ბრძანება N 5610

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5610
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5610

22.03.2023

ფ/პ ---------- ---------ის (პ/ნ -----------------------)

(მის: -------------------------------------------------)

2023 წლის 27 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის (ოქმი №21) სხდომაზე განიხილა ფ/პ -------------------ის (პ/ნ -----------------------) №35042/21 საჩივარი, რომელიც ეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანებას და „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023- 013880 ბრძანებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანებით ყადაღა დაედო მისი, შპს ----ის ცრუმაგიერი პირის, საკუთრებაში არსებულ ქონებას, ხოლო 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023-013880 ბრძანებით მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს -----ისთან არანაირი გადაკვეთის წერტილი არ გააჩნია, რაც დადასტურებულია ბრძანებაში მოცემული ფაქტობრივი დასაბუთებით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია და არც სასამართლოს განუსაზღვრავს, თუ რა ფარგლებში იქნა სალომე პირველი მითითებული ცრუმაგიერ პირად.

ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნორმატიული რეგულირების საბოლოო მიზანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, მხოლოდ იმ ფარგლებში, რა მოცლობითაც იგი იქნა გამოყენებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ცრუმაგიერი პირის შესახებ დოქტრინას კატეგორიულად ემიჯნება იმგვარი განმარტება, რომ კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი მთელი თავისი ქონებით იყოს პასუხისმგებელი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებისათის მიუხედავად იმ ფაქტისა აღნიშნული ქონების შეძენის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი დაკავშირებული არის თუ არა დასახელებულ გადასახადის გადამხდელთან.

თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოპფის ღონისძიებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ მისთვის მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გადაცემული ქონების ღირებულების ან/და ფულის ფარგლებში. მოცემული დასკვნა მომდინარეობს თვით ცრუმაგიერობის ინსტიტუტის არსიდან, რომ მოხდეს იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც იარსებებდა, რომ არ მომხდარიყო ცრუმაგიერი პირისსათვის ქონების გადაცემა. ცრუმაგიერმა პირმა მხოლოდ იმ მოცულობით უნდა აგოს პასუხი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რა მოცულობითაც იგი გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო ობიექტურად სწორ და კანონშესაბამის საფუძვლებზე დაყრდნობით გამოეცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლზე და ითხოვს, ყადაღის და ინკასოს ბრძანებების შეჩერებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -----------შენ, --- -----ე, -----ლი, ----ა, ------ ------ი, ------ ----------ი, ------- -----ე, ----- ----------ი, ----------ი, -----------ე, ----------ი, ----------ი, ----------ე, ----------ი, ----------ა და ----------ი აღიარებულ იქნენ შპს „-----ის“ ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის --- დეკემბრის №---------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფ/პ ------------ის (პ/ნ ----------) მიმართ გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023-013880 ბრძანება, რომლის საფუძველზე ფ/პ ----------ის (პ/ნ-----------) საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 811.28 ლარი (შპს -----ი ს/კ--------- – ------ ლარი).

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის - დეკემბრის №------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-272 ბრძანებით, შპს „-----ი“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ფ/პ -------ის (პ/ნ --------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №011-272 ბრძანების ნაწილში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

„საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023-013880 ბრძანების ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „---------შენ, ----- ------ე, ------ ------ი, ----- ----ა, ---- -------ი, ----- -----ი, ----- ------ე, ---- ------ი, ----- -----------ი, ----- --------ე,------ -------ი, ---- ---------ი, -------- ---------ე, --------- --------ი, --------- ---------ა და --------- -------------ი აღიარებულ იქნენ შპს „-------ის“ ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „-----ის“ (ს/ნ ------) 2023 წლის - მარტის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ------- ------------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს ----თან არანაირი გადაკვეთის წერტილი არ გააჩნია, რაც დადასტურებულია ბრძანებაში მოცემული ფაქტობრივი დასაბუთებით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია და არც სასამართლოს განუსაზღვრავს, თუ რა ფარგლებში იქნა ----- ------ მითითებული ცრუმაგიერ პირად.გადამხდელი საჩივარში მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლზე და ითხოვს ყადაღის და ინკასოს ბრძანებების შეჩერებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის - დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -----------შენ, --- -----ე, -----ლი, ----ა, ------ ------ი, ------ ----------ი, ------- -----ე, ----- ----------ი, ----------ი, -----------ე, ----------ი, ----------ი, ----------ე, ----------ი, ----------ა და ----------ი აღიარებულ იქნენ შპს „-----ის“ ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის --- დეკემბრის №---------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის - აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, ი/მ ------ ------ას (პ/ნ ----------) მიმართ გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023-013880 ბრძანება, რომლის საფუძველზე ი/მ ----- -------ას (პ/ნ ----------) საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1172.56 და 665.41 ლარი (შპს -----ი ს/კ--------- – ------ ლარი).

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის - დეკემბრის №------------- და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-272 ბრძანებით, შპს „-----ი“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, ი/მ ------ -------ას (პ/ნ --------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 238(1;1 „გ“ ,6); 241(1,2); 243(1); 246(1); 302(6);

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება;