სასამართლოს უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-893-851-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2014
…განკარგულებების და ა.შ) წარმოდგენა, რაც საიდუმლო ინფორმაცია არ არის, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი წინადადებისა და 48-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლო, გამოეთხოვა, მათ შორის, პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ვალდებული იყო, ეს ინფორმაცია სასამართლოსათვის მიეწოდებინა.
- საქმე №3გ/ად-546-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2003
…იქნა თ.კ-ესთან, როგორც მყიდველთან და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობაც 1997წ. 25 აპრილს გაიცა თ.კ-ის სახელზე, რაც იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული 399-ე და 403-ე მუხლის მე-3 ნაწილის უხეში დარღვევაა და 48-ე მუხლის თანახმად ასეთი გარიგება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ბათილია. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ.კ-ესთან დადებული ფ-ის საიჯარო მეურნეობის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
- საქმე №050310018002301500 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 09.11.2018
…მესამე ნაწილის თანახმად,,დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.'' მეოთხე ნაწილის თანახმად,,მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება