1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქვემდგომმა ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომაც. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის II თავის დებულებები ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების შესახებ.
3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უფლებამოსილების როგორც ერთჯერადი, ისე განსაზღვრული ვადით დელეგირება.
4. აღსრულების უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამდებობის პირს, რომელსაც სამსახურებრივად აკისრია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მოვალეობა.
5. პირი ვალდებულია იქონიოს შესაბამისი უფლების დამადასტურებელი პირადობის მოწმობა და წარადგინოს იგი იმ პირების მოთხოვნით, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღსრულება.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-127(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა დაიშვება აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
- საქმე №ბს-956(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა დაიშვება აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
- საქმე №ბს-779(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა დაიშვება აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
- საქმე №ბს-265-263(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2017
სზაკ-ის 162-ე, 165-ე მუხლების მიხედვით, როგორც იძულებითი აღსრულება, ასევე აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობისას.
- საქმე №ბს-74-268-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2003
…მიწის მართვის სამმართველოს 23.07.01წ. ¹36 და 18.03.02წ. ¹79 წერილებს, მიწის მართვის სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტები სრულად პასუხობს სზაკ-ს მე-2 მუხლის 1 ნაწილის «დ” ქვეპუნქტის მეორე და მესამე წინადადებების მოთხოვნაბს. სზაკ-ს 162-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ აქტს აღასრულებს მისი გამოცემი ორგანო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ადმინისტრაციული აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქველდგომმა ან სხვა ოერგანომ.
- საქმე №330310016001427364 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №330310016001428901 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2018
- საქმე №330310018002614314 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება