1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.
2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(370)
- საქმე №ბს-219(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
…და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს, შესაბამისად კასატორების აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს მოსარჩელის მიმართ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დაუშვებელია საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას.
- საქმე №ბს-221(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2026
…და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს და ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის რისკს, შესაბამისად კასატორების აღნიშნული არგუმენტი არ ამართლებს მოსარჩელის მიმართ განსახვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დაუშვებელია საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას.
- საქმე №ბს-9(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-5, 53-ე, 96-ე და 60¹ მუხლები ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, გადაწყვეტილება მიიღოს სრულად გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე, თანასწორობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
- საქმე №ბს-751(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
რაც შეეხება მე-5 პუნქტით დადგენილ ხარვეზს, კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესსა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის,…
- საქმე №ბს-1397(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
…ფასადზე ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები (არსებული ფანჯრის ღიობის ჩაღრმავება, კარის ღიობის და ნახევარსარდაფში ჩასასვლელი კიბის მოწყობა), წარდგენილი ფოტომონტაჟის შესაბამისად, შპს „ბ...“-ს შესაძლებლად და უსაფრთხოდ მიაჩნია. სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის…
- საქმე №ბს-1142(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბს-483(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2026
- საქმე №ბს-447(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2026
- საქმე №ბს-1225(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ბს-754(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ბს-1343(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №ბს-316(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2025
- საქმე №ბს-410(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №ბს-638(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
- საქმე №ბს-406(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
- საქმე №ბს-906(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №ბს-1312(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2025
- საქმე №ბს-222(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2025
- საქმე №ბს-1131(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2025
- საქმე №ბს-1249(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №ბს-923(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2025
- საქმე №ბს-401(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
- საქმე №ბს-367(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ბს-556(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №ბს-1069(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
- საქმე №ბს-517(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ბს-304(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ბს-693(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
- საქმე №ბს-913(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №ბს-91(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ბს-1248(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ბს-640(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2024
- საქმე №ბს-291(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №ბს-868(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ბს-869(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-1004(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
- საქმე №ბს-339(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ბს-875(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-796(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 370-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება