მუხლი 4. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა
1. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალების – სისტემის მეშვეობით.
2. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენისას სისტემაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სათაური;
ბ) ნორმატიული აქტის სახე;
გ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).
3. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, მაცნეს ვებპორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ „11“ ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია „11“ ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.
4. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.
5. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა სისტემაში უნდა განხორციელდეს მისი სტრუქტურის შესაბამისად, კარებად (კოდექსში – წიგნებად), თავებად და მუხლებად (თუ ნორმატიული აქტი შედგება მხოლოდ პუნქტებისგან – პუნქტებად).
6. ტექსტის შემცველი დანართი ასევე უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად.
7. სქემების, ცხრილების, ნუსხების და სურათების შემცველი დანართი სისტემაში უნდა აიტვირთოს ცალკე დოკუმენტად, ნებისმიერ ფორმატში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
მუხლი 5. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა
1. ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით.
2. სამართლებრივი ექსპერტიზისთვის უნდა გაიგზავნოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტის პროექტი. ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივი დასკვნა უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
მუხლი 6. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნეს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.
2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
5. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას - მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს მაცნეს.
6. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნე აქვეყნებს ნორმატიული აქტის მისთვის გადაცემიდან/მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.
8. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
9. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.
10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად ეგზავნება სისტემის მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა. გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი ნორმატიული აქტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
13. გამოქვეყნებისათვის გადმოგზავნილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
მუხლი 7. ნორმატიული აქტის რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში
1. მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
3. ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.
4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));
ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;
ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.
6. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.
7. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).
8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
9. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს (დანართი №2-ის შესაბამისად), მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს) (დანართი №3-ის შესაბამისად), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით.
მუხლი 8. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია
1. მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.
2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.
3. მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.
5. მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. გამონაკლის შემთხვევებში, მაცნე ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში სხვა სახის შეცდომის გასწორებაც, თუ ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისი მიმართვისა და მტკიცებულების (კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საბოლოო და სათანადოდ დამოწმებული ტექსტის, ხელმოწერილი სხდომის ოქმისა და სხვა მტკიცებულებების) საფუძველზე სათანადოდ და ყოველ ეჭვს მიღმა დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
51. მაცნე უფლებამოსილია დასაბუთებული უარი უთხრას ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის ტექსტის შესწორებაზე, თუ შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვერ დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
6. მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.
დანართი №1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
№
ნორმატი ული აქტის სახე
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი)
ორგანოს (თანამდებობის პირ ის) სახელწოდება
ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური
მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი
ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)
ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
ნორმატიულ აქტში ცვლილების
შეტანის თარიღი
დანართი №2
ნორმატიული აქტის სახის ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
ნორმატიული აქტის სახე
კოდი
1
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
01
2
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება
02
3
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
03
4
საქართველოს ორგანული კანონი
04
5
საქართველოს კანონი
05
6
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
06
7
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი
07
8
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
08
81 საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება 75
9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
09
10
საქართველოს მთავრობის დადგენილება
10
11
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
11
12
ამოღებულია - 27.09.2016, №177
13
ამოღებულია - 27.09.2016, №177
14
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
15
15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
16
16
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
17
17
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
18
18
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
19
19
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
58
20
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
57
21
საქართველოს მინისტრის ბრძანება
22
22
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
61
23
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
42
24
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
43
25
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
44
26
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
45
27
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება
46
28
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
48
29
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
54
30
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
55
31
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
59
32
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
60
33
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
25
34
სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი
40
35
41
36
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
37
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
63
38
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
64
39
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება
65
40
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
66
41
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
67
42
ამოღებულია - 09.02.2022, №807
43
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
69
44
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
70
45
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
71
46
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
47
47
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
73
[47
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
(ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)].
73
48 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 74
49 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 76
50 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 77
51 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 78
52 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 79
53 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება 80
54 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 81
55
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება
82
56
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება
83
57 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84
58 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება 85
[59
59
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება
(ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)].
86
60 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 87.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
ნორმატიული აქტის სახე
კოდი
1
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია
29
2
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
30
3
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
31
4
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
32
5
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
33
6
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
34
7
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
51.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიენიჭება კოდი - 35.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი , 10.07.2014 წ .
დანართი №3
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივიკოდი:
№
ნორმატიული აქტის მიმღები ( გამომცემი ) ორგანო ( თანამდებობის პირი )
კოდი
1
საქართველოს პარლამენტი
001
2
საქართველოს პრეზიდენტი
002
21 საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 087
3
საქართველოს მთავრობა
003
4
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
004
5
ამოღებულია - 27.09.2016, №177
6
ამოღებულია - 27.09.2016, №177
7
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
008
8
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
009
9
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
010
10
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
011
11
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
012
12
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
070
13
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
069
14
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
073
15
022
16
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
023
17
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
024
18
ამოღებულია - 28.12.2017, №270
19
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
026
20
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
027
21
ამოღებულია - 24.08.2018, №322
22
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
030
23
ამოღებულია - 28.12.2017, №270
24
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
033
25
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
034
26
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
035
27
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
037
28
ამოღებულია - 24.08.2018, №322
29
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
047
30
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
048
31
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
064
32
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
050
33
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
051
34
ამოღებულია - 24.08.2018, №322
35
ამოღებულია - 28.12.2018, №270
36
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე
065
37
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
066
38
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
067
39
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე
071
40
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
072
41
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
017
42
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
036
43
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
046
44
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
45
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
075
46
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
076
47
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
077
48
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
078
49
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
079
50
ამოღებულია - 09.02.2022, №807
51
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
081
52
საქართველოს გენერალური პროკურორი
082
53
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე
083
54
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
55
55
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
085
[55
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
(ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)].
085
56 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 086
57 საქართველოს კულტურის მინისტრი 088
58 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი 089
59 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 090
60 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი 091
61 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი 092
62 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი 093
63 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი 094
64 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი 095
65 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო 096
66 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 097
67 საქართველოს სპორტის მინისტრი 098
68 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე 099
[69
69
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი
(ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან)].
100
70 საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი 101
71 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე 102.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №689 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
№
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)
კოდი
1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
056
2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
057
3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
058
4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
059
5
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
060
6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
061
7
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
062
8
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
063.
3. მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
მუნიციპალიტეტი
კოდი
1
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
101
2
აჟარის მუნიციპალიტეტი
102
3
მესტიის მუნიციპალიტეტი
103
4
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
104
5
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
105
6
ხობის მუნიციპალიტეტი
106
7
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
107
8
სენაკის მუნიციპალიტეტი
108
9
მარტვილის მუნიციპალიტეტი
109
10
აბაშის მუნიციპალიტეტი
110
11
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
111
12
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
112
13
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
113
14
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
114
15
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
115
16
ცაგერის მუნიციპალიტეტი
116
17
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
117
18
ონის მუნიციპალიტეტი
118
19
ხონის მუნიციპალიტეტი
119
20
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
120
21
ვანის მუნიციპალიტეტი
121
22
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
122
23
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
123
24
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
124
25
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
125
26
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
126
27
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
127
28
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
128
29
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
129
30
საჩხერის მუნიციპალიტეტი
130
31
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
131
32
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
132
33
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
133
34
ქედის მუნიციპალიტეტი
134
35
შუახევის მუნიციპალიტეტი
135
36
ხულოს მუნიციპალიტეტი
136
37
ადიგენის მუნიციპალიტეტი
137
38
ახალციხის მუნიციპალიტეტი
138
39
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
139
40
ასპინძის მუნიციპალიტეტი
140
41
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
141
42
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
142
43
ხაშურის მუნიციპალიტეტი
143
44
ქარელის მუნიციპალიტეტი
144
45
თიღვის მუნიციპალიტეტი
145
46
ქურთის მუნიციპალიტეტი
146
47
ერედვის მუნიციპალიტეტი
147
48
გორის მუნიციპალიტეტი
148
49
კასპის მუნიციპალიტეტი
149
50
ახალგორის მუნიციპალიტეტი
150
51
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
151
52
დუშეთის მუნიციპალიტეტი
152
53
მცხეთის მუნიციპალიტეტი
153
54
თიანეთის მუნიციპალიტეტი
154
55
წალკის მუნიციპალიტეტი
155
56
დმანისის მუნიციპალიტეტი
156
57
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
157
58
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
158
59
მარნეულის მუნიციპალიტეტი
159
60
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
160
61
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
161
62
ახმეტის მუნიციპალიტეტი
162
63
თელავის მუნიციპალიტეტი
163
64
ყვარლის მუნიციპალიტეტი
164
65
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
165
66
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
166
67
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
167
68
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
168
69
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
169
70
ამოღებულია - 28.12.2017, №270
71
ამოღებულია - 28.12.2017, №270
72
ამოღებულია - 28.12.2017, №270
73
ამოღებულია - 28.12.2017, №270
74
ამოღებულია - 28.12.2017, №270
75
ამოღებულია - 28.12.2017, №270
76
ამოღებულია - 28.12.2017, №270.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
დანართი №4
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა
№
სახელი, გვარი
მომხმარებლის სახელი
ელფოსტა
თანამდებობა
უფლებები
1
2
შენიშვნა: უფლებების ველში ციფრით ჩაიწეროს შემდეგი უფლებებიდან ერთი ან რამდენიმე:
ა) პროექტის შედგენა;
ბ) ვიზირება;
გ) იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზაზე გადაგზავნა;
დ) მაცნეში გაგზავნა (საქმისწარმოების განმახორციელებელი თანამშრომლის უფლება);
ე) ხელმომწერის ფუნქცია (ხელმძღვანელი ან/და მოვალეობის შემსრულებელი).
+
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №158
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.
2. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში მოქმედებს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის ან გადაცემის შემთხვევაში – „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანებით დამტკიცებული წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
21. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, 2014 წლის 1 მარტამდე შეიძლება მომზადდეს, გამოიცეს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირების მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 23.12.2013 წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის №236 ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
ზ. ადეიშვილი
მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გადაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენასთან, მიღებასთან (გამოცემასთან), გადაგზავნასთან ან გადაცემასთან, აგრეთვე აღრიცხვასთან, სისტემატიზაციასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება.
3. წესის მოქმედება ვრცელდება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ.
4. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – მაცნე) პორტალის მეშვეობით.
5. ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებსა და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) არსებულ პროცედურებს შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისტემაში არსებულ პროცედურებს. ასეთი შეუსაბამობის წარმოქმნიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უნდა უზრუნველყოს წესში შესაბამისი ცვლილებების შესატანად კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყება.
6. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (პროექტის) შედგენისათვის, მიღებისათის (გამოცემისათვის), გადაგზავნისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე აღრიცხვის, სისტემატიზაციის და გამოქვეყნებისათვის სავალდებულოა სისტემის გამოყენება.
7. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნა ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით ვერ ხორციელდება ტექნიკური მიზეზით, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია, ნორმატიული აქტი (ნორმატიული აქტის პროექტი) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნოს მართვის იმ სხვა ავტომატური საშუალების გამოყენებით, რომელსაც მაცნე თავის საქმიანობაში იყენებს ან ტექნიკურად თავსებადია მასთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №1013 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
მუხლი 2. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი🔗
1. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით, მაცნე აწარმოებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრს).
2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით მაცნეს ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3. სისტემაში რეგისტრაცია🔗
1. სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანოსათვის (თანამდებობის პირისთვის). ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ყველა ორგანომ (თანამდებობის პირმა) დადგენილი წესით უნდა გაიაროს რეგისტრაცია სისტემაში.
2. სისტემაში რეგისტრაციის დროს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) წარმომადგენელმა ამ წესის შესაბამისად უნდა შეავსოს მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადი (დანართი №4).
3. რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე. მაცნე პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი ან განთავსებული ინფორმაციისა თუ დოკუმენტის სისწორეზე ან/და უტყუარობაზე, ან აღნიშნული ინფორმაციის ან დოკუმენტის სისტემაში შეყვანის ან განთავსების შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
4. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, მათ შორის, სისტემაში რეგისტრირებული პირის გათავისუფლების ან/და წვდომის სხვა საფუძვლით შეზღუდვის ან გაუქმებისას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
5. სისტემაში შესვლით რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება სისტემის გამოყენების პირობებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
მუხლი 4. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა🔗
1. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მართვის ავტომატური საშუალების – სისტემის მეშვეობით.
2. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენისას სისტემაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სათაური;
ბ) ნორმატიული აქტის სახე;
გ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).
3. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, მაცნეს ვებპორტალზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად, შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ „11“ ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია „11“ ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.
4. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით, შრიფტით არანაკლებ „9“ ზომისა. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა. შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.
5. ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა სისტემაში უნდა განხორციელდეს მისი სტრუქტურის შესაბამისად, კარებად (კოდექსში – წიგნებად), თავებად და მუხლებად (თუ ნორმატიული აქტი შედგება მხოლოდ პუნქტებისგან – პუნქტებად).
6. ტექსტის შემცველი დანართი ასევე უნდა დამუშავდეს სისტემაში არსებული რედაქტორის მეშვეობით, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად.
7. სქემების, ცხრილების, ნუსხების და სურათების შემცველი დანართი სისტემაში უნდა აიტვირთოს ცალკე დოკუმენტად, ნებისმიერ ფორმატში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
მუხლი 5. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა🔗
1. ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით.
2. სამართლებრივი ექსპერტიზისთვის უნდა გაიგზავნოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტის პროექტი. ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივი დასკვნა უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
მუხლი 6. ნორმატიული აქტების გამოქვეყნება🔗
1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნეს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.
2. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
5. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას - მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა, გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს მაცნეს.
6. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნე აქვეყნებს ნორმატიული აქტის მისთვის გადაცემიდან/მიღებიდან 5 დღის ვადაში.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.
8. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
9. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.
10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი მაცნეს უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს და გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად ეგზავნება სისტემის მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა. გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი ნორმატიული აქტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
13. გამოქვეყნებისათვის გადმოგზავნილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებში მითითებული, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №316 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
მუხლი 7. ნორმატიული აქტის რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში🔗
1. მაცნეს ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს მისი მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
2. ერთობლივ ნორმატიულ აქტს ენიჭება იმ უწყების (მიმღების) სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
3. ნორმატიული აქტები, მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.
4. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილება ამ მუხლით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));
ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
ვ) იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი;
ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თარიღი.
6. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი მაცნეს სარეგისტრაციოდ გადაეცემა ბეჭდვითი ფორმით, 2 ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული.
7. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში (დანართი №1).
8. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
9. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს (დანართი №2-ის შესაბამისად), მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს) (დანართი №3-ის შესაბამისად), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს სახელმწიფო რეესტრის შესაბამისი ნაწილის მიხედვით.
მუხლი 8. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია🔗
1. მაცნეს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს აქვს ოფიციალური იურიდიული ძალა.
2. ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია გულისხმობს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვას იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და მისი ტექსტის საბოლოო მდგომარეობაში მოყვანას.
3. მაცნე ნორმატიული აქტის სისტემატიზაციას უზრუნველყოფს ნორმატიული აქტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
4. ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის შედეგად, ნორმატიულ აქტში შესაბამისი ცვლილების რეკვიზიტები (ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული და ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი) ნორმატიულ აქტში მიეთითება პეტიტის სახით.
5. მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი. გამონაკლის შემთხვევებში, მაცნე ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში სხვა სახის შეცდომის გასწორებაც, თუ ნორმატიული აქტის მიმღები ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისი მიმართვისა და მტკიცებულების (კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საბოლოო და სათანადოდ დამოწმებული ტექსტის, ხელმოწერილი სხდომის ოქმისა და სხვა მტკიცებულებების) საფუძველზე სათანადოდ და ყოველ ეჭვს მიღმა დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
51. მაცნე უფლებამოსილია დასაბუთებული უარი უთხრას ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის ტექსტის შესწორებაზე, თუ შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი) ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვერ დაასაბუთებს, რომ ნორმატიული აქტის ტექსტი, როგორც ის მაცნეს გაეგზავნა გამოსაქვეყნებლად, ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო განსხვავდება ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული ტექსტისაგან.
6. მაცნე უფლებამოსილია არ განახორციელოს ნორმატიული აქტის სისტემატიზაცია, თუ შეუძლებელია ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა იმ ნორმატიულ აქტში, რომელშიც შედის ცვლილება და აღნიშნულის თაობაზე პეტიტის სახით მიეთითება სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №41 - ვებგვერდი, 15.08.2014 წ.
დანართი №1
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
№
ნორმატი ული აქტის სახე
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი)
ორგანოს (თანამდებობის პირ ის) სახელწოდება
ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური
მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი
ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)
ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
ნორმატიულ აქტში ცვლილების
შეტანის თარიღი
დანართი №2
ნორმატიული აქტის სახის ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
ნორმატიული აქტის სახე
კოდი
1
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
01
2
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება
02
3
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
03
4
საქართველოს ორგანული კანონი
04
5
საქართველოს კანონი
05
6
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
06
7
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი
07
8
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
08
81 საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება 75
9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
09
10
საქართველოს მთავრობის დადგენილება
10
11
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
11
12
ამოღებულია - 27.09.2016, №177
13
ამოღებულია - 27.09.2016, №177
14
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
15
15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
16
16
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
17
17
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
18
18
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
19
19
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
58
20
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
57
21
საქართველოს მინისტრის ბრძანება
22
22
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
61
23
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
42
24
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
43
25
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
44
26
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
45
27
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება
46
28
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
48
29
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
54
30
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
55
31
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
59
32
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
60
33
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
25
34
სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი
40
35
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
41
36
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
37
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
63
38
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
64
39
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება
65
40
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
66
41
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება
67
42
ამოღებულია - 09.02.2022, №807
43
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება
69
44
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
70
45
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
71
46
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
47
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
73
48 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება 74
49 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 76
50 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 77
51 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 78
52 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება 79
53 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება 80
54 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 81
55
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება
82
56
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება
83
57 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84
58 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება 85
59
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება
86
60 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 87.
60 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 87
61 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება 88.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 22 მაისის ბრძანება №1071 - ვებგვერდი, 22.05.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
ნორმატიული აქტის სახე
კოდი
1
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია 29
2
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
30
3
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
31
4
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
32
5
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
33
6
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
34
7
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
51.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიენიჭება კოდი - 35.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი , 10.07.2014 წ .
დანართი №3
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ციფრობრივი კოდები
1. საქართველოს ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივიკოდი:
№
ნორმატიული აქტის მიმღები ( გამომცემი ) ორგანო ( თანამდებობის პირი )
კოდი
1
საქართველოს პარლამენტი
001
2
საქართველოს პრეზიდენტი
002
21 საქართველოს პრეზიდენტი – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 087
3
საქართველოს მთავრობა
003
4
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
004
5
ამოღებულია - 27.09.2016, №177
6
ამოღებულია - 27.09.2016, №177
7
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
008
8
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
009
9
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
010
10
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
011
11
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
012
12
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
070
13
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
069
14
გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
073
15
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
022
16
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
023
17
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
024
18
ამოღებულია - 28.12.2017, №270
19
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
026
20
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
027
21
ამოღებულია - 24.08.2018, №322
22
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
030
23
ამოღებულია - 28.12.2017, №270
24
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
033
25
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
034
26
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
035
27
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
037
28
ამოღებულია - 24.08.2018, №322
29
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
047
30
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
048
31
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
064
32
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
050
33
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
051
34
ამოღებულია - 24.08.2018, №322
35
ამოღებულია - 28.12.2018, №270
36
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –საქპატენტის თავმჯდომარე
065
37
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
066
38
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
067
39
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე
071
40
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
072
41
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
017
42
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
036
43
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე
046
44
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
45
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
075
46
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
076
47
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
077
48
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
078
49
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
079
50
ამოღებულია - 09.02.2022, №807
51
მოქალაქეობის საკითხთა კომისია
081
52
საქართველოს გენერალური პროკურორი
082
53
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე
083
54
(ამოღებულია - 01.03.2022, №811)
55
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
085
56 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 086
57 საქართველოს კულტურის მინისტრი 088
58 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი 089
59 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 090
60 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი 091
61 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი 092
62 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი 093
63 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი 094
64 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი 095
65 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო 096
66 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი 097
67 საქართველოს სპორტის მინისტრი 098
68 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე 099
69
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი
100
70 საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი 101
71 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე 102.
71 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე 102
72 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 103.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 29.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 30.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №192 - ვებგვერდი, 27.12.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 მაისის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 07.05.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 16.01.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 02.09.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 ივლისის ბრძანება № 83 - ვებგვერდი, 21.07.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 27.09.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №226 - ვებგვერდი, 28.03.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 04.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 24.08.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 09.01.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის ბრძანება №392 - ვებგვერდი, 27.03.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მაისის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 20.05.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №478 - ვებგვერდი, 27.12.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ივლისის ბრძანება №574 - ვებგვერდი, 09.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №651 - ვებგვერდი, 12.11.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 18 მარტის ბრძანება №689 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №807 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №811 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №845 - ვებგვერდი, 21.07.2022წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №889 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №927 - ვებგვერდი, 31.08.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის ბრძანება №966 - ვებგვერდი, 05.01.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №1029 - ვებგვერდი, 01.11.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №1033 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 მარტის ბრძანება №1063 - ვებგვერდი, 11.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №1066 - ვებგვერდი, 31.03.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 29 აპრილის ბრძანება №1070 - ვებგვერდი, 29.04.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 22 მაისის ბრძანება №1071 - ვებგვერდი, 22.05.2025 წ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
№
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)
კოდი
1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
056
2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
057
3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
058
4
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
059
5
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
060
6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
061
7
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
062
8
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
063.
3. მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
№
მუნიციპალიტეტი
კოდი
1
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
101
2
აჟარის მუნიციპალიტეტი
102
3
მესტიის მუნიციპალიტეტი
103
4
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
104
5
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
105
6
ხობის მუნიციპალიტეტი
106
7
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
107
8
სენაკის მუნიციპალიტეტი
108
9
მარტვილის მუნიციპალიტეტი
109
10
აბაშის მუნიციპალიტეტი
110
11
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
111
12
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
112
13
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
113
14
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
114
15
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
115
16
ცაგერის მუნიციპალიტეტი
116
17
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
117
18
ონის მუნიციპალიტეტი
118
19
ხონის მუნიციპალიტეტი
119
20
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
120
21
ვანის მუნიციპალიტეტი
121
22
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
122
23
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
123
24
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
124
25
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
125
26
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
126
27
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
127
28
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
128
29
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
129
30
საჩხერის მუნიციპალიტეტი
130
31
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
131
32
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
132
33
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
133
34
ქედის მუნიციპალიტეტი
134
35
შუახევის მუნიციპალიტეტი
135
36
ხულოს მუნიციპალიტეტი
136
37
ადიგენის მუნიციპალიტეტი
137
38
ახალციხის მუნიციპალიტეტი
138
39
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
139
40
ასპინძის მუნიციპალიტეტი
140
41
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
141
42
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
142
43
ხაშურის მუნიციპალიტეტი
143
44
ქარელის მუნიციპალიტეტი
144
45
თიღვის მუნიციპალიტეტი
145
46
ქურთის მუნიციპალიტეტი
146
47
ერედვის მუნიციპალიტეტი
147
48
გორის მუნიციპალიტეტი
148
49
კასპის მუნიციპალიტეტი
149
50
ახალგორის მუნიციპალიტეტი
150
51
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
151
52
დუშეთის მუნიციპალიტეტი
152
53
მცხეთის მუნიციპალიტეტი
153
54
თიანეთის მუნიციპალიტეტი
154
55
წალკის მუნიციპალიტეტი
155
56
დმანისის მუნიციპალიტეტი
156
57
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
157
58
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
158
59
მარნეულის მუნიციპალიტეტი
159
60
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
160
61
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
161
62
ახმეტის მუნიციპალიტეტი
162
63
თელავის მუნიციპალიტეტი
163
64
ყვარლის მუნიციპალიტეტი
164
65
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
165
66
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
166
67
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
167
68
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
168
69
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
169
70
ამოღებულია - 28.12.2017, №270
71
ამოღებულია - 28.12.2017, №270
72
ამოღებულია - 28.12.2017, №270
73
ამოღებულია - 28.12.2017, №270
74
ამოღებულია - 28.12.2017, №270
75
ამოღებულია - 28.12.2017, №270
76
ამოღებულია - 28.12.2017, №270.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.07.2014 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №270 - ვებგვერდი, 28.12.2017 წ.
დანართი №4
მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა
№
სახელი, გვარი
მომხმარებლის სახელი
ელფოსტა
თანამდებობა
უფლებები
1
2
შენიშვნა: უფლებების ველში ციფრით ჩაიწეროს შემდეგი უფლებებიდან ერთი ან რამდენიმე:
ა) პროექტის შედგენა;
ბ) ვიზირება;
გ) იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზაზე გადაგზავნა;
დ) მაცნეში გაგზავნა (საქმისწარმოების განმახორციელებელი თანამშრომლის უფლება);
ე) ხელმომწერის ფუნქცია (ხელმძღვანელი ან/და მოვალეობის შემსრულებელი).
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“, №158, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016225 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1544716-37/