გადაწყვეტილება №23769/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 23769/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23769/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 20.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23769/2/2024).

 

დავის საგანი:

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერა და ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.06.2024 წლის №------- ბრძანება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №------- ბრძანება;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №------- აქტი;

4. შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18138 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

ვალის მართვის დეპარტამენტის 27.08.2024 წლის №------- წერილის მიხედვით, მომჩივანს 28.06.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 107 638,41 ლარი, საურავი - 592,01 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 44 790,3 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტმა 29.06.2024 წლის გამოსცა №------- ბრძანება სს ------- (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (108 230,42 ლარზე).

29.06.2024 წლის №------- საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არ განხორციელებულა.

სს ------- (ს/ნ -------) 3.07.2024 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 107 638,41 ლარი, საურავი - 861,11 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 44 877,3 ლარი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სს ------- (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 3.07.2024 წლის №-------, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო საწარმოს საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე 15.07.2024 წლის ვალის მათვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №------- აქტი.

აღნიშნული აქტების გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2024 წლის №18138 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 238- ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2024 წლის 3 ივლისის №------- ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და 241-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

„საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2024 წლის 29 ივნისის №------- ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2024 წლის 15 ივლისის №------- აქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2024 წლის 28 ივნისის და 3 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის №------- საქმეზე ყადაღა დაედო სს ------- (ს/ნ -------) და მასთან ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირების უძრავ და მოძრავ ქონებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ყადაღა დაედო საწარმოების საბანკო ანგარიშებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.01.2024 წლის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით კიდევ ერთხელ გაგრძელდა განჩინების მოქმედება, სადაც ვკითხულობთ:

გამოძიებით დადგენილია, რომ გალიფ ოზთურქის მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული კომპანია: სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------); სს ------- (ს/ნ -------) და სხვა კომპანიები.

აღნიშნულ კომპანიებში ჩატარებული საგადასახდო შემოწმების შედეგად რამდენიმე კვირაში გამოვლენილი დარღვევების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დამატებით დაერიცხა გადასახადები კერძოდ: სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, სს -------, ფ/პ -------, შპს -------, სს -------, სს ------- და სს ------- ჩატარებული შემოწმების შედეგად ზემოხსენებულ კომპანიებს ჯამში დაერიცხათ გადასახადი 69 412 767 ლარის ოდენობით და ზემოხსენებულ დარიცხვებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგადასახდო და სასამართლო დავები.

აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ მეტრო ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე უფიქსირდება არაერთი შეზღუდვა, რაც კომპანიას ხელს უშლის შეასრულოს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებები.

აღნიშნულის პრევენციის მიზნით, მეტრო ჯგუფმა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და მოითხოვა დაყადაღებული საბანკო ანგარიშების გათავისუფლება კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებებისათვის კმარი ოდენობით, თუმცა აღნიშნულს, ამ ეტაპზე არ მოჰყოლია რეაგირება (წარმოდგენილია წერილები, სადაც ჯგუფში შემავალ კომპანიებსა და მათ შორის სს ------- დაკავშირებით აწვდის ინფორმაციას საგამოძიებო უწყებებს).

ყოველივე ზემოაღნიშნული გულისხმობს შემდეგს: ერთიდაიგივე უწყებების გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ კომპანიას ეზღუდება უფლება თავისუფლად განკარგოს საკუთარი სახსრები, ხოლო მეორე მხრივ, იგივე უწყება მოითხოვს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების დაფარვას იმ ფონზე, როცა თავად არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, რათა მიეცათ შესაძლებლობა უზრუნველეყოთ ვალდებულებების შესრულება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.08.2024 წლის №18138 ბრძანების საფუძველზე უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც დაუსაბუთებელია. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და მე-5 მუხლზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

კანონიერების პრინციპი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაეცვა დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების კანონიერად წარმართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანასწორობის პრინციპის დაცვაზე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და 601 მუხლზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის 29.06.2024 წლის №------- ბრძანება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №-------აქტი და შემოსავლების სამსახურის 5.08.2024 წლის №18138 ბრძანება.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აქტის აღსრულების შემთხვევაში, განმცხადებლის კანონიერი ინტერესები არსებითად დაზიანდება, ამდენად ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

გენილი. საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მომჩივანს 28.06.2024 წლის მდგომარეობით, არაღიარებული საგადასახადო დავალიანების გარდა ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 107 638,41 ლარი და საურავი - 592,01 ლარი და მიუთითებს, რომ სადავო აქტები გამოცემულია გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერა და ქონებაზე ყადაღის დადება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება მომჩივანის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ და გამოცემულ იქნა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო საწარმოს საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე ვალის მათვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მომჩივანს არაღიარებული საგადასახადო დავალიანების გარდა ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება და მიუთითებს, რომ სადავო აქტები გამოცემულია გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 241; 243