1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, იყოს უსაფრთხო.
2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენოს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები.
3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ.
5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის.
6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
7. მომხმარებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
[თავი III
. ბაზარზე ზედამხედველობა
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.04.2026 კანონი №1447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ 1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, იყოს უსაფრთხო. 2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენოს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები. 3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ. 5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის. 6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 7. მომხმარებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი[თავი IV.III ტექნიკური. საფრთხისბაზარზე კონტროლიზედამხედველობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-87აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.04.2022
დ-ემ ვერ უზრუნველყო მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო უხარისხო მომსახურება გაუწია წვეულებაზე სტუმრად მყოფ გ.
- საქმე №060310019003176801 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
…დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ“, იგივე ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კანონის მე-13 მუხლი: „შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება“.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება