1. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად.
2. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310016001427364 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
…რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით…
- საქმე №330310016001428901 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2018
…ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება