თავი XI — დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი
დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ზემდგომ ინსტანციაში. იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
თავი XII. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-233(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია საჩივრის შეტანა ზემდგომ ორგანოში (საკრებულოში) და კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში ( ზაკ-ის 161-ე მუხლი). ამ თვალსაზრისით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №83 განკარგულება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.
- საქმე №ბს-361-348(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2008
…ასპინძის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონებში) 2004 წლის 1 დეკემბრის ¹47 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (ძალადაკარგულ იქნა საქართველოს 05/25/2006 ¹3132 კანონით) 159-ე და 161-ე მუხლებით იმპერატიულად იყო დადგენილი, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულება, სანამ ბავშვი არ გახდებოდა წლინახევრის;
- საქმე №060310017001997505 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
აპელანტის განმარტებით, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზაკ-ის 158-161-ე მუხლები, რადგან კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია საჩივრის შეტანა, იგი საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში, თანახმად ზაკ-ის 161-ე მუხლისა. იგივეა მითითებული პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N52- ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლში და ზაკ-ის 1-2-ე მუხლში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება