1. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეცვლის ან ბათილად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია 5 დღის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-789-751(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2007
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №130310017002180817 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ…
- საქმე №110310017002158004 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2019
ამდენად კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო N--- საკუთრების მოწმობა (ს.ფ.
- საქმე №130310017002180817 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 19.06.2018
…ან სასამართლო. კანონის ეს დანაწესი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო კარგავს უფლებამოსილებას თვითონ იმსჯელოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. 7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება