1. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს უფლება აქვს ცნოს ადმინისტრაციული საჩივარი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოება მიუხედავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ცნობის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-653(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, 53-ე მუხლი, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 177-ე, 178-ე, 192-ე, 201-ე და 203-ე მუხლების მოთხოვნები. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ სარჩელი მოპასუხეების -…
- საქმე №3გ-ად-308-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.05.2003
სასამართლოს მიერ ასევე გამოყენებულ არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 192-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს უფლება აქვს ცნოს, ადმინისტრაციული…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება