ყველას აქვს უფლება იცოდეს:
ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;
ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისთვის პასუხისმგებელი პირისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;
ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის კანონი
№4355
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№159
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2767
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონი №3146 – ვებგვერდი, 03.07.2023
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(47)
- საქმე №ბს-255(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10, 28-ე, 37-ე, 42-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ინფორმაციის გაცემას ითხოვს სწორედ დაწესებულების ხელმძღვანელის მხრიდან, რომელსაც უფლება აქვს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების გასაჯაროების საკითხზე მიიღოს გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
№1279 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი…
- საქმე №ბს-751(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2022
…პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 42-ე მუხლი შეიცავს იმ ინფორმაციების ჩამონათვალს, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია. მითითებული ნორმის „ნ“ პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს…
- საქმე №ბს-776(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
განცხადებით მიმართა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე, 37-ე, მე-40 და 42-ე მუხლების თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში, არაერთი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული სახით (ჩაწერილი CD და DVD დისკებზე) მიწოდება მოითხოვა.
- საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლი განსაზღვრავს მონაცემთა იმ კატეგორიასაც, რომელთა გასაიდუმლოებაც დაუშვებელია და რომელიც საჯარო ინფორმაციის ნებისმიერმა მომთხოვნმა აუცილებლად უნდა მიიღოს.
- საქმე №ბს-645(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
- საქმე №ბს-890-886(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2021
- საქმე №ბს-328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ბს-261-261(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ბს-129-129(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2018
- საქმე №ბს-936-932(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
- საქმე №ბს-425-418(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2016
- საქმე №ბს-419-412(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-421-414(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-423-416(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ბს-403-398(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2015
- საქმე №ბს-371-367(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2014
- საქმე №ბს-1484-1466(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2012
- საქმე №ბს-1278-1240(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №ბს-69-67(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2009
- საქმე №ბს-1061-1012(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2007
- საქმე №ბს-333-317(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2006
- საქმე №ბს-1601-1175(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2006
- საქმე №3გ-ად-440-კს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2003
- საქმე №3გ-ად-473-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2003
- საქმე №3გ-ად-147-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2003
- საქმე №3გ-ად-356-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2003
- საქმე №330310016001521465 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.03.2018
- საქმე №330310018002786724 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №330310018002420133 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №330310018002416646 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330310016001571100 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №330310018002280855 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.06.2019
- საქმე №080310017002009704 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №010310018002253139 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №020310019003167292 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №100310019003292724 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.01.2020
- საქმე №330310018002420133 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2019
- საქმე №330310019003159967 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №120310019003165862 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 18.10.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 47-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება