1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
2. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.
3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი პირი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) თანხმობით. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იღებს თავად ამ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1139 - სსმ I, №8, 08.04.2009 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №ბს-252(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარებულიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც ინფორმირების და საჯაროობის გაცილებით მაღალ სტანდარტს გულისხმობს იმასთან შედარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი და პირობები, რომელთა დაცვა სავალდებულო იყო წინამდებარე საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტების მომზადებისას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი…
- საქმე №ბს-1546-1525(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2012
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი…
- საქმე №ბს-1771-1726(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2011
…იმპერატიულად მიუთითებდა კომისიის ვალდებულებაზე, თავისი ფუნქციები განეხორციელებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული…
- საქმე №ბს-167-161(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2010
- საქმე №ბს-1167-1114(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ბს-998-956(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2010
- საქმე №ბს-1582-1537(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2010
- საქმე №ბს-156-151(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2009
- საქმე №ბს-166-160(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2009
- საქმე №ბს-36-36(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2009
- საქმე №ბს-228-222(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2008
- საქმე №ბს-403-387(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-841-803(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2008
- საქმე №ბს-564-537(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2007
- საქმე №ბს-873-742-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2007
- საქმე №ბს-408-387(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2007
- საქმე №ბს-138-129(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2007
- საქმე №ბს-289-228-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2006
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
- საქმე №ბს-1024-609(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2006
- საქმე №3გ-ად-26კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2002
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310116001341203 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2019
- საქმე №020310517001906982 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №050310017001716509 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №080310016001665469 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება