1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.
4. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №ბს-724(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
…მიუთითებს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nბს-564-545(კს-13), 06.02.2014წ) და მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიუღებლობით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
- საქმე №ბს-1044(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
…საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციული საჩივრის გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო მოსარჩელის მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
- საქმე №ბს-673-673(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
ა-ე არ ითვალისწინებდა დადგენილ შაბლონის ფორმას და ზოგ შემთხვევაში მითითებას ახდენდა სზაკ-ის 183-ე მუხლზე. სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე გამორიცხა თ. ა-ის მიერ მიზანმიმართული და ბრალეული ქმედების ჩადენა.
- საქმე №ბს-1306(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2013 წლის 29 მაისს წარდგენილი საჩივრის განხილვის ვადა არ გაუგრძელებია და ამის შესახებ სათანადო წესით არ უცნობებია შპს „…თვის“.
- საქმე №ბს-1231(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
ამასთან მოსარჩელეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე და 177-ე მუხლების მეორე ნაწილის მოთხოვნები და სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი…
- საქმე №ბს-564-545(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2014
- საქმე №ბს-336-326(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2013
- საქმე №ბს-1718-1674(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2011
- საქმე №ბს-348-345(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2011
- საქმე №ბს-192-185(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-947-907(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2010
- საქმე №ბს-403-387(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-1243-818(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2006
- საქმე №3გ-ად-70-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2002
- საქმე №080310018002621960 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №330310016001586968 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №080310019002958683 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №330310019002924060 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310019002837089 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310018002623990 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №330310017001910083 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330310017002073255 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №190310018002437160 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.10.2018
- საქმე №330310018002492258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №330310018002445714 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №330310018002386374 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება