1. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
კერძოდ, 113-ე მუხლის მიხედვით, საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლეოდათ…
- საქმე №ბს-724(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
სზაკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.
- საქმე №ბს-564-545(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2014
სზაკ-ის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 113-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ზეპირი მოსმენის გამართვა უქმნის ადმინისტრაციულ ორგანოს ზეპირი მოსმენის გამართვიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.
- საქმე №ბს-445-424(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
…გადაწყვეტილება გამოიცა საბჭოს 2007 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, იგი დათარიღებულ იქნა 2007 წლის 19 ნოემბრით, რითაც ფაქტობრივად აკრედიტაციის საბჭოს მიერ ერთ საკითხზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი სხვადასხვა რიცხვით. სზაკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს: «თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში».
- საქმე №ბს-359-346(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2008
¹5 და ¹7 არსებული მრავალსართულიანი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით დავის თაობაზე, რომლის განხილვის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად ცნობა, საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 21 მარტის ზეპირი მოსმენის ¹ა/წ-22 სხდომის ოქმის თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად უნდა იქნეს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი 2004 წლის 21 იანვრის გეგმა-ნახაზის ბათილად ცნობის თაობაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება