1. თუ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კოლეგიურ ორგანოში, მაშინ კოლეგიური ორგანოს ყველა წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
ამდენად მიაჩნიათ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნები.
- საქმე №330310116001379287 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2019
…გადადის ნაგებობის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწათსარგებლობის უფლება იმ პირისა, რომელზედაც გადავიდა ნაგებობის საკუთრების უფლება, რეგისტრაციაში ტარდება კომუნალური მეურნეობის ორგანოებში. ამავე კანონის 114-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო- ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
მოსარჩელეთა წარმომადგენელის განმარტებით, დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით და მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების მოთხოვნები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება