1. არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რამე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის.
2. ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაწეულ ადმინისტრაციული წარმოების ხარჯებს.
3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის მიერ ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-515-492(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.01.2008
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 75-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, მით უმეტეს, რომ გასული იყო აღნიშნული კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა, ხოლო სახელფასო დავალიანებასთან ერთად ძირითადი თანხის პროცენტის მოთხოვნისას,…
- საქმე №ბს-250-195-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2005
ამასთან, სააპელაციო პალატამ ზიანის მოცულობის განსაზღვრისას სწორად იხელმძღვანელა ზაკ-ის 204-ე მუხლის მოთხოვნით იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.
- საქმე №3გ-ად-4ა-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2003
…მთავარ სხდომაზე თუ არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო შეტყობინება დაეგზავნა 70-78–ე მუხლების დაცვით და თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან სხვა რაიმე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება