1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ხარჯების გაზრდას;
ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;
დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.
3. გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6880
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ბს-832(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
ამავე სარჩელით მოსარჩელემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 27 ივლისის №ბ...
- საქმე №ბს-918(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით სზაკ-ის 184-ე მუხლის საფუძველზე არსებობს სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელმაც კასატორებისათვის სტატუსის შეწყვეტის კანონიერება უნდა ამტკიცოს.
- საქმე №ბს-930(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის №001685 და 2016 წლის 17 ნოემბრის №ც15-16 დადგენილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის №1-852 ბრძანების მოქმედების შეჩერება.
- საქმე №ბს-509-506(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2018
…საკასაციო სასამართლოს განჩინებას იმ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე სადავო სარეიტინგო ქულის შეჩერების მოთხოვნაზე.
- საქმე №ბს-509-506(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2017
კერძოდ, ზაკ-ის 184-ე მუხლის შესაბამისად შეჩერდება გასაჩივრებული აქტის მოქმედება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
- საქმე №ბს-307-305(კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
- საქმე №ბს-247-238(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №ბს-746-730(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №ბს-122-115(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2013
- საქმე №ბს-1171-1139(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2011
- საქმე №ბს-1151-1102(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2008
- საქმე №ბს-1527-1237-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2005
- საქმე №3გ/ად-22-კ.ს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2003
- საქმე №3გ-ად-305-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2002
- საქმე №3გ-ად-70-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2002
- საქმე №3გ/ად-31-კს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2002
- საქმე №3გ/ად-245-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2002
- საქმე №150310018002608662 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310017001939556 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310116001428425 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №330310117002013755 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №190310019002823149 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №150310018002608662 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330310018002577384 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330310018002580453 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება