საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე;
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1263
– ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1263
- 25.05.2012 კანონი №6327
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გონივრული ვადით გამოაცხადოს ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა.
- საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს შპს „…ის“ მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) საჯარო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ ვალდებულებათა (მათ შორის, 35-ე, 36-ე და 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები) განუხორციელებლობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი რომელიმე…
- საქმე №ბს-786-782(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2017
ნ) 2013 და 2016 წლების ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
- საქმე №ბს-203-198(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2008
წალკის რაიონულმა სასამართლომ განახორციელოს მის მიერ დაპირებული ვალდებულება და გადასცეს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ანგარიში 2003 წლისათვის. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან,,მეწარმეთა შესახებ” კანონის…
- საქმე №ბს-205-200(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2008
…არსებული იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლების გადაცემა, რაც იმავე სასამართლოში აღნიშნული იურიდიული პირების რეგისტრაციის წინაპირობა გახდა, ასევე მოპასუხისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე შედგენილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2003 წლის 10 დეკემბრის ანგარიშის დამოწმებული ასლის გადაცემის დავალება მოითხოვა.
- საქმე №ბს-356-487-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2004
- საქმე №010310017001970606 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №010310018002457052 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება