ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წუნდებული პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც ელის მისგან პირი:
ა.ა) პროდუქტზე ზოგადი წარმოდგენის გათვალისწინებით;
ა.ბ) ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში;
ა.გ) იმ პერიოდისათვის არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც პროდუქტი ბაზარზე განთავსდა;
ბ) ზიანი − პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით დამდგარი შედეგი, რომელმაც გამოიწვია:
ბ.ა) ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება;
ბ.ბ) ქონების ნებისმიერი ნაწილის დაზიანება ან განადგურება, გარდა თავად წუნდებული პროდუქტისა, რომლის ღირებულება 300 ლარზე მეტი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-1096(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2026
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 49-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების მე-5, მე-10, მე-15, მე-17 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ…
- საქმე №ბს-565(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანი, კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებით დამტკიცებული სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ამავე რეგლამენტის მე-5 და მე-15 მუხლები და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ფოტომასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „მ...ს“ მიერ, ქ.
- საქმე №ბს-1162(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-5 მუხლის,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
- საქმე №ბს-588(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…2019 წლის 27 მაისს წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი 528. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი.
- საქმე №ბს-834(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას „ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-5 მუხლის,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.
- საქმე №ბს-426(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ბს-42(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
- საქმე №ბს-851(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2022
- საქმე №ბს-683(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
- საქმე №ბს-1342(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2021
- საქმე №ბს-641-641(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
- საქმე №020310517002026686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310018002736150 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №020310517002026686 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 22.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება