1. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.
2. (ამოღებულია).
3. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება ექსპერტის დასკვნის ან მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით.
4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს დაესწროს მოწმის ან ექსპერტის დაკითხვას, დაუსვას მათ შეკითხვები, გაეცნოს ექსპერტის წერილობით დასკვნას, დაესწროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებას.
5. დაინტერესებული მხარის მიერ მოწვეული მოწმის ან ექსპერტის ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული მხარე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1484(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2024
(2) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება, ამ კოდექსის 109-ე მუხლით (მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა) გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მიღებული უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
- საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მშენებლობის ნებართვის გაცემის ან მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს 20 სამუშაო დღის ვადაში.
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
ამდენად მიაჩნიათ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელეთა განმარტებით, ასევე დარღვეულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა…
- საქმე №100310017001968305 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
…მიხედვით, მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტი – დასკვნა.
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
მოსარჩელეთა წარმომადგენელის განმარტებით, დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით და მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეულია კანონის მოთხოვნები, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7, 32-ე, 42-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე, 112-ე, 114-ე, 115-ე, 120-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ დარღვეულია მშენებლობის ნებართვის…
- საქმე №120310017002209145 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება