1. პროდუქტის უსაფრთხოების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:
ა) პროდუქტის მახასიათებლები, კერძოდ, მისი შემადგენლობა, შეფუთვა, აწყობის და შესაბამის შემთხვევაში მონტაჟისა და შეკეთების ინსტრუქციები;
ბ) სხვა პროდუქტზე გავლენა, როდესაც გონივრული გამოყენების ფარგლებში სავარაუდოა მისი ამ პროდუქტთან ერთად გამოყენება;
გ) პროდუქტის პრეზენტირება, ეტიკეტირება, გაფრთხილება პროდუქტის შესახებ, ინსტრუქცია მისი გამოყენებისა და განადგურების შესახებ ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ამ პროდუქტს შეეხება;
დ) მომხმარებელთა ასაკობრივი კატეგორიები, რომელთაც ამ პროდუქტის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიადგეს.
2. უსაფრთხო პროდუქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახიფათო პროდუქტად შესაბამის სფეროში უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მიღწევის ან უფრო უსაფრთხო პროდუქტის არსებობის გამ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1096(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 49-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5, მე-10, მე-15, მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ…
- საქმე №ბს-1297(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, მე-15 და მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, 34-ე მუხლზე, ასევე, საქმეზე დადგენილ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება