თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ( ზაკ-ის 119-ე მუხლი). საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე–112-ე მუხლების დებულებები.
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასება…
- საქმე №ბს-1048-1006(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2010
თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა თავისი უმოქმედობით დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი, 96-ე მუხლის I ნაწილი, 97-ე მუხლი, მე-100 მუხლის I ნაწილი, 101-ე და 119-ე მუხლები. ნ. ო-ძემ 2008 წლის 16 ოქტომბერს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მიუთითა, რომ მის მიერ 2008 წლის 15 მაისს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქ.
- საქმე №330310016001242420 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
…მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო ადმინისტრაციული წამროების მიმდინარეობიასას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება