1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.
2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
გ) განხილვის დრო და ადგილი;
დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;
ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;
ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;
ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.
3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-1299(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2025
სასამართლოს უნდა განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი, ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე დაინტერესებული მხარის მიერ შენიშვნების წარდგენის 3 დღიანი ვადის ათვლის წესი.
- საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
კასატორები აღნიშნავენ, რომ სზაკ-ის 106-ე, 112-ე მუხლები არ ადგენენ ოქმის წერილობითი ფორმის სავალდებულოობას. აღნიშნული მუხლებით დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე ოქმის შედგენის საჭიროება, შესაბამისად, ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობით, ასევე ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
- საქმე №ბს-302-291(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2011
მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში…
- საქმე №ბს-304-293(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2010
…მე-17 მუხლით. მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დადგენილება დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120.1, 110-ე, 112-ე, 95.2, 96.1, 11.4 მუხლების მოთხოვნები, რამდენადაც თ. ლ-ია, როგორც დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული სხდომაზე.
- საქმე №ბს-1582-1537(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2010
შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს მინიჭებული ჰქონდა უფლება, გაცნობოდა ოქმს და ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში წარედგინა შენიშვნები, მიეთითებინა მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობაზე, რაც მოსარჩელე შპს “...” წარმომადგენელს არ განუხორციელებია.
- საქმე №ბს-1022-980(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2009
- საქმე №ბს-1147-1109(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2009
- საქმე №ბს-691-663(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2008
- საქმე №3გ/ად-162-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2002
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310018002383261 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №080310019002948285 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
- საქმე №190310019002929633 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №080310016001665469 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002383261 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
- საქმე №180310018002301465 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 25.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება