1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირი სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წერილობით აცნობოს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს ზეპირი სხდომის გამართვის თარიღი მის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №010310018002506918 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.06.2019
…ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 13 ივნისის N0---------- დადგენილება, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონს, არამედ დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
- საქმე №120310018002499011 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.10.2018
…უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირი სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება