1. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში უგზავნის ადმინისტრაციული საჩივრის და მასზე დართული დოკუმენტების ასლს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ასლის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში წარუდგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და საკუთარი წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.
4. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირით ან სხვა უფლებამოსილი პირით, ხოლო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კოლეგიური ორგანოს მიერ – კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი პირით.
5. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვა თანამშრომლით მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-344-333(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2010
ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის ¹203 განკარგულების გამოცემისას დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე, 179-ე, 195-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნები და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად…
- საქმე №ბს-170-168 (კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
კერძოდ, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 იანვრის ¹81 ბრძანების გამოცემისას არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოსარჩელისათვის არ გადაუგზავნიათ ადმინისტრაციული საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები, მ.
- საქმე №180310117001676725 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
№3-------- ადმინისტრაციული საჩივრის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ნაწილობრივ პასუხობდა ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 182–ე, 195–ე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა პირობას და მისი ნაწილობრივ განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.
- საქმე №120310018002499011 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.10.2018
…ს-------------------ადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაევალათ 5 დღის ვადაში წარადგინონ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება