1. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
2. სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
3. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს.
4. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
6. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.
7. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-813-807(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2012
ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესის თანახმად (სზაკ-ის 108-ე მუხ.) დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სზაკ-ის 111.4 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
- საქმე №ბს-998-956(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2010
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით კომისიამ დაარღვია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადა, ასევე ამავე კოდექსის მე-13, 110-ე, 111-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან 2006 წლის 19 ოქტომბერს გამართული საჯარო სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა შპს,,...” ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაში…
- საქმე №ბს-464-441(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2007
…აღნიშნული დეპარტამენტისათვის კონკრეტული ინდივიდუალური საწარმოს ხელახალი შემოწმება, ვინაიდან ხსენებული აქტი გამოტანილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე, 52-ე, 53-ე, 194-ე, 185-ე, 101-ე, 198-ე, 110-ე, 111-ე, 199-ე და 201-ე მუხლების დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹1-09/9704 აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად.
- საქმე №ბს-1079-659(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
მუხლი, რომლის თანახმად, კომისია ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის ეცნობებინა კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ და მიეცა მისთვის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილები, 75-ე მუხლის «ე‚‚ პუნქტი და 95-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
85-ე, 86-ე, 87-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე, 93-ე, 94-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე, 111-ე და 112-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘’ე.ე’’ ქვეპუნქტისა და ქ.
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება