1. ადმინსტრაციული ორგანო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გაუმართავად, თუ:
ა) არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი;
ბ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარე თანახმაა საქმის განხილვაზე ზეპირი მოსმენის გაუმართავად.
2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითოს ზეპირი მოსმენის გამართვაზე უარის თქმის საფუძველ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-524-495(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2009
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო საჩივრის განმხილველი…
- საქმე №ბს-36-36(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2008
უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 199-ე მუხლში ამომწურავადაა მითითებული ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე.
- საქმე №ბს-464-441(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2007
…აღნიშნული დეპარტამენტისათვის კონკრეტული ინდივიდუალური საწარმოს ხელახალი შემოწმება, ვინაიდან ხსენებული აქტი გამოტანილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე, 52-ე, 53-ე, 194-ე, 185-ე, 101-ე, 198-ე, 110-ე, 111-ე, 199-ე და 201-ე მუხლების დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹1-09/9704 აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად.
- საქმე №330310018002763681 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.10.2019
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 199-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა რატომ იყო დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილი საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც საჩივრის ავტორი ითხოვდა ზეპირ მოსმენას, არ შეაფასა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
ზეპირი მოსმენის დანიშვნა და ჩატარება ( ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილი და 199-ე მუხლი); ყველა დაინტერესებული მხარისათვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა ( ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება