1. საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ განცხადებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში;
გ) იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი.
2. ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენა შეიძლება მოხდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოში, ამ უკანასკნელის თანხმობით.
3. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი დოკუმენტების ასლებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-154(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2020
გ) იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი ( ზაკ-ის 117.1 მუხლი). ყველას აქვს უფლება დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო გაცნობისათვის წარდგენილ დოკუმენტებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები,…
- საქმე №ბს-228-222(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2008
დარღვეულ იქნა ასევე ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნა, არ იქნა საჯარო გაცნობისათვის წარდგენილი განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც წარდგენილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ ორგანოში.
- საქმე №ას-104-439-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2005
გარდა ამისა, აღნიშნული საქმე უნდა განეხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა საკრებულოს დავალდებულება გარკვეული მოქმედების შესრულებაზე ან მისი მოქმედების ბათილად ცნობა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება