1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
2. ცნობაში უნდა მიეთითოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც – ამ ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;
დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
დ) საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა ( ზაკ-ის 116.2 მუხლი). საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
- საქმე №ბს-1771-1726(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2011
…კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 116-ე მუხლი ადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების წესსა და პროცედურას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს.
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული…
- საქმე №ბს-167-161(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2010
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქალაქგეგმარებითი პირობების დადგენა საჯარო ადმინისტრაციული წესით წარმოებს, აუცილებელი იყო საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება ( სზაკ-ის 116-ე მუხლი), ზეპირი მოსმენის ჩატარება. ზეპირი განხილვის შესახებ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ.
- საქმე №ბს-1167-1114(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
…კოდექსის 115-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 116-ე მუხლი ადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების წესსა და პროცედურას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს.
- საქმე №ბს-1022-980(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2009
- საქმე №ბს-228-222(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2008
- საქმე №ბს-836-798(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2008
- საქმე №ბს-107-101(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2007
- საქმე №ბს-565-534(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2007
- საქმე №ბს-138-129(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2007
- საქმე №ბს-772-359(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2007
- საქმე №ბს-833-419(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2006
- საქმე №ბს-1024-609(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2006
- საქმე №3გ-ად-26კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2002
- საქმე №330310016001242420 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310017001800873 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №050310017001716509 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება