1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის
II და
III თავებით დადგენილი მოთხოვნები.
3. რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება 1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები. 3. რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-248(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მე-4, მე-15, 25-ე და 45-ე მუხლებზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ "მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4, მე-3, მე-20, 62-ე, 63-ე, 70-ე და 94-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლ.ც-ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო დადგენილების გამოცემის…
- საქმე №ბს-926(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3, მე-4, 36-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათანადო სანქციას - დაჯარიმებას…
- საქმე №330310017001935907 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2018
…მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე, 185-ე, 201-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-3, 25-ე, 45-ე მუხლებით. 4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მითითების შედგენიდან 2 თვის ვადაში გამოსცეს დადგენილება სამართალდამრღვევის მიმართ კანონით დადგენილი სანქციების გატარების შესახებ.
- საქმე №330310017002161879 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
…პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3, 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებს. ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ვერ დადგინდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება