1. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადაა 3 წელი. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მიადგა ზიანი, და, ამასთანავე, მან მოახდინა ზიანის, წუნისა და მწარმოებლის იდენტიფიცირება.
2. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის გამომწვევი პროდუქტის ნებისმიერ ბაზარზე განთავსების მომენტიდან 10 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზარალებულმა ამ პერიოდში მწარმოებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-487(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილების მე-4, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2009 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში ავტოფარეხებზე ლეგალიზების განაცხადი დაუკმაყოფილა 450-მდე პირს, რომლებიც მოსარჩელის ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ.
- საქმე №ბს-588(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…წლის 27 მაისს წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი 528. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი.
- საქმე №ბს-851(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2022
…27.05.2019წ. წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი.... აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი.
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…სწორედ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან (მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 31 პუნქტი, მე-7 მუხლის პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტები, 22-ე მუხლი). კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მარეგულირებელი კომისიის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რადგან…
- საქმე №330310017001673564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
მეტიც, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი ცალსახად ახდენს ნარგავების/მცენარეების განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის გამოთვლის წესის დიფერენციაციას ნარგავის განთავსების ტერიტორიის კუთვნილების მიხედვით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება