1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.
2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად.
3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა.
4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს.
5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად.
7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. . ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა 1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი. 2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად. 3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა. 4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს. 5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად. 7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს.მომხმარებელ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-752-712-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2015
მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გაეფრთხილებინა მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში [ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 მუხლი ]. 20.4. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებასაც მოსარჩელისათვის იმაზე მეტის მიკუთვნებაზე, ვიდრე ის მოითხოვდა.
- საქმე №120310017002073475 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.05.2019
…პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე (დადგენილების 1 მუხლი), ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლში პირდაპირ, იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, რომ უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო სურსათის (წუნდებული სურსათის) ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელია მწარმოებელი და დისტრიბუტორი (მათ შორის, რეალიზატორი), რაც იმპერატიულად გამორიცხავს ამ შემთხვევაში, ბაზრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება