თავი XI — დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) (ამოღებულია - 04.05.2018, №2278);
ბ) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს.
2. კანონით შეიძლება დადგინდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულოობაც.
3. დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4. დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2372 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.216
საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1517 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.177
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2278
–
ვებგვერდი, 24.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2278
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-873-742-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2007
…მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 29.06.03წ. ¹321 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბრძანება გამოიცა მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ: სზაკ-ის 11 თავის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. სზაკ-ის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის,,ბ" ქვეპუნქტი სავალდებულო წესით ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს მეშვეობით ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფასი აღემატება 100 000 ლარს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება