ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს, აგრეთვე შეცვალოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-653(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, 53-ე მუხლი, 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 177-ე, 178-ე, 192-ე, 201-ე და 203-ე მუხლების მოთხოვნები. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით გ... რეგისტრირებული კოოპერატივი „გ...ის“ სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო…
- საქმე №ბს-318-316(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2017
…2015 წლის 17 ივლისის №1-1/302 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლებიც, ვინაიდან თავად ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეცნო კანონმდებლობის დარღვევით გამოცემული 2015 წლის 30 მარტის №17/17672 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
- საქმე №ბს-1506-1437(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2010
…საკუთრების უფლებით პირთა აღმჭურველი ადმინისტრაციული ორგანო, იგი პირთა მიერ კანონით ან ხელშეკრულებით უკვე შეძენილი ან მოპოვებული საკუთრების ან სხვა უფლებათა მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოა. მოსარჩელე თვლის, რომ სასკ-ის 2.5 მუხლის, სზაკ-ის 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
- საქმე №ბს-515-493(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.11.2008
…271-ე მუხლის საფუძველზე რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” უფროსის 2006 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2006 წლის 6 ივნისის ოქმის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
- საქმე №ბს-981-935(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2007
…შეზღუდვის დაუშვებლობა დადგენილია არათუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესებითაც, რომლისთვისაც ჩვეულებრისამებრ დაშვებულია მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. სზაკ-ის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კოლეგიური ან სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების ან საზოგადოებრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოცემულ…
- საქმე №3გ/ად-181-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2004
- საქმე №330310017001884181 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.08.2019
- საქმე №330310016001643695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №330310014604557 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.05.2018
- საქმე №140310019002824429 · გორის რაიონული სასამართლო · 20.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება