1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.
2. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა. ეს უფლება უნდა იქნეს მითითებული ცნობაში საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტის წარდგენის შესახებ.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დოკუმენტზე აღნიშნოს მისი რეგისტრაციის თარიღი.
4. ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან ( ზაკ-ის 118.1 მუხლი). ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს ( ზაკ-ის 118.4 მუხლი).
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
…შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი…
- საქმე №ბს-1022-980(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2009
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13 მუხლები, 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, 971-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტები, ასევე 110-ე, 112-ე, 116-ე მუხლები, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი და 120-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ,…
- საქმე №ბს-156-151(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2009
…იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავი დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღემდე.
- საქმე №ბს-1035-998(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2009
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, წერილობითი მოსაზრების წარდგენისათვის განსაზღვრულია 20 დღის ვადა შესაბამისი აქტის პროექტის გამოქვეყნების დღიდან.
- საქმე №ბს-228-222(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2008
- საქმე №ბს-138-129(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2007
- საქმე №ბს-772-359(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2007
- საქმე №ბს-1079-659(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2006
- საქმე №3გ/ად-144-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2003
- საქმე №050310018002278584 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.10.2018
- საქმე №330310019003152060 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.09.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება