1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარის უარი წარადგინოს საკუთარი მოსაზრება, დამატებითი ინფორმაცია ან დაესწროს ზეპირ განხილვას, არ აჩერებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი საჩივარში არ მიუთითებდა ისეთ საპატიო მიზეზზე, რაც საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
- საქმე №ბს-1304(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
- საქმე №ბს-671-657(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2013
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება;
- საქმე №ბს-1810-1778(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2012
ღ-ის მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მეორე მხარის მონაწილეობით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ადმინისტრაციული წარმოების წესების არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა.
- საქმე №ბს-1719-1688(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2012
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმჯელა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, რითაც დაარღვია სზაკ-ის მე-2, მე-4, მე-5, მე-13, 95-ე, 96-ე, 98-ე და 194-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით სასამართლოებმა არც იმაზე იმსჯელეს, რომ საჯარო რეესტრში დღესაც მათზე, საკუთრების უფლებით, ირიცხება სენაკში მდებარე სადავო შენობა, რომელსაც ამჟამადაც ფლობს და სარგებლობს კასატორი.
- საქმე №ბს-1657-1629(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.05.2012
- საქმე №ბს-947-907(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2010
- საქმე №ბს-976-934(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2009
- საქმე №ბს-279-269(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.07.2009
- საქმე №ბს-403-387(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-36-36(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2008
- საქმე №ბს-464-441(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2007
- საქმე №ბს-1243-818(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2006
- საქმე №3გ/ად-409-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2003
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310015001094351 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №190310017001951626 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
- საქმე №150310018002608662 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330310019002924060 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №120310018002392102 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 29.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება