ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის განმავლობაში.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
თავი IV. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-1299(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
…ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 2.1 მუხლის „მ“ ქვეპუქტზე, ასევე ამავე კოდექსის 10.1, 28.1, 37.1 და 50-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ყველა პირს აქვს უფლება მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, რასაც უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
- საქმე №ბს-230-371-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2003
…პენსიაზე დანამატის დანიშვნის მოთხოვნით საპენსიო ორგანოსათვის არ მიუმართავს 2002წ. ივნისამდე.,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად ამ კანონის პირველი მუხლის,,ა” პუნქტში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
- საქმე №ბს-183-346-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2003
…მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დანამატის გადახდა 9 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით, ხოლო ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად _ 14 ლარი 2003წ. თებერვლიდან; ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის გადახდა;
- საქმე №330310017002105805 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
…სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა, კომერციული და პროფესიული…
- საქმე №330310016001649669 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2018
სამართლებრივი უსწორობები აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სამართლებრივად უსწოროა ის საფუძვლები, რომელიც სასამართლომ არასწორად განმარტა და ასევე არ მიუთითა იმ გარემოებაზე რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე და კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის საფუძვლით რეგულირდება და იგნორირება გაუკეთა იმ სამართლებრივ შედეგს და ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც აპელანტს მიეცემოდა შესაძლებლობა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით გასაცემლის დანიშვნის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოჯახის წევრს.
- საქმე №330310019002820792 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება